- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
2013 წლის 27 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოგმართავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის თითოეულ თანამშრომელს, რომ დაიცვათ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და გაითვალისწინოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი შემდეგი შეზღუდვები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები. აგრეთვე სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმრთველოების ხელმძღვანელები. (24-ე მუხლის მე-5 პუნქტი „ე" და „ვ" ქვეპუნქტი) ;
- იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში), რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება (24-ე მუხლის მე-6 პუნქტი) ;
- წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს (45-ე მუხლი მე-4 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი) ;
- აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება უწყების შენობაში (45-ე მუხლის მე-5 პუბქტის „ა" ქვეპუნქტი) ;
- აკრძალულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე/პრეზენტაციაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად (45-ე მუხლის მე-7 პუნქტი) ;
- აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა ადმინისტრაციული შენობის ინტერიერებსა და ექსტერიერებში (46-ე მუხლის მე-2 პუნქტი) ;
- აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც მათ შორის გულისხმობს საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას (48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები) ;
- წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა ან კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც მათ შორის გულისხმობს, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას (49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტები)
გარდა ზემოაღნიშნულისა, მკაცრად უნდა იყოს დაცული საქართველოს საარჩევნო კოდექსის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებასთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არჩევნებთან დაკავშრებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირების მიმართ შეიძლება გატარდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისობის ფარგლებში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო.
ფესტივალში ჩაის მწარმოებელი კომპანიები, იმპორტიორი და მეზობელი ქვეყნების მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის მონაწილეებმა სტუმრებს სხვადასხვა სახის ჩაისა და თაფლის დაგემოვნება შესთავაზეს.
ფესტივალის ფარგლებში საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმაც. მათ მიერ შეთავაზებულმა პროდუქციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
დევნილი ფრიდონ ჩიტაძის შპს-მ „თერნალი-ჩაი", ფესტივალის სტუმრებს 9 სახეობის პროდუქციის დაგემოვნება შესთავაზა, ხოლო მეფუტკრეობის დარგში ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს მეფუტკრეებმა ედიშერ გულბანმა და დემურ დარსანიამ.
ჩაისა და თაფლის ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" ალუ გამახარიას ხელმძღვანელობით, რომელმაც სტუმრებს თაფლზე დამზადებული კულინარული პროდუქცია შესთავაზა. კულინარული პროდუქცია სპეციალურად ამ დღისთვის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსული თანამემამულეების მიერ დამზადდა.
ფესტივალზე იმყოფებოდა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს წევრი და თანადამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია. ფესტივალს ასევე დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია და მთავრობის სხვა წევრები.
აფხაზეთის ატონომიური რესპუბლიკის მთავრობა და დევნილი მეწარმეები მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, 1992 წლის 5 ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში (ლურჯი მონასტერი) დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრემბა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მეომრებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისში აეროპორტის სასტუმროს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვედა.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მურად აბლოთია და სამინისიტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ კვირტია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობები გააცნეს. როგორც მაცხოვრებლებმა განაცხადეს არსებულ ობიექტზე მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, ხოლო შენობა ავარიულია, რის გამოც დევნილებმა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ შენობის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. დევნილებმა ასევე დააყენეს მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მურად აბლოთიამ დევნილებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდთან და სოფელ რუხის ციხეში ღონისძიება „ერთად მშვიდობისათვის" ჩატარდა.
ღონისძიებას რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, ქ. ფოთის მერი, საზოგადოება „ზუგდიდელი"-ის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქ.ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთში დაღუპულთა მეომრების ოჯახებს და ასევე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორგანიზებითა და გაზეთ „International Georgia"-ს, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ.ფოთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

27 სექტემბერს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" დააბრძანეს, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყეს. სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატს საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცრები და ჯარისკაცები საპატიო ყარაულით მიაცილებდნენ.
სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ხატი აკურთხა.
ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის დაიწერა. უწმიდესმა და უნეტარესმა ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცა და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ „ძმთამკვლელ ომში ყველა მხარე დამარცხებულია და მცდელობა, ბარიერები აღმართონ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მარცხისთვისაა განწირული".
პატრიარქი 23 მაისს „აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა თავდადებისათვის ჟიული შარტავას ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა და აღნიშნა, რომ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს და შესაბამისად ელგუჯა გვაზავას გადასცა.
მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის - ჟიული შარტავას და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიასა საფლავები გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით „თბილისი არტ-ჰოლში" აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სექტემბრის ნაკვალევზე” მოეწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.
საღამო ნონა გიუნაშვილის ინსტალაციით „ქვიშით მოთხრობილი აფხაზეთის ომისა და მშვიდობის ისტორია“ დასრულდა.
1993 წლიდან ყოველი 27 სექტემბერი განსაკუთრებით მძიმე და ტკივილიანია სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეებისათვის.
ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული იძულებით გადაადგილებულთა საერთო სატკივარის - აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გარშემო მიმდინარე პროცესების გაანალიზების და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეჯერების სიმბოლური თარიღი გახდა. 20 წლის განმავლობაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე ყოვლად უშედეგო პროცესების და რუსეთის იმპერიის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე ძნელია ანუგეშო აფხაზეთის მკვიდრნი, განსაკუთრებით შვილდაღუპულთა ოჯახები. დრო ვერ აფერმკრთალებს სამშობლოს წინაშე ჩვენი საერთო ვალდებულებების უზენაესობას, ვერ ამსუბუქებს თავისავე ქვეყანაში იძულებით ადგილნაცვალ ადამიანთა გაუსაძლის სულიერ და ფიზიკურ ყოფას.
