1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისბირთვულმაგნიტურ–რეზონანსულიტომოგრაფიულიგამოკვლევების (სხვადასხვასახეები) კომპონენტი – ნინო გულუა, 577 092551;
2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისკომპიუტერულიტომოგრაფიულიგამოკვლევების კომპონენტი – ნინო გულუა, 577 092551;
3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისინსტრუმენტულიგამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია, ციფრული რენტგენოგრაფიადაენდოსკოპიურიგამოკვლევებისცალკეულისახეები) კომპონენტი – გულნაზ თოდუა, ტელ. 551544350 ;
4. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისსამკურნალორეაბილიტაციისკომპონენტი – ლელადუნდუა, 577 09 25 23;
5. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისსტომატოლოგიურიორთოპედიულიპროთეზირებისკომპონენტი – თეაკოხაძე, 577 09 25 73;
6. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისრეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების კომპონენტი– ქეთევან გვარამია. 577326893.
7. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისმხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევების კომპონენტი – ნუნუ ერქვანია, 577 092533;
8. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისსისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგული გამოკვლევების კომპონენტი – თინიკო ზუხბაია, 577 092476;
9. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიულიდახმარებისპროგრამისლაბორატორიული კვლევების კომპონენტი – დალი დგებუაძე, 577092564;
10. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ჰოსპიტალურიდახმარებისპროგრამისგეგმიური კორონარულიანგიოგრაფიის კომპონენტი– თინიკო ზუხბაია, 577 09 24 76.
სოციალურიდაცვისმიმართულებით:
* აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში. შესაძლებელია ერთდროულად 14 პირის დროებითი დაბინავება.
საკონტაქტო პირი ქ. თბილისში – ნონა მორგოშია, ტელ.: 577 09-25-48
საკონტაქტო პირი ქ. ქუთაისში – ალუ გამახარია, ტელ.: 599 55-20-64
* ერთჯერადი მატერიალური დახმარებების (150 ლარის) გაცემა შემდეგ კატეგორიებზე:
– მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – 150 ლარი;
– მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 150 ლარი;
– მარჩენალდაკარგულებზე (თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე) – 150 ლარი;
– ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 150 ლარი;
– 100 წელს გადაცილებულებზე (თითოეულზე) – 150 ლარი;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე (თითოეულზე) – 150 ლარი;
– სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
საკონტაქტო პირები:
აღმოსავლეთ საქრთველოში მცხოვრებ დევნილებისთვის – მურმან გოგია, ტ.: 599 85-50-89
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის – მაკა პოტაპენკო, ტელ.: 591 81-02-10
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილებისთვის – დალილა თამაზოღლი, ტელ.: 599 87-38-70
* დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა. თითოეული შემთხვევა ფინანსირდება არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.
საკონტაქტო პირები:
აღმოსავლეთ საქრთველოში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის – ლევან ბარათელი, ტელ.: 599 47-79-22
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის – ბიძინა გამისონია, ტელ.: 591 81-02-18
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის – თემურ წულაია, ტელ.: 595 01-60-61
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, სწავლის პერიდოში 2 ჯერ.
ავტორიზებული პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტების თანადაფინანსება 300 ლარის ოდენობით სწავლის პერიოდში 2 ჯერ.
აფხაზური ფილოლოგიის სტუდენტების თანადაფინსება 1000 ლარით.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დაწესებულია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია.
სტიპენდიისოდენობამაგისტრატურისსტუდენტისათვისშეადგენსთვეში 150 ლარს, ხოლობაკალავრიატისსტუდენტისათვის – თვეში 150 ლარს. სტიპენდიანტებსსტიპენდიაეძლევათდანიშვნისდღიდანყოველთვიურადერთისასწავლოწლისგანმავლობაში(ათითვე)
კოორდინატორი – ნინო ლობჟანიძე, ტელ: 595-34 33 20;
“საზაფხულო ბანაკი”
აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების 32 ახალგაზრდისათვის საზაფხულო ბანაკის ორგანიზება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
კოორდინატორი – ნინო ლობჟანიძე, ტელ: 595 34 33 20;
სპორტულ ინციატივათა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში დევნილი სპორტსმენების მონაწილეობის მხარდაჭერა.
კოორდინატორი ბეჟან ქვილითაია, ტელ: 599 92 50 50;
წელიწადში ერთხელ გამოჩენილი სპორტსმენებისა და სპორტის დამსახურებული მუშაკების დაჯილდოვება ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
კოორდინატორი – მამუკა ჟვანია, ტელ: 599 19 08 49;
გალის რაიონის (კონფლიქტის ზონა) სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, საქართველოში ახალგაზრდობის საქმეთა ხელშეწყობისა და განვითარების თვალსაზრისით.
თანამშრომლობის მიზანია კომპეტენციათა ფარგლებში ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სხა ღონისძიებების ორგანიზებისთვის პირობების შექმნა; ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო პროგრამებისა და რესურსების განვითარება; ახალგაზრდობაში ცოდნის გავრცელება და მათი სიახლეებით ინფორმირება.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მოეწერა.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრებზე სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებმა გაწეულ საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებზე, სტრუქტურების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებლობის ფარგლებში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქმიანობის გააქტიურებას.
განიხილეს განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროექტები და ხაზი გაესვა მცენარეთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად აგროტექნიკური, შეწამვლითი და მეცხოველეობაში ინვაზიური სამუშაოების დროულად ჩატარებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისას უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობას.
შეხვედრებზე ისაუბრეს დევნილი და გამყოფ ხაზზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაზე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით.
2018 წლის 18 აპრილს დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების თანამშრომლები შეხვდნენ ქ. თბილისში ართ-ჰოლის ხელმძღვანელობას, სადაც დაიგეგმა აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებო მიმართულებით ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.
მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა (გოგოები) - I ადგილი - სალომე ინჯგია; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - საბა სოსელია; ბირთვის კვრა (გოგოები) - II ადგილი - სალომე ინჯგია; ბირთვის კვრა (ბიჭები) - III ადგილი - მიხეილ ცანავა; სირბილი 100 მ. (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სირბილი 100 მ. (გოგოები) - II ადგილი - სალომე ხაჟომია; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - I ადგილი - საბა კურდღელია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - ირაკლი გელანტია.
შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასპარეზობაზე 800 მეტრზე სირბილსა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.
თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი კომპეტენციისა და ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, ერთობლივად შეუწყონ ხელი სტუდენტების განათლების ხარისხისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას, რაც ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში დაეხმარება.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართული ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდნენ. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.
შესაბამისი ცვლილება, რომელიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედიოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დაიძრა დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა, რომელშიც სტუდენტობა ჭარბობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.
დედა ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებშიც აღინიშნა, მათ შორის სენაკში განთავსებულ აფხაზეთის N7საჯარო სკოლაშიც.
მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედაენის ძეგლთან, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრისა" და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ბავშვებმა.
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრად გადაეცათ წიგნები.
დედაენის დღე აღნიშნეს და ღონისძიებას დაესწრნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის, ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.
ღონისძიების მონაწილეებმა დედაენის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ამ დღეებში დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებში, ბირთვის კვრაში კი 2001-2004 წ.წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. ასპარეზობა მძლეოსნობის ყველა სახეობაში დაძაბულად წარიმართა. აფხაზეთის სპორტსმენებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს თანატოლებს და მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
ჭოკით ხტომა (გოგოები) - სალომე ინჯგია - I ადგილი, აფხაზეთი; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - საბა სოსელია - II ადგილი, აფხაზეთი; ბირთვის კვრა (გოგოები) - სალომე ინჯგია - II ადგილი, აფხაზეთი; ბირთვის კვრა (ბიჭები) - მიხეილ ცანავა - III ადგილი, აფხაზეთი; რბენა 100 მ. (გოგოები) - მედი შონია - I ადგილი, აფხაზეთი; რბენა 100 მ. (გოგოები) - სალომე ხაჟომია - II ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - მედი შონია - I ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - საბა კურდღელია - I ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - ირაკლი გელანტია - II ადგილი, აფხაზეთი.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში დაფიქსირდა საქართველოს აბსოლუტური რეკორდი ბიჭებში ბირთვის კვრაში. რეკორდსმენი გახდა საბა ქარქუსაშვილი შედეგით 4, 55 მ.
შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით. ასპარეზობაზე დაწესებული ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ 800 მ. რბენა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა (გოგოები) - I ადგილი - სალომე ინჯგია; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - საბა სოსელია; ბირთვის კვრა (გოგოები) - II ადგილი - სალომე ინჯგია; ბირთვის კვრა (ბიჭები) - III ადგილი - მიხეილ ცანავა; სირბილი 100 მ. (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სირბილი 100 მ. (გოგოები) - II ადგილი - სალომე ხაჟომია; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - I ადგილი - საბა კურდღელია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - ირაკლი გელანტია.შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასპარეზობაზე 800 მეტრზე სირბილსა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა კონკურს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებისა და ასევე, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა რომელთაც სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. ასევე ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მედლითა და სპეციალური სიგელით საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურენოვანი „მთავარის“ რედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის - რადიო „ჰარა“-ს დირექტორი ესმა კოკოსკერია დაჯილდოვდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.
კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
2018 წლის 11 აპრილს წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით მოეწყო.
ფესტივალის ფარგლებში სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და მათ ფესტივალის მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვახტანგ ყოლბაიას ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.
ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.
ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 52 მოსწავლე). ტიტულს - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დაეუფლა (მისი ვინაობის გაცხადებისგან კი გასაგები მიზეზების გამო თავს ვიკავებთ).
ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები. „აფხაზეთის ა/რ ეტალონმა მოსწავლემ“ მადლობა გადაუხადა პროექტს დაუვიწყარი ემოციისთვის: „უბედნიერესი ვარ, ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილებაა ამ გრანდიოზულ პროექტში გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“, ჩემს ოჯახსა და მასწავლებლებს. მიყვარხარ და მეიმედები საქართველო“.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ეტალონი“ გრანდიოზული, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების ინტეგრაციას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. მნიშვნელოვანია „ეტალონში“ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობა და წარმატება. დასაფასებელია სკოლებისა და მასწავლებლების ეფექტური მუშაობა, მადლობა ამისთვის გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ასევე მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისათვის და განაცხადა: „ პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს მრავალმა წელმა გამოსცადა. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერება „ეტალონის“ ისტორიაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა ცხოვრობს, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს“.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ბესო ოდიშარიას თქმით, „ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მან სრულიად საქართველო მოიცვა და ეროვნული თითშეგნებისა და ცოდნის ირგვლივ გააერთიანა. პროექტი მოსწავლეების ჭეშმარიტი ფასეულობებითა და სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება, ასეთი ახალგაზრდობა ძლიერი ქვეყნის მომავალია.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ნინო ლობჟანიძემ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ მეტ წინსვლასა და წარმატებასთან ერთად სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება უსურვა.
გალის რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ განსაკუთრებული სიხარული გამოხატა „ეტალონში“ გალის სკოლები აქტიურად და წარამტებით მონაწილეობის გამო. მისივე თქმით, „აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება სწორედ ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, მისი წარმატება არა მხოლოდ თავისი ოჯახისა და სკოლის, არამედ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.“ „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით, მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სასულიერო გიმნაზიისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ღონისძიების მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდნენ.