- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიას და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და გამთლიანების პერსპექტივებზე. ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაზე.
,,რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და არჩევანის თავისუფლებას აღიარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავად ირჩევს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს. პოლიტიკური დიალოგი ორივე სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ქვეყანას საერთო ინტერესები გააჩნია,"- აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
შეხვედრაზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმს განიცდის.
„აუცილებელია ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირება, რათა მათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ რეალური წარმოდგენა შეექმნათ. ცენტრალურ მთავრობასთან ინტენსიურად უნდა იმართებოდეს მსგავსი შეხვედრები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩავრთოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ნათელი გახდა, რომ რუსეთს აფხაზეთში მცხოვრებთა ბედი არ აღელვებს და ამ რეგიონში მას მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ამომწურავად უპასუხა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია 24 მარტს, ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ და ქ. ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ კოდორის ხეობიდან დევნილ ქოჩქიანების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. გიორგი ბარამიამ ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.
25 მარტს მთავრობის თავმჯდომარე ქ. ზუგდიდში, მოსკოვის ქ.№ 5-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. გიორგი ბარამიამ ხანძრით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ 14 ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება და კვების პროდუქტები გადასცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ თვითმართველობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დევნილთა პრობლემების გადაჭრის გზები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია აჭარის ა-რ მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია 24 მარტს, ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ და ქ. ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ კოდორის ხეობიდან დევნილ ქოჩქიანების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. გიორგი ბარამიამ ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.
25 მარტს მთავრობის თავმჯდომარე ქ. ზუგდიდში, მოსკოვის ქ.№ 5-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. გიორგი ბარამიამ ხანძრით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ 14 ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება და კვების პროდუქტები გადასცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ თვითმართველობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დევნილთა პრობლემების გადაჭრის გზები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია აჭარის ა-რ მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასახმარებლად ქ. პარიზში გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო.
ღონისძიება დადიანების შთამომავლის - ალენ მიურატის მეუღლის, პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის ორგანიზებით გაიმართა. საღამოს საქართველოსა და საფრანგეთის პოლიტიკური წრის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
,,ღონისძიებიდან შემოსული თანხით აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები დაფინანსდებიან, რომლებიც ზუგდიდში არსებულ ქართულ-ფრანგულ სკოლაში სწავლობენ. მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. მივესალმებით პრინცესას ამ მნიშვნელოვან ინიციატივას," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა .
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასახმარებლად ქ. პარიზში გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო.
ღონისძიება დადიანების შთამომავლის - ალენ მიურატის მეუღლის, პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის ორგანიზებით გაიმართა. საღამოს საქართველოსა და საფრანგეთის პოლიტიკური წრის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
,,ღონისძიებიდან შემოსული თანხით აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები დაფინანსდებიან, რომლებიც ზუგდიდში არსებულ ქართულ-ფრანგულ სკოლაში სწავლობენ. მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. მივესალმებით პრინცესას ამ მნიშვნელოვან ინიციატივას," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა .
აფხაზეთის მთავრობამ 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევის მოგერიების თარიღი გმირთა მოედანთან აღნიშნა. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1993 წლის 15-16 მარტს მოწინაღმდეგემ სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ღირსეულად მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა. „ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს დღე და პატივი მივაგოთ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. სწორედ ამ სახელოვანი გმირების მაგალითზე უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა,"- განაცხადა თამაზ კვარაცხელიამ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა გმირთა მემორიალთან აფხაზეთში განხორცილებული ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ამსახველი ფოტოების გამოფენა ,,ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ" მოაწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მწუხარებას გამოთქვამს 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ძლიერმა მიწისძვრამ და გამანდგურებელმა ცუნამმა მასშტაბური ზარალი მიაყენა იაპონიის სახელმწიფოს. სტიქიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება მრავალი მოქალაქე. აფხაზეთის მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს იაპონიის მთავრობას და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღე მიულოცა. გიორგი ბარამიამ მათ აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საჩუქრები გადასცა 12 წარმატებულ ქალბატონს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარების საქმეში.
გიორგი ბარამიას განცხადებით, სწორედ ქართველი და აფხაზი დედები შეძლებენ წლების წინ, აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას.
„მათ ღვაწლზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, ვინაიდან, სწორედ დედებმა უნდა აღზარდონ ღირსეული შთამომავლობა და ამ ქვეყნის შვილები,“- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ათონის წმინდა მთიდან ჩამოსულ სასულიერო პირების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე, ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი შემოწირულობებით ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერის დეტალებზე ისაუბრეს. ხატის დაწერის ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
გიორგი ბარამიამ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები გააცნო და იქ არსებულ ტაძრებში ქართული კვალის წაშლის ფაქტებზე ესაუბრა.
