- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
25 დევნილი მოზარდი 3D ფორმატში გადაღებული ანიმაციური ფილმის „სმურფები 2" ჩვენებას დაესწრო. ბავშვებს ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრებიც დაურიგდათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს – მიძინებას ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ მრავალშვილიან დედას ნატალია მარშანიას შეხვდა.
ნატალია მარშანია ქართველ მეუღლესა და 6 შვილთან ერთად კოჯორში ცხოვრობს. ოჯახი შვილებს ქართულ–აფხაზური ტრადიციებით და ცნობიერებით ზრდის.
ნატალია მარშანია ვახტანგ ყოლბაიას პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ძირითადად სოციალურ პრობლემატიკას უკავშირდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზ ქალბატონს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ვაზტანგ ყოლბაია: „ ... ურთიერთობა აუცილებელია, რადგან მათი (აფხაზების) მონაწილეობის გარეშე კონფლიქტის მოგვარებას არ აქვს არანაირი საფუძველი. მაშინაც კი, თუ კი „ძლიერნი ამა ქვეყნისანი" მოილაპარაკებენ, ამ პროცესში აფხაზების მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოგვივა".
აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა საბერძნეთის ქალაქ ათენში კულტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება და 2 სექტემბრამდე გასტანს. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს და მაყურებლის წინაშე ქართულ-აფხაზური სემღერებითა და ცეკვებით წარსდგება.
ფესტივალში ასევე მონაწილეობას იღებენ ესპანეთის, სერბეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ერაყის, პოლონეთის, მექსიკის, შვედეთის ინდონეზიის და შვეიცარიის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 40 ბავშვი საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე დასასვენებლად გაემგზავრა.
10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხალკიდიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში არსებულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.
ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის ფარგლებში მათთვის სხვადასხვა სახის ექსკურსიები მოეწყობა. დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.
მოზარდებს საბერძნეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გააცილეს. აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები საქართველოში 4 სექტემბერს დაბრუნდებიან.
აფხაზეთისა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტაბგ ყოლბაია ნათელა დუმბაძის წიგნის „ფერიდეს" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც 22 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა.
საქართველოში სოროპტიმისტული მოძრაობის დამფუძნებლის, „ქართულ-აფხაზური საგის" პირველი პრეზიდენტის ნათელა დუმბაძის წიგნი „ფერიდე" ბათუმის მკვიდრ, აფხაზ ქალბატონს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფერიდე აცამბას მიეძღვნა. ქალბატონ ფერიდეს უდიდესი წვლილი შეაქვს ქართველთა და აფხაზთა შორის ურთიერთობების დარეგულირებაში. გამომსვლელბმა ხაზი გაუსვეს ქალბატონ ფერიდეს დაუზოგავ ენერგიას, ძალისხმევას, რომელსაც ის ანდომებს ქართველებსა და აფხაზებს შორის ომამდელი ურთიერთობის დაბრუნებას.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენთი ოთარ კვესიტაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურტისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აფხაზეთის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, საქართველოს კოლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „საზაფხულო ბანაკი" ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 39 მოსწავლე აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან და მოზარდები გალის რაიონიდან ქობულეთში გაემგზავრნენ.
ბავშვები ქობულეთში დაისვენებენ და მიიღებენ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სათანადო ინფორმაციას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ექსკურსიები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქ ბათუმის დათვალიერება, ინტელექტუალურ აქტივობები, სპორტულ-გამაჯანსაღებელ შეჯიბრებები.
პროექტი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს სამშვიდობო განათლების ტრენინგ-სემინარების ფორმატში განხილვასა და სწავლებას. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ტოლერანტობის განვითარება, ურთიერთობის კულტურის სწავლება, ემოციების მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად.
კონკურსი ცხადდება შემდეგ პროფესიულ სახელმწიფო თეატრებში: სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა".
კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს (ორგანიზაციებს) და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეარჩევს შესაბამის კანდიდატებს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, დღის 12:00 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
თბილისი, უზნაძის ქუჩა N68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
ტელ.: 2 95 18 49
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ასევე გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე" და დაათველიერეს უგზოუკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი „მოლოდინი". მათ ასევე პატივი მიაგეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალულ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადო მოღვაწეთა და დაღუპულ მეომართა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მათი საფლავები.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. ასე დაიწყო ძმათა მკვლელი ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მოაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 40-მდე მოზარდს თბილისის ზოოპარკმა უმასპინძლა.
მოზარდებმა ზოოპარკის ბინადარი ცხოველები და ფრინველები დაათვალიერეს, შეისწავლეს სხვადასხვა სახეობა, მათი გავრცელების არეალები, ქცევის თავისებურებები. ბავშვები გაეცნენ ზოოპარკის მობინადრეების ბუნებაში ქცევის მარტივ წესებს, დააკვირდნენ ცხოველთა კვების პროცესს.
მოზარდები ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთნენ.
დღის ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ზოოპარკის ადმინისტრაციისაგან სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ანაკლიის „მომავლის ბანაკში" გაემგზავრნენ. 10 დღის განმავლობაში მოზარდები მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მიიღებენ.
პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამის - „მომავლის ბანაკი" ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილი და არადევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.
უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ვულოცავთ მისი ანგელოზის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.
ღრმად გვწამს, რომ მისი ლოცვების მადლით უფალი ინებებს მოძმე აფხაზ ხალხთან ერთად აფხაზეთის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებას და საქართველოს გაბრწყინებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16-ში, მე-3 სართულზე მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის სააპლიკაციო ფორმების შევსება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტთან ერთად.