აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

2017-06-04    |   
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს მ.წ. 31 მაისს ქ. გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლის სამართლებრივი დევნის” შეწყვეტას.

ეს ცინიკური გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სოხუმს არ გააჩნია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისა და ამ საქმეზე მართლმსაჯულების პოვნის სურვილი. ამ დროს რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არანაირ ეჭვს არ იწვევს, არსებობს ყველაზე მტკიცე სამხილი – ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ნახა. მკვლელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილებით დე-ფაქტო ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ყველანაირი მორალური და ჰუმანური პრინციპები, ხელყო ადამიანის უპირველესი უფლება – უფლება სიცოცხლეზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის სამხედრო მანქანა უპირობოდ და აბსოლუტურად აკონტროლებს, ადამიანის უფლების ცნება არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ქართველი ეროვნების ადამიანს ეხება. აფხაზი ეროვნების დამნაშავეზე კი, როგორც ჩანს, სამართლიანობისა და მართლმსაჯულების ცნებები არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მკვლელის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლისსამართლებრივი დევნის” შეწყვეტის შესახებ  განცხადება გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ფარგლებში, რომლის მიზანს და ამოცანას სწორედ, რომ მსგავსი კრიმინალური ფაქტების განხილვა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მონაწილეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობით, ადგილზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები  ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, აფხაზმა მონაწილეებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მკვლელის დაკავებასა და IPRM-ის ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ყოვლად მიუღებელია აფხაზების „არგუმენტები” იმის თაობაზე, თითქოს ქართველმა მონაწილეებმა სათანადოდ მომზადებული მასალები არ გადასცეს IPRM-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ აბსურდთან, რადგანაც  საქმეში არსებული ყველა არსებითი მასალა დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს.

შექმნილ ვითარებაში მოველით საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების უფრო მკვეთრ ჩართულობას აღნიშნული პრობლემატიკის მოსაგვარებლად, რათა უფრო ეფექტური და ქმედითუნარიანი გახდეს როგორც თავად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, ისე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა  შესაძლებელი გახდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა აფხაზეთის რეგიონში. საკითხის უგულვებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს დაუსჯელობის სინდრომის შექმნას და დამნაშავეთა წახალისებას, რომელთა პირველი მსხვერპლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველობა გახდება.

ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას. სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს  მეგობარი  ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების" შექმნას. კიდევ უფრო  წასახალისებელია  ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს  „გამყოფი ხაზის" ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს„ - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ

2017-06-01    |   
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის” გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას. სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს  მეგობარი  ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების” შექმნას. კიდევ უფრო  წასახალისებელია  ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს  „გამყოფი ხაზის” ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს„ – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ

დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განსახლებულ დევნილებთნ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან ერთად  ატარებს სამუშაო შეხვედრებს რეგიონში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მათი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

2017-06-01    |   
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სულ 40-მდე მოზარდს გაეწია მომსახურება. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს დაენიშნებათ მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევებისათვის შეთავაზებულ იქნება სამინისტროს მიზნობრივ პროგრამებში ჩართვა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეები თენგიზ კვირტია და მარინა ონიანი ესწრებოდნენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სულ 40-მდე მოზარდს გაეწია მომსახურება. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს დაენიშნებათ მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევებისათვის შეთავაზებულ იქნება სამინისტროს მიზნობრივ პროგრამებში ჩართვა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეები თენგიზ კვირტია და მარინა ონიანი ესწრებოდნენ.

2017-05-31    |   
ვახტანგ ყოლბაია: “აფხაზური საზოგადოება თავად უნდა მომწიფდეს გადაწყვეტილებების მისაღებად”

ბატონო ვახტანგ, წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის უკვე 24 წელს აღნიშნავენ. ამ ხნის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში თაობები იცვლება, გაუცხოება იზრდება. შესაბამისად, აფხაზური და ქართული საზოგადოებები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. ამას ემატება რუსული პროპაგანდაც, რომლის შედეგად ახალგაზრდა აფხაზები ქართველების მიმართ უნდობლობისა და მტრობის განწყობით იზრდებიან. თავად თბილისშიც 1990-იანი წლების მოვლენები რაციონალურად და სრულყოფილად ამ დრომდე არ არის შეფასებული. ამ ვითარებაში რამდენად პერსპექტიულად გესახებათ კონფლიქტის მოგვარება?

