აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს უკრაინის პოლიტიკურ წრეებთან და უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან.
გიორგი ბარამია ასევე შეხვდება უკრაინაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ესტუმრება უკრაინის ქართულ საკვირაო სკოლას და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ ,,იბერიელის" მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრება.
23 მაისს დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი რადას საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის ტარას ჩერნოვილის შეხვედრა. გიორგი ბარამია მიწვეულია მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში, სადაც პრეზენტაციას გამართავს თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო: წარსული და არსებული მდგომარეობა". ღონისძიებას უკრაინაში მოქმედი წამყვანი მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდება.
აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრები არიან აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ჩხარტიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, უზენაესი სასამართლოს წევრი ვახტანგ თორდია.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აჭარის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია. აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
აფხაზეთის მთავრობისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 400 ოჯახს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
გიორგი ბარამიამ დევნილებს მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
,,გამოკვლევების შედეგად მსუბუქი დაავადებები გამოვლინდა, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება. სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ეტაპობრივად გაივლიან. საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო ჰოსპიტალიზაციას უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა სოციალური პროექტებიც, რომელთა განხორციელებას ახლო მომავალში ვგეგმავთ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და თელავში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.
,,სოფელ ბაკურციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამ ობიექტში დაახლოებით 34 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ვაპირებთ თელავის რაიონში ჩასახლებულ დევნილთა მონახულებას. შესაბამისად, მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ და მედიკამენტები გადაეცემათ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.
დევნილთა სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი, სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს შ.პ.ს ,,ავერსი ფარმას" მიერ გამოყოფილი მედიკამენტები გადაეცათ. კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა ჰუმანიტარული დახამრებაც მიიღეს.
გიორგი ბარამიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივის ,,დარგე 12 ნერგის" ფარგლებში, დევნილებთან ერთად გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი მიულოცა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს, საქართველოს დამსახურებულ ბუღალტერს, 93 წლის ციქორი მარღანიას ოჯახში ეწვია. გიორგი ბარამიამ ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მას მადლობა გადაუხადა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
,,მე მინდა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს გამარჯვების დღე მივულოცო. მათ ხანგრძლივი სიცოცხლე, ხოლო აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს ჩვენთან ერთად აფხაზეთში დაბრუნება ვუსურვო," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისგან საჩუქრები და მისალოცი ბარათები აფხაზეთიდან დევნილმა 100-ზე მეტმა ვეტერანმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, 9 აფხაზი ბავშვი პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. ბავშვებს ადმინისტრაციის წარმომადგენლობამ თბილი დახვედრა მოუწყო. მათთვის სპეციალური ექსკურსია ჩატარდა. აფხაზმა ბავშვებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და კაბინეტი დაათვალიერეს. მოზარდებს ფურშეტით გაუმასპინძლდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
აფხაზი ბავშვები ოკუპირებული აფხაზეთიდან ოჯახებთან ერთად 2009 წელს გადმოვიდნენ და თბილისში დასახლდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასა და იქ მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და აფხაზეთში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესებზე.
შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ, კერძოდ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ბარამიამ ორთვინ ჰენიგს აფხაზეთის მთავრობის ხედვა გააცნო და ისაუბრა კონფლიქტის დარეგულირების სამ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა სახალხო დიპლომატია, უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შემუშავება და ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა.
გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
,,მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გიორგი ბარამიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. მე ვიტყვი ერთს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის შეიძლება პარალელების გავლება. ქვეყანა ხელოვნურად არ შეიძლება იყოს გაყოფილი. ჩემი სურვილია კონფლიქტი სწრაფად დარეგულირდეს და ქართველმა და აფხაზმა ხალხმა კვლავ შესძლონ თანაცხოვრება", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს გერმანიის ელჩმა.
გიორგი ბარამიამ ორთვინ ჰენიგს აფხაზეთში არსებული ვითარებით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.

28 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ საქართველოში ჩამოაბრძანა ათონის წმინდა მთაზე დაწერილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ახალი ხატი, როგორც მფარველი აფხაზთა და ქართველთა ერთობისა. ხატის დაწერის სურვილი, რომელიც გასულ წელს გაჩნდა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ აკურთხა.
საქართველოში ხატის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში შეკრებილი მრევლი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ასეთი სიტყვებით ანუგეშა: ,,ღვთისმშობელმა მოგვცა ასეთი კურთხევა და იმედი, რომ ნუ გეშინიათ ქართველნო, ნუ გეშინიათ აფხაზებო, მე მალე გაგაერთიანებთ.... ღვთისმშობლის სიყვარული კიდევ ერთხელ მფარველობს ჩვენს ცოდვილ ერს, კურნავს მას, პატიებს ბევრ შეცდომას და ამიერიდან ამ ხატის ჩამობრძანება კონკრეტულად აფხაზეთისთვის, ნიშნავს პირველ მერცხალს".
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას თქმით, ქართველებსა და აფხაზებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთობლივად არაფერი არ შეუქმნიათ.
,,ეს იდეა, ერთად დაგვეწერა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ჩვენ განვახორციელეთ ათონის წმინდა მთაზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს ხატი თავის ადგილსამყოფელს აფხაზეთში ჰპოვებს. დადგება დრო, როცა ქართველები და აფხაზები ამ ხატთან ერთად ვილოცებთ", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.
ათონელი ბერების უდიდესი მადლითა და სიყვარულით შექმნილი ეს სიწმინდე მრევლმა აეროპორტიდან სამების წმინდა საკათედრო ტაძარში წააბრძანა, სადაც ღვთისმშობლისადმი პარაკლისი აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ.
,,დღეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, - ბრძანა პატრიარქმა, - ბატონმა გია ბარამიამ ჩამოგვიბრძანა ახალი ხატი, რომელიც არის მფარველი სრულიად საქართველოსი და აფხაზეთის - ამ საქართველოში შემავალი, მე ვფიქრობ, რომ ისტორიის მანძილზე არ ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ამდენი მშენებლობა ყოფილიყო ტაძრების და ამდენი ხატწერა ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მოწყალეა და ჩვენთან არს და ჩვენი მწყალობელია . უფალმა შეისმინოს ქართველთა და აფხაზთა ლოცვები და შეარიგოს ეს ორი ერი ერთმანეთს. გფარავდეთ ბიჭვინთის ღვთისმშობელი ''.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთის კარატე ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის მიერ იქნა მიღებული. აფხაზეთის ლეგიტიმური კარატე ფედერაცია ოფიციალურად 20 აპრილს დაფუძნდა.
მსოფლიოს კარატეს ფედერაციის (WKF) გადაწყვეტილებით, გიორგი ბარამიას საპატიო მესამე დანი მიენიჭა. შესაბამისი დიპლომი და ,,შავი ქამარი" აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ გადასცა. გიორგი ბარამია ჯერ კიდევ სოხუმში აქტიურად ვარჯიშობდა კარატეში. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სპორტი ქართველებისა და აფხაზების გასაერთიანებლად ერთ-ერთი საუკუთესო საშუალება იქნება.
უახლოს პერიოდში კარატეში აფხაზეთის თასის გათამაშება იგეგმება.