აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ნამუშევრები შესრულდა ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ ფარგლებში. ამ ქვეპროგრამას კი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური „განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში უკვე წლებია ახორციელებს.
სახელობო სწავლება დანერგილია აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №7, №10, №11 და №12 საჯარო სკოლებში. მოსწავლეები ამ სწავლების დროს სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, კერძოდ: ჭრა-კერვას, ქარგვას, მინაზე ვიტრაჟულ ხატვას, აკრილის საღებავის ტილოზე დასხმით აბსტრაქციული ნახატების შექმნას, პოლიმერული თიხის მაღალი ტექნოლიგიებით დამუშავებას, თიხაზე მუშაობას. ამასათანავე მოსწავლეები ქართული ხალხური რეწვის ტრადიციულ სახეებს - კერძოდ, ქართული ხალხური ხალიჩის შექმნის ტექნოლოგიას სწავლობენ. სწორედ აქედან გამომდინარე, აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №7, №10, №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენაზე თითქმის ყველა სახეობის ნამუშევარი წარმოადგინეს და საბოლოოდ ძალიან შთამბეჭდავად წარმოაჩინეს ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობა. გამოფენას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გამოფენის ბოლოს აღნიშნა: „ქვეპროგრამის მიზანია, სკოლებში არსებული სახელობო პროგრამების განვითარებასა და სასკოლო ინიციატივების წახალისებას შეუწყოს ხელი და მოსწავლეებს მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმაროს“. მისივე თქმით, „კითხვაზე, რომელიც დღეს აქ უნდა დასმულიყო, გაგრძელდეს თუ არა აფხაზეთის საჯარო სკოლებში სახელობო სწავლება, პასუხი გასცა თვით ამ გამოფენაზე წარმოდგენილმა შესანიშნავმა ნამუშევრებმა და მოსწავლეების პოზიციამ, რომ სახელობო სწავლებმა მათ სულიერად განვითარებას და ამა თუ იმ მიმართულებით დაოსტატებას უწყობს ხელს“.
დასასრულ, აფხაზეთის საჯარო სკოლები, პროექტში მონაწილეობისათვის, საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია 12-16 დეკემბერს ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე დავით რაფავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბონდო გასვიანი იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენაში, რომელშიც ეგვიპტეში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოს საელჩოც იყო ჩართული. საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ წარმოადგინა პალატის წევრი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ მეგობრულ და საქმიან გარემოში ჩაიარა და შეთანხმდნენ შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ შეხვედრა გამართა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების მზადყოფნა გამოითქვა.
შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. სახელმწიფო პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: დავით ბაძაღუა (ფერწერა), სალომე კაპანაძე (წიგნისთვის „კონტექსტი“), ნაირა მარშანია (კრებულისთვის „ადრე თუ გვიან“) და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. პრემიის ლაურეატებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი ესწრებოდნენ.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. გ. შარვაშიძის პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.
გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2019 წლის ლაურეატები გახდნენ: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დავით ბაძაღუა (ფერწერა), სალომე კაპანაძე (წიგნისთვის „კონტექსტი“) და ნაირა მარშანია (კრებულისთვის „ადრე თუ გვიან“). პრემიის ლაურეატებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სამინისტროს თანმაშრომლები ესწრებოდნენ.
2019 წლის 18 დეკემბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია:
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.
რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ დევნილ ახალგაზრდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის პროექტი წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ განათლება და უცხოეთსა და საქართველოში ცნობილი ექსპერტების ლექცია-სემინარებს დაესწრონ. ასევე, სკოლის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები და გასვლითი ტურები. ლექცია-სემინარები საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო გამოსვლების, დებატების ხელოვნების, ტურიზმის და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარდება.