– დღევანდელ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ქვეყნები და უმაღლესი პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლები კონფლიქტების პრევენციაზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას და დროს ხარჯავენ, ვიდრე მათ დარეგულირებაზე. ომის დაწყება იოლია, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კონფლიქტური სიტუაციის დალაგება – გაცილებით რთული, მას ათეული წლები სჭირდება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ამის ნათელი მაგალითია.

კონფლიქტების მოწესრიგებას თავისი პირობები ახლავს, რომელთა შეუსრულებლობა პროცესს აჭიანურებს. მართალს ბრძანებთ: წლები მიდის, თაობები იცვლება, გაუცხოება მატულობს, აფხაზეთის ახალგაზრდობა ჩვენს მიმართ მტრულ გარემოში იზრდება… ამავე დროს, მსოფლიოც იცვლება, ჩნდებიან ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, სახეზე გვაქვს საგარეო ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლობა კონფლიქტს დადებითად ვერ გადაწყვეტს. საგარეო ფაქტორებში ვგულისხმობ არა მარტო რუსეთს, ამერიკას ან ევროპას, არამედ ჩვენს სამეზობლოსაც: სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს და თურქეთს.

ავიღოთ თუნდაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემა. გარდა იმისა, რომ მისი აღდგენა ჩვენთვის წამგებიანია პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც, მასზე სხვა საგარეო ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას. ამ საკითხის ამოწევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება ბაქოსა და ერევანში: ერევანში – დადებითი, ბაქოში – უარყოფითი. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის ფაქტორიც ზემოქმედებს სომხეთზე და აზერბაიჯანზეც. თუ ავიღებთ ირანს, ისიც სწორედ აზერბაიჯანზე და სომხეთზე ახდენს გავლენას. ასე, რომ ამ კონფლიქტში ყველას თავისი ინტერესები აქვს. ზოგჯერ ეს გლობალური ხასიათისაა, ზოგს რეგიონალური დატვირთვა აქვს, ზოგიც ორმხრივი წინააღმდეგობით გამოირჩევა.

აი, ჩვენ „ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერაზე გამუდმებით გველაპარაკებიან, გვიკიჟინებენ სოხუმიდან და მოსკოვიდან, რომ ქართული მხარე შეგნებულად არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს. კითხვებსაც ხშირად გვისვამენ უცხოეთშიც და შინაც, რატომ არ ვაწერთ ხელს… ცეცხლის განუახლებლობის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ჟენევის ფორმატშიც. სპეციალურად იყვნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს დონეზე გაკეთებული განცხადება, რომლის ავტორია ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტი, შეუვალია და საერთაშორისო სამართლის პრინციპის თვალსაზრისით, იმის გარანტიაა, რომ ქვეყანა იღებს ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე. ასეთი მიდგომა არ მოსწონს არც სოხუმს, არც ცხინვალს და არც მოსკოვს. რატომ? – ქართული ხელმოწერა მათთვის სხვა კუთხით არის უფრო მნიშვნელოვანი. აფხაზეთი და ოსეთი ქართული ტერიტორიებია, რომელსაც საქართველო მხოლოდ დროებით ვერ აკონტროლებს. პროგრესული მსოფლიო მხარში გვიდგას და ამ ტერიტორიებს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს. წარმოიდგინეთ, საკუთარ ტერიტორიაზე აფხაზურ, გნებავთ, ოსურ მხარესთან საქართველომ რომ საკუთარი საზღვრების ფარგლებში დადოს ხელშეკრულება ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე… ეს ხომ ნონსენსია! გამოდის, რომ ჩვენვე უნდა ვაღიაროთ საქართველოს ეს ძირძველი ტერიტორიები დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტებად.

არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დანარჩენი. ბალკანეთის ომს მოჰყვა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს აღიარება, ანუ მოხდა გაეროს მიერ აღიარებული და ხელშეუხებელი საზღვრების გადახედვა, რამაც გამოაღვიძა მიძინებული სეპარატიზმი და იგი მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად უქცია. რაც მთავარია, სეპარატიზმის პირველი შედეგები, მოსკოვის დიდი მეცადინეობით, იწვნია საქართველომ, რომელიც საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტს დროებით ვეღარ აკონტროლებს. საქართველო, მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის პრინციპულობასა და მოთმინებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განსაზღვრა ისიც, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყნების მეზობლად ვცხოვრობთ, რომელიც არაერთგვაროვანია თავისი დადებითი და უარყოფითი გამოვლინებებით. ამიტომ და კიდევ მრავალ მიზეზთა გამო საქართველო ვერ გახდება სეპარატიზმის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველგანაა დადარაჯებული – შუაგულ ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, აფრიკასა და თვით ამერიკაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე.

