აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე მათი საყვარელი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, მათ საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
დღესვე, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ფოცხოეწერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით კავკასიური სოჭის ნერგები და 70 ძირი ელდარის ფიჭვი დაირგო.
ფოცხოეწერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეხვედრა შედგა 2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში. სადაც აღინიშნა, რომ 2019 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად საგრძნობლად გაფართოვდა სამინისტროს საქმიანობის არეალი.შეხვედრაზე განხილულ იქნა შიდა აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსაზრებით, 2020 წელს შესაძლებელია განხორციელდეს პილოტური სისტემური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა აუდიტის სუბიექტების მონაწილეობით.
მარნეულის კულტურის სახლში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მარნეულის თეატრის სპექტაკლის „ყინულის დედოფალი“ უფასო ჩვენება მოეწყო. სპექტაკლი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და მარნეულის თეატრის მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლის შემდეგ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის მე-3 სასწავლო სამეცნიერო ექსპედიცია ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო სკოლისათვის აფხაზური ენის სწავლების მხარდაჭერა, სწავლებაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება.
ექსპედიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე ამ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა და აფხაზური ენის სწავლების შესახებ მათი შეხედულებები მოისმინა. საინტერესო დიალოგში მთელი დარბაზი ჩაება.
სტუმრებმა დაათვალიერეს ენების კაბინეტი, სადაც გამოფენილი იყო აფხაზური ენის მასწავლებლის ხატია ზაქარაიას და აფხაზური ენის წრის წევრების მიერ შექმნილი საგაკვეთილო რესურსები. გამოითქვა მოსაზრება, რომ რესურსების განზოგადება ხელს შეუწყობს სხვა სკოლის მასწავლებლებსაც. შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებიასთვის ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. მათ ასევე გაიგეს, თუ რა იგეგმება სამომავლოდ აფხაზური ენის სწავლების მეთოდური უზრუნველყოფისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს ულოცავს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გამოთქვამს უდიდეს მადლიერებას საქართველოს პატრიარქის მიერ გაწეული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში შეიტანა. უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ.
2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ამხანაგობების თავმჯდომარეობის კანდიდატთა განცხადებები, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას პირველადი რეგისტრაციისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და სხვა.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომელი მარინა შენგელია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზური ენის სწავლების გაძლიერებაზე. განიხილეს კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე.
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.
ფარული კენჭისყრის საფუძველზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ნამუშევრისთვის 2019 წლის პრემია მხატვარ ჯემალ ბასარიას მიენიჭა. გამარჯვებულს ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ პროექტში მონაწილე ხელოვანებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ ერთ გამარჯვებულზე - 2000 ლარის ოდენობით გაიცემა. პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევარს ენიჭება. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები ძირითადად აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა და ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნას მიეძღვნა. ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის, ნარინჯისფერი, მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, პარლამენტის, საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და სოხუმის თეატრის მსახიობები დაესწრენენ.
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.
ფარული კენჭისყრის საფუძველზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ნამუშევრისთვის 2019 წლის პრემია მხატვარ ჯემალ ბასარიას მიენიჭა. გამარჯვებულს ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ პროექტში მონაწილე ხელოვანებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ ერთ გამარჯვებულზე - 2000 ლარის ოდენობით გაიცემა. პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევარს ენიჭება. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები ძირითადად აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამედიცინო-პროფილაქტიკურ აქციაში, რომლის ფარგლებშიც, კერძოდ, ბაღდათსა და ხონში, შეხვდნენ დევნილ მოსახლეობას და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხონში მცხოვრებ დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში დევნილებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გაიარეს, დევნილებს საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში და C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა. ხონში მცხოვრებ დევნილებს ასევე ჰქონდათ შესაბამისი მედიკამენტური უზრუნველყოფაც.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდოამარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის მხარეში სახელმშიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია მიიღეს. ასევე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგული გამოკვლევა. დევნილ ბენეფიციარებს ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
ხონის სამხედრო დასახლებაში იმყოფებოდნენ და გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.