მაგრამ მარტო სინანულით საქმეს ვერ ვუშველით. დღეისათვის, რითაც შეიძლება ვიამაყოთ - ეს არის ჩვენი თანამემამულეების სამოქალაქო გმირობა, რომელიც გამოიხატა მათ ჭირთათმენაში, სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეში, ფსიქოლოგიურ წონასწორობასა და პოლიტიკურ კულტურაში. მიუხედავად გაუსაძლისი ყოფითი პირობებისა და სოციალური მდგომარეობისა აფხაზეთის დევნილმა საზოგადოებამ აღზარდა ახალი განათლებული თაობა, რომელიც საკუთარ სიტყვას ამბობს ეკონომიკაში, მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, კულტურასა და სპორტში, სახელისუფლებო სტრუქტურებში წარმატებული მოღვაწეობით.
გვეამაყება, რომ დევნილმა საზოგადოებამ თავისი მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად მისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციები ჩადო შვილების განათლებაში, მომავალი თაობის ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა მომავალზე, უკეთეს მერმისსზე გათვლილი მაღალი ზნეობის ცხოვრების წესის მიმდევრობა.
სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი საზოგადოება 27 სექტემბერს მივა გმირთა მოედანზე და მუხლმოდრეკილი პატივს მიაგებს იმათ ხსოვნას, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე. ჩვენი მომავალი თაობები გულწრფელი მადლიერების და უდიდესი პატივისცემის გრძნობით განადიდებენ მათ სახელებს, გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი კარმიდამოს დასაბრუნებლად და ქვეყნის გასამთლიანებლად.
უნდა ვაღიაროთ - სახელმწიფოს მიერ 20-წლიანი უნიათო პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს მოსახლეობაში აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიმართ სრული უიმედობა და ნიჰილიზმი შეიმჩნევა, რაც მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებითაა განპიროვნებული. შედეგად წლების მანძილზე ჩამოყალიბდა გაუცხოების პოლიტიკა, სახელისუფლებო სტრუქტურების და დევნილი საზოგადოების ფართო მასების, მის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების, დევნილთა სოციალური საკითხების მოგვარების საქმეში მათი პოტენციალის გამოყენების აშკარა იგნორირებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მთავრობას დაუშვებლად მიაჩნია დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებული პროცესების არსებული სახით განვითარება და მოუწოდებს დევნილთა პრობლემებით დაკავებულ, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს აქტიური თანამშრომლობისაკენ. გვჯერა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა სოციალური პრობლემების გადაჭრის საკითხებზე სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესებში გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი.
გამოვხატავთ მადლიერებას და მივესალმებით დაღუპული გმირების ოჯახების მიმართ მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მატერიალურზე მრავალჯერ უფრო ზნეობრივი, სამართლიანობისა და ჰუმანური დატვირთვის მატარებელია. იმედია, რომ ასეთივე ყურადღება მიექცევა საომარი მოქმედებების დროს ათასობით ომის ინვალიდებს, რომელთაც პირნათლად მოიხადეს თავისი პატრიოტული ვალი სამშობლოს წინაშე. ეს ომის ქარიშხალგამოვლილი ვეტერანები დაღუპულ გმირებთან ერთად სწორედ ის ხალხია, ვინც მომავალი თაობების პატრიოტული აღზდისათვის ხელშესახები და მისაბაძი მაგალითია.
მოუწოდებთ დევნილ თანამემამულეებს, მიუხედავად მათი უმძიმესი სოციალური, ყოფითი, ურთულესი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, ბოლომდე შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოთმინება და გამოიჩინონ მათთვის ჩვეული მაღალი შინაგანი და პოლიტიკური კულტურა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ყველა საჭირბოროტო პრობლემის, ჩვენი უფლებების ცივილური, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება, აფხაზი და ქართველი ხალხი კვლავ ერთად იცხოვრებს მშვიდობისა და ურთიერთგაგების გარემოცვაში. დადგება ჟამი შეცდომების აღიარებისა, ურთიერთმიტევებისა და მონანიებისა, ჩვენი საერთო მტრის მხილებისა და დაგმობისა.
ჩვენი სანუკვარი მიზანი ერთია: გავერთიანდეთ აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნებისათვის გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველოსათვის.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქ.თბილისი,
2013 წლის 25 სექტემბერი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქ.გორის კულტურის ცენტრში დევნილებისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო.
ვახატანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ქ. გორის კულტურის ცენტრში „გვახსოვდეს აფხაზეთი" ღონისძიების ფარგლებში დევნილებისთვის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველმა გამართა.
ღონისძიებას ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე დაესწრო.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო „გახსოვდეს აფხაზეთი" გაიმართა.
საღამოზე ნაჩვენები იქნა კინოფილმები აფხაზეთზე, მოგონენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და სხვა.
გამოიფინა უცხოელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ამჟამინდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტო მასალები.
საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართა.

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემეცნებითი პროექტის - „ჩემი აფხაზეთი" დასკვნითი საღამო გაიმართა, რომელიც აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავს მიეძღვნა.
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზეთის თემაზე ლექსები და აფხაზი თანატოლებისადმი მიძღვნილი წერილები წაიკითხეს.
პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა „ჩემი აფხაზეთი" მოეწყო. ასევე აფხაზი სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ექსპონანტები გამოიფინა.
ღონისძიებას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირი, ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.
ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ჩემი აფხაზეთი".
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და ს.ს.ი.პ. კინოცენტრის ,,აფხაზეთი" ორგანიზებით მოეწყო.