“ბრექსითის” სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია მსოფლიოსთვის პოლიტიკური შეცდომები, რომელმაც გლობალური მსოფლიოს არსებობას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას და სეპარატიზმის აყვავებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას. სეპარატიზმის წახალისება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტერიტორიული თავდასხმები, ომები და მოუგვარებელი კონფლიქტები, რომელსაც მიუსაფარ ადამიანთა მასობრივი ტალღა ახლავს. სამწუხაროდ, ასეთი საფრთხეები დღეს მოჭარბებული დოზით გვაქვს.

აფხაზეთის თემას და ჟენევის მოლაპარაკებებს რომ დავუბრუნდეთ, სოხუმში და რუსეთში აპელირებენ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი იმიტომ იყო შექმნილი, მხარეებს რომ ცეცხლის განუახლებლობაზე ხელი მოეწერათო. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და მოთხოვნა იყო დევნილთა პრობლემის მოგვარება და აფხაზეთის სტატუსის დადგენა საქართველოს შემადგენლობაში. დევნილთა დაბრუნების საკითხზე აფხაზებს გაგონებაც არ უნდათ, არც აფხაზეთის სტატუსის დადგენა სურთ საქართველოს შემადგენლობაში. ამ საკითხებს შეგნებულად და პრინციპულად გვერდს უვლიან. ეს კი მოლაპარაკებებს პრობლემებს უქმნის. ვფიქრობ, ჟენევაში დევნილთა დაბრუნების საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც, მართალია, ძალიან პრობლემატურია, მაგრამ მასზე აფხაზების მხრიდან ტაბუს დადება არაფერს მოგვცემს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყველა ეს თემა და გადაწყვეტილების გზები გამოვნახოთ. გორდიას კვანძი უნდა გაიხსნას – უნდა ეს მოსკოვს თუ არა, აწყობს მას ეს თუ არა. მაშინ კონფლიქტის მოგვარების გზებიც მკაფიოდ გამოჩნდება. ეს კი კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივაა.

– როგორც ვიცი, თქვენც გაგაჩნიათ კავშირები აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან. დე ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად, ნეგატიურად აფასებს ოფიციალური თბილისის ნებისმიერ ინიციატივას. თუმცა ერთია საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია, მეორე – რეალურად არსებული მოსაზრება, რომელსაც საჯაროდ გასაგები მიზეზების გამო ვერ აფიქსირებ. ამასთანავე, აფხაზური ხელისუფლების განწყობები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აფხაზური საზოგადოებისას ხშირად არ ემთხვევა (ეს, მაგალითად, ახლახანს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შს ერთობლივი საინფორმაციო–ანალიტიკური ცენტრის დაარსების ისტორიამაც გამოავლინა). რას ფიქრობენ საქართველოსთან, ქართველებთან და ერთობლივ მომავალთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეები და აფხაზური ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებთანაც კონტაქტი გაქვთ?

– ამდენი ხნის დაკვირვებამ და გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ის შეხედულებები, რომელიც დაუფარავად მინდა, გაგიზიაროთ. ვფიქრობ, უფრო ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შევაფასოთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. ჩვენი მხრიდან არც დადებითი შეფასება, არც მით უფრო ნეგატიურ მოვლენებზე რეაგირება ნამდვილად არ უწყობს ხელს არც ნდობის აღდგენას, არც კონფლიქტის მოგვარებას. სოხუმმა თბილისთან უნდობლობის კედელი აღმართა და ჩვენს ნებისმიერ გამონათქვამს საფრთხედ აღიქვამს: „ აი, თბილისი კვლავ ერევა ჩვენს საქმეებში და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებზეო”. ვფიქრობ, აფხაზური საზოგადოება თავად უნდა მომწიფდეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

თქვენ ახსენეთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შს ერთობლივი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დაარსების საკითხი. ევროპამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენ გავაკეთეთ შეფასებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც დაგმო რუსეთის ქმედება, ამ დასკვნამდე თავისით მივიდა.ერთი ხელის მოწერით ხაზი გადაესვა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე ოცნებას. აფხაზები ამას კარგად ხვდებიან, მაგრამ უკან დასახევი გზაც აღარ აქვთ. ქართველების მოსაზრებები კი ამ საკითხზე მათ გაღიზიანებას იწვევს. მიზეზი რა არის? – უნდობლობა, გაუცხოება, კონტაქტების იგნორირება.

