საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი" გაიმართა. მრგვალ მაგიდას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე უძღვებოდა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.
ღონისძიებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან ერთად, პარლამენტის ვიცესპიკერი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა , აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აკადემიური წრეებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე, ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოში -1918 წლის მაისი - 1921 წლის თებერვალი - სამწლიანი თანაცხოვრების, ქართული სახელმწიფოსა და აფხაზეთის ავტონომიის მშენებლობის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.
„26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს, XV საუკუნის ბოლოს დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფო მკვდრეთით აღდგა. ჩვენს ერში ვერ ჩაკლეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოს აღდგენისკენ მისწრაფება, სახელმწიფოს აღდგენის შინაგანი მოთხოვნილება", - განაცხადა მომხსენებელმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, 1918-1921 წლები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისით იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მისი შეფასებით, ქართველებმა და აფხაზებმა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობა მოახერხეს.
ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, აფხაზეთის მკვიდრთა განსაკუთრებული დამსახურება, მათი გამორჩეული როლი და ადგილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და მშენებლობაში. მან მოხსენებისას, ამ საქმეში, კონკრეტული ადამიანების დამსახურებებზე და ღვაწლზე ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა მოხდეს მედიატორის გარეშე დიალოგი. მისივე თქმით, 1991 წელს, საქართველოს მიეცა აფხაზურ მხარესთან ჩრდილოელი მედიატორის გარეშე დიალოგის წარმოების საშუალება და მოხერხდა კიდეც სერიოზული საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.
შეხვედრის დასასრულ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებისთვის და დისკუსიისთვის. მან ხაზი გაუსვა ქართული პოლიტიკური და სამეცნიერო აზრის თანხვედრის მნიშვნელობას.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი გამართა.
ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა, ხოლო ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.
საიუბილეო საღამოს დასაწყისში დამსწეთ ანსამბლის 40 წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ამჯერად განახლებული პროგრამით წარსდგა. კონცერტის ბოლოს კი ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ, კერძოდ ანსამბლის ვეტერან წევრებს - საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენები, ხოლო აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილ მთავარ ქორეოგრაფს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს თეიმურაზ დარჯანიას და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს სერგო გეგეჭკორს - საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენი“.
ანსამბლ „აფხაზეთის“ საიუბილეო-საანგარიშო კონცერტს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი საზოგადოება დაესწრო.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და "აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთი"-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ "აფხაზეთს" დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.
რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ანსამბლის შექმნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი „აფხაზეთი" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა.
სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო ჯილდოები გადაეცათ ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანსამბლის ვეტერანი წევრები საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სერგო გეგეჭკორი საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გამოფენა სახელწოდებით „ჩემი სახლი აფხაზეთში" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახული იყო ბავშვების წარმოდგენაში არსებული აფხაზეთი, რომელიც მათ საკუთარი თვალით არასოდეს უნახავთ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მეორე საჯარო და ვოვა ვეკუას სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამოფენაში მონაწილეობისთვის.
პარლამენტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძემ მიმართეს. მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთთან ემოციური კავშირის შენარჩუნება.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.
"აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
2018 წლის 22 მაისს ,,აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებითა და სოხუმის დრამატული თეატრის ხელშეწყობით ქ. თბილისში განსახლებული 30-მდე სოციალურად დაუცველი აფხაზეთიდან დევნილი მარჯანიშვილის თეატრში დაესწრო სპექტაკლს ,, მილიონრები ”.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმინდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. ის დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა.
23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II 2014 წელს აფხაზეთის დღედაც დაადგინა. მას მერე ყოველი წლის 23 მაისს აფხაზეთის დღეც აღინიშნება.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი და არა დევნილი მრევლი ესწრებოდნენ.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისის ივენთ-ჰოლში" გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად" გამართა.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა.
კონცერტზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ახალგაზრდულ კონფერენცია თემაზე - „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა" გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარებულ პროექტში: „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ" მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანგებოდ შერჩეულ რამდენიმე საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე.
პროექტის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენციის მონაწილე მოსწავლეების სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილ პროექტში „საგანმანათლებლო-საველე ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის" ჩართვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გამართა ახალგაზრდული კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“. კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში წლეულს მეორედ ჩატარდა პროექტი: ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანგებოდ შერჩეულ ქ. თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. კონფერენციაზე კი, სწორედ იმ მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა, რომლებმაც ეს ლექციები მოისმინეს, აფხაზეთის თემატიკაზე საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები.
კონფერენცია გახსნა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, ხოლო კონფერენციას უძღვებოდა სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა. კონფერენციის შედეგები შეაჯამეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია, პროექტში მონაწილე პროფესორებმა ზურაბ პაპასქირმა და კახა კვაშილავამ. პროექტში მონაწილე ლექტორებს და მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
დასასრულ ასევე ითქვა, რომ კონფერენციის მონაწილე მოსწავლეები სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტში ,,საგანმანათლებლო-საველე არქეოლოგიური ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის“ ჩაებმებიან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეროვნულ არქივში გამართულ ფოტოგამოფენაზე „აქ ერთად ვართ..." უმასპინძლეს.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.
პარლამენტის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მუჰაჯირობასთან დაკავშირებული თემატური ფოტოგამოფენა, ხოლო კინოდარბაზში გაიმართა ფილმის „მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზები აჭარაში" ჩვენება, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
„ფოტო-გამოფენა ერთის მხრივ ისტორიულ ქრონიკას, ხოლო, მეორეს მხრივ, 150 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და ქართველების გენეტიკაში დაბუდებული ტკივილის ამოძახილს წარმოადგენს. მივმართავ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს, რომ ჩვენ ერთი ბედის და ერთი სატკივარის მატარებელნი ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს შეგნებაშია" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა შეასრულა ქართული და აფხაზური სიმღერები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ..." გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.
გამოფენა გახსნა და საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეთნიკური აფხაზები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. ფოტოგამოფენა არის ერთგვარი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ..." გაიმართა. გამოფენა აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოეწყო და აქ წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურულ-პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-სოციალური თანაცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. აფხაზური ურთიერთობები საუკუნეების მიღმიდან მოდის. ქართველები და აფხაზები ერთად, გვერდიგვერდ ქმნიდნენ აფხაზეთის ისტორიულ-კულტურულ ეპოქებს.
გამოფენა გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. დამსწრეთთა წინაშე სიტყვებით წარსდგნენ ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეთნიკური აფხაზები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. მანანა ქვაჩახიამ გამოფენის დასათვალიერებლად მოსულ ახალგაზრდებსა დეტალურად მოუთხრო თითოეულ ფოტოზე გამოსახული ქართველი და აფხაზი მწერლებისა და პოეტების, საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების ისტორია თუ მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი საინტერესო ამბები.
ეს ურთიერთობა დაფუძნებული იყო საერთო ფასეულობებსა და ტრადიციებზე, რომელიც მოგვიანებით მესამე ძალის ვერაგულმა ჩარევამ დაანგრია. გამოფენის უმთავრესი მიზანიც საზოგადოების ყველა თაობისთვის, საერთაშორისო საზოგაოებისთვის ამის თქმაა.