- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
„აფხაზეთობა 2011" წარმოგიდგენთ
9-10 დეკემბერი, 2011.
16:00 სთ. -აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების შემოქმედება.
18:30სთ. -გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოება.
19:00სთ. - გალა-კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.
21:00სთ. -ალბომის პრეზენტაცია „სიმღერები აფხაზეთზე"
ღონისძიების ორგანიზატორია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის #26 „თბილისი არტ ჰოლი".
„აფხაზეთობა 2011" წარმოგიდგენთ
9-10 დეკემბერი, 2011.
16:00 სთ. -აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების შემოქმედება.
18:30სთ. -გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოება.
19:00სთ. - გალა-კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.
21:00სთ. -ალბომის პრეზენტაცია „სიმღერები აფხაზეთზე"
ღონისძიების ორგანიზატორია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის #26 „თბილისი არტ ჰოლი".
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, სასტუმრო ,,პრიმავერაში'' ჩატარდა კონფერენცია თემაზე -,,საქართველოს შავი ზღვისპირეთის აფხაზეთის სეგმენტის საგანგებო გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები შავი ზღვის აუზის სისტემის საერთო კონტექსტში''.
კონფერენციის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია აფხაზეთის შავი ზღვის ზონის დარღვეული მორფოდინამიკური წონასწორობის, იქ შექმნილი საგანგებო გეოეკოლოგიური მდგომარეობისა და მისი გაჯანსაღების გზების შესახებ.
კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის მეცნიერები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
აფხაზეთში შექმნილ გეოეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემუშავდა მიმართვის ტექსტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასა და მსოფლიოს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს დაეგზავნებათ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, რუსთავის მე-11 მ/რ-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში 150-მდე ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და დევნილმა მოსახლეობამ მიიღო.
აღნიშნულ ობიექტზე 124- მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახია ჩასახლებული.
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებაგავლილ ახალგაზრდებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნოდარ ჩხარტიშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ სამომავლო საქმიანობაში გამოადგებათ.
დევნილმა ახალგაზრდებმა რამდენიმეთვიანი სტაჟირება საფინანსო, ქონების მართვის, სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, შიდა აუდიტის, იურიდიულ და საკადრო საკითხებშიც გაიარეს. მათ ჰქონდათ საშუალება სამინისტროს სტურქტურასა და სამუშაო პროცესს გაცნობოდნენ და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღოთ. 16 სტაჟიორთაგან 5 დასაქმდა.
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებაზე მიმღებთა კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,რუსთაველმა" უმასპინძლა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და კინოთეატრ ‘'რუსთაველის" მხარდაჭერით, 25-მდე დევნილი ბავშვი ფილმის ,,ჩექმებიანი კატას" უფასო კინოჩვენებას დაესწრო.
ფილმის ჩვენებაზე, სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვები თბილისში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებიდან მიიწვიეს.
აფხაზეთის მთავრობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სამართლებრივ თემებზე მომზადებული პუბლიკაციები გადასცეს.
თბილისში მდებარე ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში (ართვინის ქ. №53) კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ. იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა მათ აღნიშნული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარების შესაძლებლობები გააცნეს.
აფხაზეთის მთავრობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სამართლებრივ თემებზე მომზადებული პუბლიკაციები გადასცეს.
თბილისში მდებარე ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში (ართვინის ქ. №53) კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ. იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა მათ აღნიშნული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარების შესაძლებლობები გააცნეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი გადაადგილებისა და გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
"ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ეს ეხებოდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, ასევე იმ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლიტვის საელჩოს შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარულ პროექტებზე თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრატეგიას ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით''.
"ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ლიტვის ელჩმა ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
იონას პასლაუსკასის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები - ,,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ საზღვარს იქეთ დარჩენილი ადამიანებისათვის შეიძლება განახორციელოს. პროექტები მიმართულია სამედიცინო, სავაჭრო და კულტურული თანამშრომლობისაკენ. პერსპექტივა რეალურია და ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ''.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერს შეხვდა.
შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა.
დღეს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კომპანია „ნიკორა"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მთავარი მიზანი დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოვლენა გახლავთ.
დევნილებს „ნიკორას" პროდუქციის სასაჩუქრე კალათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია „ნიკორას" წარმომადგენლებმა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა აფხაზეთი, საკუთარი ნებით, სამი წლის წინ დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-17 რაუნდი 4 ოქტომბერს შედგება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება რუსეთის მხრიდან და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება იქნება ის მთავარი თემა, რომელსაც ქართული მხარე 4 ოქტომბერს , მოლაპარაკებების მე-17 რაუნდზე დააყენებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.
მთავრობის წევრებმა დღეს, გლდანის მე-5 მიკრორაიონის 140-ე ბაგა-ბაღში ჩასახლებული, სოციალურად დაუცველი, დევნილები მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.
გარდა ამისა, დახმარება აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებსა და აფხაზეთის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდებსაც გადაეცათ.
აქციის მხარდამჭერი კომპანიებია: შპს "იფქლი", "კოდა", "მითანა", "ტკბილი ქვეყანა", "კამპა", "ვაზი +".