თქვენ მეკითხებით, რას ფიქრობენ აფხაზები ერთობლივ მომავალთან დაკავშირებითო? მხოლოდ პირად საუბრებში შეიძლება, გაიჟღეროს სინანულმა, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრება უფრო მისაღები იყო მათთვის. ოფიციალურ დონეზე კი ამ განწყობებზე ხმის ამოღება, თქვენც კარგად იცით, რომ კატეგორიულად გამორიცხულია. როდესაც სოხუმში ვიზიტისას ლავროვს ჰკითხეს, „როდის გავხდებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრებიო”, უპასუხა: „რად გინდათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, როცა ჩვენი ჯარებით, ნებისმიერ საფრთხის გაჩენის შემთხვევაში დავიცავთ თქვენ ინტერესებსო?!”. ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია.

ასე, რომ ყველასთვის გასაგებია, რატომ არის რთული აფხაზებთან ერთობლივი მომავლის შესახებ საუბარი. მაგრამ უიმედობა არ არის გამოსავალი, ამიტომაც კონტაქტების გაძლიერება აუცილებელია, წასახალისებელია და ამაზე ზრუნვას ხელს არ დავაკლებთ. ამ კონტაქტების შინაარსზე ახლა საქვეყნოდ რომ ვისაუბრო და მათი არსი გაგიზიაროთ, აფხაზების მხრიდან ისევ გაღიზინების ტალღას მივიღებთ, რაც არასასურველია.

– ხშირად ვხვდებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისწარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ „პერსპექტივაშიქართული პოლიტიკური ელიტა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისაუცილებლობის დასკვნამდე მივა და შემდეგ ყველაფერი შეიცვლება“. როგორფიქრობთ, სოხუმს ეს მართლაც სწამს, თუ ეს შიდა აუდიტორიაზეზემოქმედების, ანუ მზარდი სოციალური უკმაყოფილების ფონზე აფხაზეთისმოსახლეობაში «ნათელი მომავლის» განცდის შექმნის ერთგვარი მცდელობააძალაუფლების შესანარჩუნებლად?

– სოხუმმა ძალიან კარგად იცის, რომ ე.წ. „დამოუკიდებლობის” აღიარებას არ უნდა ელოდოს თბილისისგან. ისიც ფაქტია, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება, თუ რატომ – ამაზე აღარ შევჩერდებით. გასაგებია ისიც, ამ თემის შემოგდება სოხუმს რომ შიდა აუდიტორიის დასაშოშმინებლად სჭირდება. დიახ, ეს სჭირდება აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, როგორც თქვენ ბრძანეთ, მზარდი სოციალური უკმაყოფილების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ შერიგებისთვის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

– მიუხედავად არსებული ბარიერებისა, რიგი ჯგუფები ქართული და აფხაზური საზოგადოებებიდან ერთმანეთს ხვდებიან და სამომავლოდაც გამოთქვამენ კონტაქტის ინტერესს. რას ელით ამ აქტივობისგან პირადად თქვენ? რამდენად ქმედითი შეიძლება, იყოს მსგავსი კონტაქტები და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ კონფლიქტის მოგვარების საქმეში?

– ყოველი კონტაქტი მნიშვნელოვანია და ყოველ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს. რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ეს კონტაქტები და უიმედო დღეს, ყოველ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა ჯგუფს, უფრო ხშირად იარონ ერთმანეთთან. შეიძლება, ამან ამ წუთს არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ ხვალ და ზეგ ნაყოფს გამოიღებს.

მახსენდება ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში აფხაზი მიმომხილველის „გოდება” იმაზე, “პატარა ღელეზე რომ გადასავლელი დაიკეტა და ამას მთელი ევროპა და მსოფლიო ყურადღებას აქცევს, ასეთი რა მოხდაო?!”. ვიღაცისთვის ეს ღელეა, ადგილობრივთათვის კი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელი, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენის საშუალება. ამ პატარა გადასასვლელზე ადამიანები მშვიდად გადადიოდნენ, აკრძალვამ კი მკვეთრად შეცვალა მათი გუნება-განწყობა, ეკონომიკური სიტუაცია. ადგილობრივ მოსახლეობას კაპიკი არ უჯდებოდა ეს მიმოსვლა, ახლა ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აფხაზები იმასაც ხვდებიან, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, ჩვენი კონტაქტები უფრო ხელშესახები გახდება, ადამიანები უფრო თავისუფლად დაელაპარაკებიან ერთმანეთს. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყველაფრის ამოძირკვა, რაც საერთო წარსულთან გვაკავშირებს – მაგალითად, ქართული ტოპონიმების ამოძირკვის მცდელობა. მესმის, რომ “ლესელიძეს” გადაარქვა სახელი ან რომელიმე სოფელს, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, მაგრამ სახელებს, რომელიც ოდითგანვე ცნობილია, არქმევდე უსახურ, არაფრისმთქმელ სახელს და ამით თავს იწონებდე? – გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რომ ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია.