,,აფხაზეთის მთავრობას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ვატოპედის მონასტერთან. სწორედ უწმინდესისა და ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი იწერება და უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამობრძანდება,"- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
გიორგი ბარამიას განცხადებით, ხატს როგორც სასულიერო, ასევე განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ექნება. ის აუცილებლად შებრძანდება აფხაზეთში და ეს იქნება ქართველთა და აფხაზთა ერთობლივი თანაცხოვრებისა და შერიგების ხატი.
,,ჩვენ მოხარული ვართ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრით. ალბათ იცით, რომ ათონის მთაზე ხატი იწერება და ის საქართველოში მალე ჩამობრძანდება. ყოველთვის ვლოცულობთ საქართველოზე და განსაკუთრებით აფხაზეთზე,"-განაცხადა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდიტრმა ეფრემმა.
ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს, საჩუქრად საეკლესიო კალენდარი და წმინდა ხატები გადასცა.
აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
საქართველომ დაკარგა ღირსეული შვილი, შეიარარებული ძალების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც პირნათლად ახორციელებენ სამშვიდობო მისიას ავღანეთში, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ საერთაშორისო არენაზე, სერიოზული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსართხოების განმტკიცების საქმეში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა. საკონსულტაციო საბჭოს დაფუძნების ინიციატორი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროა.
საკონსულტაციო საბჭოს მიზანი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმირება იქნება.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, ნოდარ ჩხარტიშვილის განცხადებით, საბჭო ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებას.
„საკოორდინაციო საბჭოს მიზანია კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ახლო მომავალში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, კერძოდ, არსებობს შემოთავაზებები და ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან პროექტების დასაფინანსებლად. ეს, თავისთავად გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაზრდას და ხელს შეუწყობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,"- განაცხადა ნოდარ ჩხარტიშვილმა.
ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ" კინოჩვენებას დაესწრო. ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია ესწრებოდნენ.
„აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრ „ საქართველოს" მხარდაჭერით, საინტერესო სიურპრიზი მოვუმზადეთ. მათ საშუალება მიეცათ ქართული კომედიური ფილმი „გარიგება ოცი წლის შემდეგ" ენახათ. იმედია, რომ ბავშვებს ფილმი მოეწონათ და საინტერესო პერსონაჟებთან შეხვედრამ, პატარებს განწყობა გაუხალისათ. აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას,"- განაცხადა ფილმის ჩვენების შემდეგ გიორგი ბარამიამ.
ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა ლელა წურწუმიამ კმაყოფილება გამოთქვა ფილმის პრემიერაზე მოწვევის გამო. „ძალიან გამიხარდა, რომ კინოჩვენებაზე პირადად მაყურებელმა მომიწვია და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს მაყურებელი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებია. მათთვის ალბათ საინტერესო იყო შეცვლილ პერსონაჟებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ფილმმა ბავშვებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა,"- განუცხადა ჟურნალისტებს ლელა წურწუმიამ.
კომედიური ჟანრის ფილმი, საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული. მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორი ზაზა კოლელიშვილია.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულა. გიორგი ბარამია ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ მდგომარეობას და მათი პრობლემები მოისმინა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„აფხაზეთის მთავრობის სამუშაო პროცესის ფარგლებში ვხვდებით დევნილებს. ადგილზე გავეცანით მათ სოციალურ მდგომარეობას და ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთდ განვიხილავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს,“- განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს, დიდგორის რაიონის გამგებელი, გოგიტა ნიკოლაძეც სტუმრობდა.
დიდგორის რაიონის გამგებელმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. ,,დიდგორის გამგეობასა და აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ყველა არსებული პრობლემა, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებებშია, ადგილზე იქნება შესწავლილი და შესაბამისად გადაჭრილი," - განუცხადა ჟურნალისტებს გოგიტა ნიკოლაძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა. გიორგი ბარამიამ შეხვედრა გამარათა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. შეხვედრაზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გიორგი ბარამიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესს ქართულ ენაზე ატარებენ.
დევნილმა მოსწავლეებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ქართული კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად ექსკურსიის დაფინანსება სთხოვეს. გიორგი ბარამიამ მოსწავლეებს პირობა მისცა, რომ მათთვის სპეციალური ექსკურსია მოეწყობა და ბავშვებს ქართული კულტურის ძეგლების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 300-მდე დევნილ ბავშვს საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილი სამარინელი"-ს საჩუქრებიც ჩაუტანა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, დევნილებს სასურსათო პროდუქტები ჩაუტანა. დევნილ ბავშვებს კი საჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამიასთან ერთად ფოცხოეწერში აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მათი მოგვარების გზები განიხილეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, სამეგრელოში კომპაქტური ჩასახლებების სხვა ობიექტებსაც მოინახულებს და დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.