აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, დასასვენებლად კვარიათში გაემგზავრნენ. ბავშვები გიორგი ბარამიამ თბილისიდან პირადად გააცილა. აქციის ფარგლებში, აჭარაში 25 დევნილი ბავშვი გაემგზავრა. მათ შორის, 10 სოფელ ფოცხო-ეწერიდან, ხოლო 15 კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან შეირჩა. ,,ფოცხო-ეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ მოვიძიე გარკვეული რესურსები და ისინი კვარიათში, სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ,'' - განაცხადა გიორგი ბარამიამ. აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, 300-მდე დევნილმა ბავშვმა როგორც საქართველოს, ასევე, საბერძნეთის კურორტებზე დაისვენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინციატივით, სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილი ბავშვები, აჭარაში, კვარიათში სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ. ,,ფოცხოეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ გარკვეული რესურები მოვიძიე და ფოცხო-ეწერიდან 10 ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე კვარიათში დაისვენებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ მარტვილში, ჟურნალისტებთან საუბრისას. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვებს სხვა კომპაქტური ჩასახლებებიდანაც შეარჩევენ. 5 სექტემბერს აჭარაში სულ 25 ბავშვი გაემგზავრება. გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს 30 აგვისტოს ეწვია. მან წალენჯიხის, ფოცხოეწერის, მარტვილისა და ჩხოროწყუს კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მოინახულა. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები. მათ ასევე გადაეცათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებს სტუმრობდა.მთავრობის თავმჯდომარემ ამ რაიონებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო.აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით კი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები, რომლის დროსაც დევნილებს საჭიროებისამებრ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს ორშაბათს ეწვია და რეგიონში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მათ შორის ის აფხაზეთიდან დევნილებიც, რომლებიც თბილისიდან მუდმივ საცხოვრებლად ფოცხოეწერში ჩაასახლეს. გიორგი ბარამია დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. პარალელურ რეჟიმში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობდა. დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ამ ადამიანების სოცილაური პირობების გაუმჯობესება და პრობლემების სწრაფად მოგვარება. ფოცხოეწერში აფხაზეთიდან დევნილი 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 14 ოჯახი რამდენიმე კვირის წინ ჩასახლდა. გიორგი ბარამია ხვალ ჩხორწოყუსა და მარტვილის რაიონს ეწვევა, სადაც დევნილებთან გამართავს შეხვედრას. დევნილებს ასევე უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ხვდება. გიორგი ბარამია წალენჯიხას დღეს ესტუმრა. რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრებს დილიდან მართავს და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა. პარალელურად, წალენჯიხაში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დევნილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. გამოკვლევის შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ ურიგდებათ. დევნილრბს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ. როგორც გიორგი ბარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დევნილთან სტუმრობა და პრობლემების ადგილზე გაცნობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარის აზრით, ყველა პრობლემა ადგილზევე უნდა გადაიჭრას.
23 აგვისტოს, 01:00 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით, დევნილი ახალგაზრდები აშშ-ს ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში გაემგზავრნენ. აფხაზეთიდან დევნილი 8 ახალგაზრდა ქალაქ ლინკოლნში 21 დღეს დაჰყოფს. პროექტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ნებრასკის შტატის ქლაქ ლინკოლნის სამხრეთ აღმოსავლეთ სახალხო კოლეჯში ,,სამშვიდობო განათლების" მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-პროგრამას. პროექტის მიზანი, დევნილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაა. აფხაზეთის მთავრობა და არასამთვრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" დევნილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ორგანიზაცია დევნილი ახალგაზრდებისათვის, პროექტს აშშ-ში მეორედ ახორციელებს.
ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჟენევის მოლაპარაკებებში. ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიქმნა დამკრძალავი სახელმწიფო კომისია, რომელშიც შედიან: გიორგი ბარამია, კობა სუბელიანი, დავით ალავიძე, თემურ იაკობაშვილი, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი და ოთარ ჟორდანია.სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 17 და 18 აგვისტოსს,ჭავჭავაძის #75-ში (1 სადარბაზო, ბ #4). გამოსვენება ხუთშაბათს, 19 აგვისტოსს, 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან. ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
14 აგვისტოს, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ-ქართული ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით დევნილი ბავშვების მეორე ნაკადი საბერძნეთში გაემგზავრა.აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 42 ბავშვი ქალაქ ათენში, ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში, ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს.ბავშვებს დიდუბის ავტოსადგურიდან აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.აფხაზეთის მთარობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დევნილი ბავშვების პირველი ნაკადი, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 24 ივლისს გაემგზავრა.
6 აგვისტოს 13:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნასა და მათ საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.
აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, სამძიმარს უცხადებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ვაჟკაცების მშობლებსა და ახლობლებს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გუშინ, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს ემანუელ ვლახოიანის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ბერძენ ბიზნესმენთა დაინტერესება იყო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ახლო მომავალში საქართველოში ბერძენ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის საქმიან შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.