ავიღოთ თუნდაც მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. მეგრული ენა არასოდეს დაიკარგება სამეგრელოს მოსახლეობის ცნობიერებაში, ყოფაში და ყოველდღიურობაში. მეგრულ ენას აფხაზების და, მით უმეტეს, რუსების მხარდაჭერა არ სჭირდება – იმ რუსებისა, რომლებიც ამას იყენებენ როგორც ქართული ენის ალტერნატივას. ამიტომ ეს არის ამაოდ დახარჯული ენერგია, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. განა არ იციან, რომ მეგრული ენა ვერასოდეს ჩაენაცვლება ქართულ სალიტერატუროს და მისდამი ყოველი ჩვენგანის სიყვარულს, მაგრამ ნირს არ იცვლიან.

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, თავს ვერ მოვიწონებთ აქტიური კონტაქტებით, მაგრამ ისინი არსებობს და ეს ერთ-ერთი ჩვენი დასაყრდენია.

– ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენის სტრატეგია გადასახედია და ეს, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნდობის აღდგენისა და შერიგებისპოლიტიკასაც ეხება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

– ჩემთვის აფხაზეთში დაბრუნება არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აფხაზეთში დაბრუნება ჩემთვის შინ დაბრუნებაა. ასეა ყველასთვის, ვინც აფხაზეთიდანაა გამოდევნილი.

რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიები გადასახედია, შესაცვლელია და დასახვეწი. ამ მხრივ ძალიან დიდი მუშაობა გვმართებს ყველასთან, ვისაც ეს ხელეწიფება. 24 წლის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთის თემა საქართველოშიც კი კანტი-კუნტად გაისმოდა. ახლა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გააქტიურებულია არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ჩვენი მეგობრების ძალისხმევა ჩვენთვის სტიმულია, რომ სამომავლოდ შევძლოთ ძალიან საფუძვლიანი ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. არაღიარების პოლიტიკა, ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება, ამერიკელი და ევროპელი სენატორების მოსაზრებები აფხაზეთის საკითხზე, რუსეთის ქმედებათა საჯაროდ დაგმობა, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აფხაზეთთან დაკავშირებით სანქციების დადგენის თაობაზე… – ეს ცოტა არ არის. კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიებზე აქ საჯაროდ ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ, მერწმუნეთ, გულხელდაკრეფილი არ ვსხედვართ, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამას აფხაზებიც აკვირდებიან და გარკვეულ დასკვნებსაც აკეთებენ. მით უმეტეს, საქვეყნოდ ცნობილი და დეკლარირებულია ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. მთავარი გეზი და გზავნილი აფხაზური მოსახლეობისადმი არის ის, რომ ჩვენ მართლაც არ ვემზადებით რევანშისათვის. ჩვენ მხოლოდ ერთიან საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს.

ბოლოს არ შემიძლია, ჩვენს დევნილებზე ორიოდე სიტყვა არ ვთქვა. ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან შეგნებული ნაწილი, რომლის მოთმინების უნარიც საარაკოა. რა არ გამოსცადეს მათ: საკუთარი ფუძიდან აყრა, დევნილობა, დამცირება, გაჭირვება, უსახლკარობა… და მაინც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს, შვილებს ღირსეულად ზრდიან, მათი ბავშვებისთვის აფხაზეთი ისეთივე ძვირფასია, როგორც ყოველი ჩვენგანისთვის. დევნილი საზოგადოებისათვის დაყვავებას, გვერდში ამოდგომას, სტიმულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, ჩვენმა დევნილებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. გულგრილობა მათ მიმართ მიუტევებელი და დაუშვებელია.

ბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობის მორიგი დღე

 


  

2017 წლის 1 ივნისს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის პროცესში მორიგი  მონაწილეობა მიიღეს.

რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა

რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება. 