18 დეკემბერს სამინისტროში დევნილის სტატუსის მაძიებელ მოქალაქის თ .აკობიას საჩივარი განიხილეს. სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხილულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 26 ნოემბრის (ოქმი # 92) გადაწყვეტილების გაუქმებისა და თ.აკობიასვის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ქ, გალში მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომზადებისა და აფხაზეთის პრობლემატიკის გაშუქებისთვის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელს მაია ტორაძეს და სტუდენტებს - ილია მეგრელიძეს, ლიანა მარქარიანს, სალომე მელიქიშვილს, თამუნა ზარანდიას, ნატალია პატარკაცაშვილს, ანი დეკანოსიძეს, ნინო წულაიას, ნინო ჭკოიძეს, ელენე ზაქაშვილს, ნანუკა ქაჩიბაიას, ნატო ობოლაძეს, ანა ცუცქირიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელები გადაეცათ.
„ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და სამინისტროს საქმიანობას, ასევე, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს. გაზეთის რედაქტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნატო კორსანტია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
„ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოველკვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და ასახავს სამინისტროს საქმიანობას განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სპორტის მიმართულებებით. იდეა, რომ თსუ-ის სტუდენტებს გაზეთის სპეციალურ ნომერზე ემუშავათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ჟურნალის „გზავნილი აფხაზეთიდან“ პრეზენტაციაზე გაჩნდა. ჟურნალი მკითხველს აფხაზეთის პრობლემატიკაზე - ემოციიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული - მოუთხრობს. ამავე სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალურ ნომერშიც მკითველი აფხაზეთის პრობლემატიკის ამსახველ მრავალ საინტერესო და განსხვავებულ მასალას გაეცნობა. მაშინ როდესაც აფხაზეთი რაც დრო გადის, მით უფრო იშვიათად ახსენდება საზოგადოებას და მათ შორის, მასმედიას, მნიშვნელოვანია, რომ მისით ინტერესდებიან ახალგაზრდები და მით უმეტეს, მომავალი ჟურნალისტები.
აფხაზეთის პრობლემატიკის ახალგაზრდა თაობისთვის გაცნობისა და მის პოპულარიზაციაში ჩაბმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. მათვე აფხაზეთის პრობლემატიკის გაშუქებისა და გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომზადებისათვის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელს მაია ტორაძეს და სტუდენტებს - ილია მეგრელიძეს, ლიანა მარქარიანს, სალომე მელიქიშვილს, თამუნა ზარანდიას, ნატალია პატარკაცაშვილს, ანი დეკანოსიძეს, ნინო წულაიას, ნინო ჭკოიძეს, ელენე ზაქაშვილს, ნანუკა ქაჩიბაიას, ნატო ობოლაძეს, ანა ცუცქირიძეს სამინისტროს მადლობის სიგელები გადასცეს.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თსუ- ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაზემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედიის ცენტრის დირექტორმა მარინა სალუქვაძემ. საღამოს უძღვებოდა გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ რედაქტორი და მისი სპეციალური ნომრის გამოცემის იდეის ავტორი ნატო კორსანტია. მან გაზეთის მორიგი ნომრის მომზადების ესტაფეტა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს გიგლა გობეჩიას და მის სტუდენტებს გადასცა. სტუდენტების მიერ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუების რესპონდენტებზე ლიტერატურათმცონე მარინა ტურავასა და მწერალ გელა ჩქვანავაზე ისაუბრეს ლიტერტურათმცოდნემ ნინო ვახანიამ და მწერალმა ბექა ქურხულმა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მორიგი ნომრის ერთი წერილის ანონსი. წერილისა, რომელიც თი ბი სი ბანკის პროექტის „წერექართულად“ ფარგლებში გამართული კონკურსის „ქართული ა“-ს 2019 წლის ერთ-ერთ გამარჯვებულზე, სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელსა და ასოცირებულ პროფესორზე ჯუმბერ ბეჭვაიაზე და ხსენებული კონკურსის ნომინაციაში მხატვრული შრიფტი გამარჯევბულ მის მიერ შექმნილ შრიფტზე, სახელწოდებით „აფხაზეთი“ მოგითხრობთ. აქვე ნაჩვენები იყო ამ შრიფტებზე აგებული ვიდეორგოლი.
