დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და ინიციატივით თბილისი არტ ჰოლის ხელმძღვანელობის კეთილი ნებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის ჩატარდა კონკურსი, სადაც შეირჩა ხელოვნების სტუდიისთვის მოზარდები, რომლებიც სხვადასხვა წრეებში დაეუფლებიან სრულიად უფასოდ ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს, საბალეტო ხელოვნებას და მხატვრულ კითხვას.
მიმდინარე წლის 28 აპრილს ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე „პრობლემების იდენტიფიცირება, სტრატეგიულ დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება და საპროექტო განაცხადის მომზადება“.
ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაწესებულებათა წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა: საპროექტო განაცხადის ლოგიკური მოდელის შემუშავება, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, საპროექტო საქმიანობის დაგეგმვა, რისკების ანალიზი, და ბიუჯეტირება
ტრენინგი ჩატარდა პროექტის “დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თაოსნობით, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად დახმარება გაეწია ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ გერგაულების ოჯახს.
ერთიანი ძალიხმევით შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთები.
განყოფილების თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს, საკუთარი სახსრებით დახმარება გაეწიათ ოჯახისათვის სურსათით.
განყოფილების უფროსმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს ამ კეთილ საქმეში წვლილის შეტანისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.
საღამოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლეგები, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე. საღამოზე წაიკითხეს გენო კალანდიას ლექსები, შესრულდა მის პოეზიაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია. საღამო მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. ის იყო შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას ღირსების ორდენი გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო.
საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ვეკუა და მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხეს ლექსები, ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ვახტანგ ყოლბაიამ ილია ვეკუას კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულ ნორჩ მათემატიკოსებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
2017 წლიდან აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელს ატარებს. სკოლაში ფუნქციონირებს მისივე სახელობის მათემატიკური კლუბი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დაწყებითი, ისე ზედა საფეხურის მოსწავლეები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ამერიკის განვითარების სააგენტო „USAID“-ს პროექტ ZRDA თანადაფინასებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ სასუთბურე მეურნეობაში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო. სანერგე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებული 15 პირია დასაქმებული.
პროექტის პირველ ეტაპზე 0,5 ჰა ფართობზე თანამედროვე წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემებით აღჭურვილი სადედე პლანტაცია მოეწყო. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ლურჯი მოცვის 5 სახეობის 4000-მდე ნერგის გამოყვანის მიზნით განხორციელდება კალმების აღება სადედე პლანტაციაში და მათი რეკომენდირებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სათბურში განთავსება. 2020 წლიდან დაგეგმილია მოყვანილი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ეწვია. შეხვდა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ასევე ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლ სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
ანაკლიის სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობისის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული თემის წამომადგენლებისათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობისა და მათი ეფექტურად გამოყენების გზით ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ასევე დევნილთა მხარდასაჭერად და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვით ერთობლივი და თანამონაწილეობითი პროექტების განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. №21-ში, ყოფილი „აისის“ საწარმოს შენობაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე სასმელი წყლის ელ. ძრავის მონტაჟი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2018“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა. აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს რეგიონის პირველობისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სულ ოლიმპიადაში 270-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდების ტიტული და ზონალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: მინი ფეხბურთში - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (გოგონები) - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლმ; ფრენბურთში (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ; ფრენბურთში (გოგონები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №15 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (გოგონები) - ოტობაიის საშუალო სკოლამ; მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №12 საჯარო სკოლამ.
გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ზონალურ თამაშებში მონაწილე გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.
„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2018“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ.ყოლბაია და საოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ღონისძებას აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ა. ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მზია ხეთაგურის პოეტური კრებულის "უფლების უფლება" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.
პოეტური კრებული მიძღვნით ლექსებს აერთიანებს და დაყოფილია ციკლებად. კრებულში შესულია 200-მდე ადამიანისადმი მიძღვნილი ლექსი. წიგნში ცალკე ციკლად არის შესული "მავთულხლართები", რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს ეხმიანება.
საღამო მუსიკალურად ანსამბლ"ლიახვის" მიერ იყო გაფორმებული, სადაც მზია ხეთაგურის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შესრულდა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ.სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების მდგომარეობა დაეტაპობრივად მისი შესაძლო გაუმჯობესების პერსპექტივები.