აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე და დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს მხარის წარმომადგენლები დღეს ზუგდიდში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში შესახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნულ ობიექტზე არსებულ დევნილთა პირობებს ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

დევნილებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებული პირები მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებიდან ფართების გამოყოფას ითხოვეს, რომელიც ზუგდიდის სხვადასხვა უბნებში სპეციალურად დევნილებისთვის შენდება.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ პროექტის - „ილიას გზა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტის - „ილიას გზა" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.

პროექტში აფხაზეთის საჯარო და აფხაზეთის ტერიტორიაზე (გალის რაიონი) მოქმედი საშუალო სკოლების 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსში გამარჯვებულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა დიპლომები და ფასიან საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა"ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ავთანდილ ძაგანიამ, ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვაძაბიამ ქ.ზუგდიდში, სენაკში, ხობსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

მთავრობის წევრები დევნილთა სხავადსხვა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრნენ, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დევნილთა პრობლემები მოისმინეს.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტი დაათვალიერეს.

დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრებელ ბინას 256 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. აღნიშნული კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსებით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა

6 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოილოცეს, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

სამების საკათედროს ტაძრის მღვედელთმსახურმა არქიმანდრიტმა პიმენმა (ქარდავა), რომელიც წარმოშობით ასევე აფხაზეთიდანაა, ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა.

ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.

საქართველოს მხატვართა კავშირის დაფუძნებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზა"-ში საქართველოს მხატვართა კავშირის დაფუძნებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა მოეწყო. გამოფენის პარალელურად წიგნის „საქართველოს მხატვრები" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებია შესული. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საღამოს დასასრულს საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით მოეწყო.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უამღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ცნობილი მხატვრები და დევნილი საზოაგდოება დაესწრო.

ქალაქ თბილისის მერიამ საქართველოს ხელოვნებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის დიპლომებით დააჯილდოვა 25 მხატვარი, მათ შორისაა აფხაზეთიდან დევნილი მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი.

5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 25-ე რაუნდი გაიმართება

ჟენევაში ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა, რომელიც 5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 25-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და სხვა უწყების ოფიციალური პირები.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენები იქნება. საუბარი ასევე შეეხება დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზური და ოსური კულტურის დღე“ გაიმართა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 3 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზური და ოსური კულტურის დღე" გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები არიან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

საღამოზე წარმოდგენილი იქნა ფოლკლორული ანსამბლები. უნივერსიტეტის ფოიეში ასვე მოეწყო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან დევნილ 200 მოზარდს მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა.

ღონისძიების მიზანია აფხაზური და ოსური კულტურის პოპულარიზაცია, აფხაზური და ოსური თვითმყოფადობის შენარჩუნება და ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გლდანში ტყე-პარკი „რიწა“ გაშენდება

გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ჩატარდა, სადაც 1300 სხვადსხვა ჯიშის ნერგი დაირგო. აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს.

7 ჰექტარის რაოდენობის ტერიტორია ქ .თბილისი მერიამ აფხაზეთის სატყეო სამმართველოს გამწვანების მიზნით 2012 წელს გადასცა. 5 წლის განმავლოვბაში ამ ტერიტორიაზე ტყე-პარკი „რიწა“ გაშენდება, რის შემდეგაც ის სახელმწიფო ტყის ფონდს გადაეცემა. 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარდა გამწვანების პირველი ეტაპი, სადაც 1000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.

აქცია აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.

ნერგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ ყვარლის სანერგე მეურნეობისა და სატყეო საბაზო მეურნეობისგან გადაეცა.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმ „გრავიტაციას“ ჩვენებას დაესწრნენ

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივით კინოთეატრ „რუსთაველში" აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ფილმ „გრავიტაციას" კინოჩვენება მოეწყო.

საქველმოქმედო აქციაში 20-მდე დევნილმა მოზარდმა მონაწილეობა მიიღო.

ბავშვებისათვის კინოჩვენება კინოთეატრ „რუსთაველის" ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისათვის

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინიციატივით აფხაზეთის №2, №3 საჯარო სკოლასა და საბაშვო ბაღის ბავშვებს ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში საჩუქრები გადაეცათ.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაია „UMCOR"-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქ. ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქ. ზუგდიდში, „პოლიტექნიკურ კოლეჯში" ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბიას მიერ სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაევალა.

აღნიშნულ ობიექტზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. დევნილებს გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება რამოდენიმე დღის წინ შეუწყდათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ელექტრონერგიის დავალიანების ნაწილი დაფარა, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ობიექტის ელექტრო გამირცხველიანობა უზრუნველყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევად „პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

„სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში - პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

კანდიდატთა წარდგენის წესი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს (ორგანიზაციებს) და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ათი წევრის შემადგენლობით.

ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენის უფლება.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სვეტლანა ქეცბას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აფხაზეთისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსებისა და წმინდა გიორგის ოქროს ორდენების კავალერის, „აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის" თავმჯდომარის, სვეტლანა ქეცბას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, მეუფე დანიელი, დეკანოზი ბიძინა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო.

საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. იუბილეზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ვახტანგ ყოლბაია, მეუფე დანიელი, დეკანოზი ბიძინა, ჯონი აფაქიძე, ელგუჯა გვაზავა, პროფესორი ოთარ ჟორდანია, პოეტი მზია ხეთაგური და სხვები.

საიუბილეო საღამო საკონცერტო პროგრამით დასრულდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ინვალიდ-ამპუტანტთა საფეხბურთო გუნდებს შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ხელშეწყობით, ინვალიდ-ამპუტანტთა საფეხბურთო გუნდებს შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა საფეხბურთო გუნდმა - „აფხაზეთი" მიიღო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ინვალიდ-ამპუტანტი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ჩემპიონატში მონაწილე ექვსს საფეხბურთო გუნდს შორის გუნდმა - „აფხაზეთი" საუკეთესო ტექნიკური გუნდის ტიტული მოიპოვა.

ჩემპიონატის საზეიმო დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიერ სკვერი „აფხაზეთი“ შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა 100-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე დარგეს, რაც საფუძვლად დაედო სკვერის - „აფხაზეთს" შექმნას.

გამწვანების აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ ფლორიან გუბლერმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხემძღვანელმა ვალერი ბასარიამ და აფხაზეთიდან დევნილმა პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება", აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ სახალისო გაკვეთილი ჩაუტარა. მოზარდებს საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ საჩუქრები დაურიგა. ბავშვებს ასევე სამინისტროს მობილური ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ, რომელიც განახლდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.