გამოფენის ორგანიზატორია ჩვენი თანამემულე, ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი უბილავა-დე გრააფი, რომელიც ამ გამოფენასთან დაკავშირებით ამბობს: „აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედებაში განსაკუთრებით ძლიერ, წამყვან შემოქმედებით ხაზს „მე“-ს გადარჩენის იმპულსი წარმოადგენს. სწორედ ამით ცდილობენ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით სავსე დროსა და სივრცეს, ხელოვნების ნიმუშები კი მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით შექმნან. ეს არის ის, რაც მათ ამ შემთხვევაში აერთიანებთ. თითოეული მხატვრის მიერ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის ერთ სივრცეში მოქცევა გამოფენას ორიგინალურ და უნიკალურ სახეს აძლევს. გამოფენის მონაწილე სხვადასხვა თაობის დევნილი ხელოვანები დამთვალიერებლის წინაშე არა თითქოსდა მოსალოდნელი მძიმე თემებით, არამედ კონტრასტულად სხვა სამყაროდან, სხვა ენით საკუთარ „მეს“ წარმოაჩენენ“.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ: მონიკ ვან სანდიკ (ლეიდენის ვიცე-მერი), კოტე სურგულაძე (საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში), ჰანს ჰორბახი (ჰოლანდიის ელჩი საქართველოში), ფრიც დაიკს (ჰოლანდიის ამნესტი ინტერნაციონალის წარმომადგენელი). გამოფენას ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის საპატიო სტუმრები: ლოტე ჰაიემა (ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), ჰეიდიმარია გურერი (ავსტრიის ელჩი ჰოლანდიაში), მუტი მურდი (ესტონეთის კონსული ჰოლანდიაში), თამარ ღვინაძე (საქართველოს კონსული ჰოლანდიაში), ისტიაქ აჰმედი (ჰოლანდიაში კუვეიტის ელჩის პირველი მოადგილე).

გამოფენის მნიშვნელობასა და მასშტაბებს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მისი გახსნისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ სტუმრები ჰოლანდიის ქალაქებიდან: ამსტერდამიდან, ჰაარლემიდან, დელფტიდან, ჰააგიდან, მაასტრიხტიდან, ამერსფორტიდან, ენსხედედან, ესსენიდან, ზვოლედან.
გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ქ. ლეიდენის მასმედიაც. დამთვალიერებლებმა რამდენიმე ნამუშევრის შეძენის სურვილი გამოთქვეს და გამოფენის დასრულების შემდეგ ის ნამუშევრები მათ კერძო კოლექციებს შეემატება.

გამოფენას აქტიურად გამოეხმაურა ჰოლანდიის მასმედიაც:

DE COUTUREKRANT, 12-05-2017
http://couturekrant.nl/…/4387-vluchtelingkunstenaars-expose…

UAF.NL , 26-05-2017
https://www.uaf.nl/…/tentoonstelling-wanneer-mijn-droom-mij…

LEIDSCH DAGBLAD, 31-05-2017
https://www.leidschdagblad.nl/…/expositie-met-kunst-van-vlu…

 

ვახტანგ ყოლბაია ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონეთის პრეზიდენტის საჯარო ლექციას დაესწრო

თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გამართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

საჯარო ლექციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, მათ შორის ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამო „ჩემი ლოცვა" გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის სამუშაო ვიზიტი ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და დევნილთა ჩასახლების ობიექტებში,   შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და  სამმართველოს უფროსი რომან კოკაია,   იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და  აჭარის ავტონომიურ    რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ჩაჩავასთან ერთად  2017 წლის 24-25 მაისს  იმყოფებოდნენ  ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში, სადაც შეხვდნენ  ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრები შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან,  ამავე სამინისტროს  დევნილთა  დეპარტამენტის უფროს ბადრი ქობალაძესთან და ქალაქ ბათუმის მერიის ა.ი.პ. ,, ბათუმის კორპუსის ” დირექტორ ზურაბ ნაკაიძესთან.  საქმიან შეხვედრებზე  განხილულ იქნა  რეგიონში განსახლებულ  დევნილთა პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.

სვეტიცხოვლის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი ჩატარდა

ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე  მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში,  მამა ილია (კავსაძე) ატარებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს.

მიმდინარე წლის 27 მაისს ჩატარებულ ლიტურგიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ვახტანგ ყოლბაია მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ „მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში პროექტი სახელოწდებით „საქართველოვ, გულო ჩემო!" გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა. მუზეუმის ეზოში გამოფენილი იყო 26 მაისის თემაზე შექმნილი ბავშვების ნახატები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ.

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", „ქართული ხმები", საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.

საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული  ადამიანების დაჯილდოება გაიმართა. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:

შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.

საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.

წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.

აგრეთვე თეატრის ჰოლში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.