დასასრულ დამსწრეთ ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ დამფუძნებელმა გიორგი კობახიძემ აფხაზ თანატოლებთან ერთად მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ბედია“ წარუდგინა.
16 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა გაფართოებული თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ამავე სამინისტროს წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი პაატა ძანძავა, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები.
გ.ბულისკერიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წელს ამოქმედებულ „აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმდინარეობაზე. კერძოდ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას მიეთითა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება, რათა დროულად მოხდეს ამ პროგრამის განხორციელება.
თათბირზე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელების საკითხი. როგორც თათბირზე აღინიშნა ამ ეტაპისთვის შესრულებულია გეგმა-დავალების 86% და ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.
ასევე განიხილეს საახალწლო დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში წარმომადგენლობის აქტიური მონაწილეობის საკითხი და შემუშავებულ იქნა ის მექანიზმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს წარმომადგენლობისა და სამინისტროს, ასევე აფხაზეთის ა/რ სხვა სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას.
მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია კომპანია Fall Creek-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში ლურჯი მოცვის მოყვანის ტექნოლოგიების თანამედროვე სკოლაში. Fall Creek -ი ამ დარგში წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ლურჯი მოცვის დაცული (ინტენსიური) გენეტიკური ჯიშების გამოყვანაზე. მათი ნერგები მიეწოდება „პრემიუმ“ ხარისხის მოცვის მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით. ღონისძიების ფარგლებში 23 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ უშუალოდ მოცვის პლანტაციაში, ჩატარდა ტექნიკური ხასიათის პრეზენტაცია და პრაქტიკული სემინარები. ასამდე მონაწილე-სელექციონერმა ერთმანეთს გაუზიარა გამოციდლება და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს დარგში არსებული სიახლეები და მათთვის საინტერესო საკითხები.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა Fall Creek-ის კომერციულ დირექტორთან - ჰანს ლიკენსთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და დაგეგმეს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციას და პროექტ „ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებლებს შეხვდა.
მიღებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი აფხაზი მეცნიერის – ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები, სოფელ ფერიის სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის აფხაზი მოსწავლეები და სხვა პირები.
შეხვედრაზე ითქვა თუ როგორი დიდია მისი უწმინდესობის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაში და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში. აღინიშნა ისიც, რომ პროექტის, – „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.
ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და შეასრულეს აფხაზური ფოლკლორული სიმღერები. მოსწავლეებმა ქართულად და აფხაზურად წაიკითხეს ფრაგმენტები ,,ვეფხისტყაოსნიდან“ და ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონიდან“.
მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და ბრძანა: „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონდეთ თქვენ და საქართველოს და მსოფლიოს!“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა. საღამოში სოფელ ფერიაში მცხოვრები მოზარდები და მარტვილში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს. ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებით დაკომპლექტებულმა მარტვილის №2 საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „აფსნი“-მ ქართული ცეკვები და ხალხური სიმღერები შეასრულა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ ბათუმის კლუბისა და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები ესწრებოდნენ.
ღონისძების შემდეგ, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს ესტუმრნენ.
პროექტის „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის (დელეგაციის ხელმძღვანელი), საერთაშორისო საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწის ნანა გოგოხიას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ბექარ მიქაბერიძის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გოგიტა თედორაძის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით ქალაქ პეკინში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის საერთაშორისო კომერციის პალატის მიერ ორგანიზებულ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში“ (Listed Companies to Build the B&R International Cooperation Forum).
ქალაქ პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმში ქართული დელეგაციის მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ჩინეთის საბჭოს თავმჯდომარე გაო იანგთან, მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ არუნ მასინგთან, ჩინეთის საერთაშორისო კომერციულ პალატასთან. შეხვედრების დროს გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ რუხში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდა. მინისტრმა დევნილ მოსახლეობას ნებულაიზერი, ტონომეტრი, გლუკომეტრი და მედიკამენტები პირადად გადასცა.
ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქალაქ ზუგდიდის პოლიკლინიკაში და სოფელ რუხის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.