მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჰოლში პირველად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამინ აფაქიძეს, ელდარ ქავშბაიას, ირმა გელანტიასა და დათო მარკოზიას ნახატები. პარალელურად, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედების ამსახველი პერსონალური კატალოგების პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის - „კულტურის განვითარების მხარდაჭერა" ფარგლებში გამოიცა თითოეული მხატვრის 30-მდე ნამუშევარია შესული.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი დაესწრნენ.

აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის თანამშრომლებმა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში არსებულ სისხლის ბანკში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

ვახტანგ ყოლბაიამ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოსული ეთნიკურად აფხაზი და დევნილი ბავშვები მოინახულა, რომლებიც ამჟამად სახლემწიფო პროგრამით მკურნალობენ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 25-26 ივნისს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციით წარსდგა. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას მიეწოდა ვრცელი და  ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პირველი ოფიციალური ვიზიტისა და ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის შედეგების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხების მოგვარების მიმდინარე პროცესს, მათ შორის ახალი მშენებლობებისა და არსებული კორპუსების რეაბილიტაციას. ყურადღდება გამახვიდლა დევნილთა ხელახალი რეგისტრაციისა და რიგი სოციალური პრობლემების საკითხებზე, ასევე იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობების ხარისხზე, რის გამოც დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

დავით დარახველიძემ მშენებლობის პროცესში დევნილთა დასაქმების აუცილებლობასა და აჭარაში მცხოვრები ე.წ. კომპენსირებული დევნილების საკითხებზეც ისაუბრა.

აღინიშნა სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონალური სამსახურების მჭიდრო და ურთიერთ შეთანხმებული მუშაობის აუცილებლობა.

შეხვედრის დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II -ს შეხვდა.

შეხვედრისას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, პატრიარქის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტსა და მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ვახტანგ ყოლბაიას პირველ, ოფიციალურ ვიზიტს ჟენევაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე საყოველთაო გაფართოებული ჯანდაცვის პროგრამასა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურეობაზე ისაუბრეს, რომლითაც დევნილი მოსახლეობა პირველი ივლისიდან ისარგებლებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო აფხაზეთიდან დევნილი სამედიცინო დაწესებულებებისა და გალის რაიონში მოქმედ სამედიცინო ცენტრებში არსებულ მდგომარეობას.

ჯომარდობაში აფხაზეთის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევის ჰესთან საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 16-მდე გუნდმა მიიღო. ქართველებთან ერთად ჩემპიონატში აფხაზები, ჩეჩნები, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და ფერეიდნელები მონაწილეობდნენ.

პირველი და მეორე ადგილის მფლობელები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები გახდნენ. მესამე ადგილი თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების გუნდმა „დიოსკურიამ" მოიპოვა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილებსა და გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.

აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ტურნირს პარტნიორები იყვნენ ენერგეტიკული სასმელების კომპანია „Speeds" და  ნატურალური მინერალური წყალი „სნო".

ჩემპიონატის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, სპორტის შედარებით ახალი და ექსტრემალური სახეობის პოპულარიზაცია.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 24-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართული დელეგაციასთან ერთად ჟენევაში გაეგმზავრა.

დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

მოლაპარაკებები ჟენევაში 25-26 ივნისს გაიმართება.

სამტრედიაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, აფხაზეთიდან დევნილ 73 ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ რეაბილიტირებული ბინის გასაღები გადასცა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

რეაბილიტირებულ კორპუსში იმ დევნილებმა მიიღეს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში და ქ.თბილისში ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ბინები სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ მიიღეს.

რეაბილიტაციის შემდგომ შენობის მდგომარეობა მისაღებია, თუმცა მცირე ხარვეზებზე დაგეგმარების კუთხით, დავით დარახველიძემ შენიშვნები გამოთქვა და სამშენებლო კომპანიებს მომავალში განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მშენებლობის ხარისხზე მოსთხოვა.

ვახატანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილებს მათ წინაშე არსებული სხვა პრობლემების შესახებ ესაუბრა და მათი მოგვარების პროცესში, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად ჩართვას შეპირდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აჭარაში ე.წ. კომპენსირებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი  მურად აბლოთია დაესწრნენ.

ე.წ. კომპენსირებული დევნილების პრობლემების განხილვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მწვავე პოლემიკის რეჟიმში წარიმართა. დევნილები აცხადებენ, რომ ისინი მცირე ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სხვადასხვა სასტუმროებიდან გამოასახლეს, ყოფილმა ხელისუფლებამ მათ თანხა ძალის გამოყენებითა და მოტყუებით ააღებინა, ამ თანხით ვერაფერი შეისყიდეს, უბინაოდ არიან და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი საკმაოდ პრობლემურია, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი და არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპები. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად იმუშავებენ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად და ე.წ. კომპენსირებული დევნილები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასაც მიაწვდიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებსა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის ამოცანები. დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა კერძო სადაზღვეო კომპანიებსა და დევნილთა პოლიკლინიკების ურთიერთობაზე, თუ რა პრობლემებს აწყდება დევნილი მოსახლეობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ასევე, ყურადღება გამახვილდა საყოველთაო დაზღვევის გეგმიურ პროგრამაზე. გამოიკვეთა დევნილ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხზე  და ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკვაშირებით დევნილთა შეკითხვებს უპასუხა. ასევე, სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, კერძოდ კი იმერეთის რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამებიც გააცნო.

იძლებით გადაადგილებულმა პირებმა ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილთა პოლიკლინიკების რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა ითხოვეს.

შეხვედრას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები რაისა ქარაია, ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

2014 წლის დასაწყისში ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდკომბინატის დასახლებაში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „ენგურის სამედიცინო კომპლექსში" მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნება. დაწესებულება დევნილებს, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილობრივებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში უფასოდ მოემსახურება. „ენგურის სამედიცინო კომპლექსი" 150-160 საწოლზე იქნება გათვლილი. კომპლექსის რემონტსა და აღჭურვაში 12 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ის ამერიკისა და შვედური ფონდების დახმარებით ხორციელდება.

საავადმყოფო დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა: აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა გენადი გადელიამ, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა კორნელი სალიამ, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა თამაზ კვარაცხელიამ, აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნანა შეროზიამ, მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფმა დაათვალიერეს.

სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ინიციატივით გორის სასულიერო სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების - „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პოეტი გენო კალანდია, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი"-ს ფარგლებში, მხატვარმა შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის - ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია. გამოფენაზე 45-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი. პარალელურად, გორის ახალგაზრდული ანსამბლის მონაწილეობით აფხზური ცეკვა და ქართულ-აფხაზური სიმღერები შესრულდა.

ივნის-ივლისში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება.

დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კომპლექსური, მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა. გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჯემალ გამახარია და რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნანა გუგუჩია, მოადგილეები: მარინა ონიანი და ნანა უბილავა ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში, დევნილებმა კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო მომსახურება (ქირურგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და სხვა) გაიარეს. მთელი დღის განმავლობაში მათ კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ეკგ, ულტრასონოგრაფია, გლუკომეტრია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, რენტგენოგრაფია) ჩაიტარეს. იძულებით გადაადგილებულ პირებმა მედიკამენტები და ჰუმანიტარულ დახმარება (გლუკომეტრები, ტონომეტრები, საბავშვო პამპერსები და სხვ.) მიიღეს.

კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში 200-მდე ოკუპირებული აფხაზეთიდან და 1100-მდე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ცხოვრობს.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟიული შარტავას ბოლომდე ბრძოლის ისტორიის შესახებ გადაცემაში „ეპოქის სახელები“.