აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 18 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროში გაიმართა  მორიგი  თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა  მინისტრი– მურმან ფარფალია. მან ყურადღება  გაამახვილა ა/წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ  მთავრობის  მიერ აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში  ჩატარებულ გასვლით სხდომაზე  და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრების  მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გასათვალისწინებელია სამინისტროს საქმიანობაში. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, დისციპლინას და სხვა მიმდინარე თემებს.

შეხვედრა დევნილებთან სამტრედიაში

2019 წლის 18 თებერვალს წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფორსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირინე წიფიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიას მაცხოვრის ხატი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა, ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან აბელაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ ნატო კორსანტიასთვის დაწერა და აფხაზეთს მიუძღვნა. 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ გამართულ პრეზენტაციაზე იდეის ავტორმა და შემდგენელ-რედაქტორმა ნატო კორსანტიამ ხატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონისთვის შესაწირად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას გადასცა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ ავტორი ნატო კორსანტია, ხატმწერი ქეთევან აბელაშვილი და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

"აჟარის ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N171 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანანო დადვანმა მოიპოვა.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „აჟარის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ქუთაისში სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან და დასაქმდებიან „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ქარის ტურბინა, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლებსა და ქალაქურ დასახლებებში ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორმა ალუ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  პროექტის მნიშვნელობასა და მასში დევნილი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არჩილ გეგუჩაძე, ქუთაისის ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელები ამირან ამირანაშვილი და ზაურ ენდელაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ქვემო ქართლის მხარეში, ქ.რუსთავში და დ.თეთრიწყაროში 2018წ. დევნილთა გასახლების ობიექტებში, განხორციელებული სხვადასხვა სახის სარემონტო-სამუშაოები.

          აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ  ოკუპირებული ტერიტორიიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო  სახის სამუშაოების  განმსაზღვრელი კომისიის მიერ, ქვემო ქართლის მხახერში ქ.რუსთავში და დ.თეთრიწყარო შესრულდა 3 ობიექტის სხვადასხვა სახის სარემონო-სამუშაოები:

  1. ქ.რუსთავი, ლომოურის, №12, დევნილთა განსახლების ადგილი. შენობის სარდაფში გამოიცვალა წყალსადენ-საკანალიზაციო მილები;
  2. ქ.რუსთავი, ფალიაშვილის, ქ. №24, დევნილთა განსახლების ადგილი. მოეწყო შენობის გადახურვის წყალსაწრეტი მილები და საწვიმურები;
  3. დ.თეთრიწყარო, მოეწყო შენობის გადახურვის წვიმის წყლის შემკერბი მილები და ძაბრები.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ სამცხე-ჯავახეთის მხარეში ქ. ბორჯომში და ქ.ახალციხეში 2018წ. დევნილთა გასახლების ობიექტებში, განხორციელებული სხვადასხვა სახის სარემონტო-სამუშაოები.

 

          აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ  ოკუპირებული ტერიტორიიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო  სახის სამუშაოების  განმსაზღვრელი კომისიის მიერ, სამცხე-ჯავახეთის მხახერში ქ. ბორჯომში და ქ. ახალციხეში შესრულდა 4 ობიექტის სხვადასხვა სახის სარემონო-სამუშაოები:

  1. ქ.ბორჯომი, რუსთაველის, №107, ამხანაგობა ,,მთის ხეობა“. შენობის კიბის უჯრედში მოეწყო ელექტრო გაყვანილობა და სენსორული განათება;
  2. ქ.ბორჯომი, ვაშლოვანას, ქ. №4, დევნილთა განსახლების ადგილი. შესრულდა მიმწოდებელი სასმელი წყლის აუზის გარე მოპირკეთება და აუზის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა. მოეწყო საჰაერო მილები და ჭები;
  3. ქ.ბორჯომი, სანატორიუმი პლატო, დევნილთა განსახლების ადგილი. შენობის კიბის უჯრედში მოეწყო, სენსორული განათება;
  4. ქ.ახალციხე, რუსთაველის №113, დევნილთა განსახლების ადგილი. შენობის სადარბაზოების სართულებს შორის, მოეწყო ფანჯრების გისოსები.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ქ. თბილისში 2018წ. დევნილთა გასახლების ობიექტებში, განხორციელებული სხვადასხვა სახის სარემონტო-სამუშაოები.

 

          აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ  ოკუპირებული ტერიტორიიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო  სახის სამუშაოების  განმსაზღვრელი კომისიის მიერ,  ქ. თბილისში შესრულდა 18 ობიექტის სხვადასხვა სახის სარემონო-სამუშაოები:

  1. ქ.თბილისი, გლდანის რაიონის, მე-7 მ/რ, ყოფილ სახლმართველობის შენობაში, მოეწყო შესასვლელი გარე კიბის მოაჯირების მონტაჟი ასევე შენობის ნაწილს ჩაუტარდა დაზიანებული კედლების ამოშენება- მოპირკეთებითი სახის სარემონტო-სამუშაოები;
  2. ქ.თბილისი, გლდანის რაიონის, გმირ კურსანტთა, №27 ,,ამხანაგობა აფხაზეთი’’. შენობის დაზიანებული გადახურვის ნაწილზე მოეწყო თუნუქის გადახურვა და შეიცვალა გადახურვის კონსტრუქციის ხის კოჭები და დგარები;
  3. ქ.თბილისი, გლდანის რაიონის, ქერჩის, ქ. № 6 ,,ამხანაგობა კოლხეთი’’ შეიმინა სადარბაზოს შესასვლელი კარები, კარებზე მოეწყო სახელურები და კარები;
  4. ქ.თბილისი, თბილისის ზღვა, კადეტთა კორპუსი ,,ამხანაგობა გულრიფში’’ გამოიცვალა შენობის გადახურვის დაზიანებული და უვარგისი წვიმის წყლის ძაბრები და მილები;
  5. ქ.თბილისი, ტაშკენტის შესახვევი 5/7 ,,ამხანაგობა რიწა’’ შენობის გადახურვის დაზიანებული და უვარგისი წვიმის წყლის  შემკრები ძაბრები და მილები შეიცვალა;
  6. ქ. თბილისი, ზღვის უბანი, მე-11, მ/რ, № 21ა ,,ამხანაგობა გამარჯობა’’ შესრულდა შემკრები დაზიანებული საკანალიზაციო მილების დემონტაჟი და ახალი მილების მონტაჟი;
  7. ქ. თბილისი, რკინიგზის №14, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის ცენტრალურ შესასვლელში მოეწყო ორფრთიანი რკინის კარები;
  8. ქ.თბილისი, ორთაჭალის, ქ. №4, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის სახურავს ჩაუტარდა აღდგენითი სარემონტო სამუშაოები;
  9. ქ.თბილისი, ბროწეულას ქ. №44, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის შემოსასვლელ ფოიეში შეიღება და შეილესა კედლები და ჭერი;
  10. ქ.თბილისი, ვარკეთილის მე-2, მ/რ, კორპუსი №35, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის კიბის უჯრედში მოეწყო მოაჯირები და გამოიცვალა კიბის მარშის საფეხურები;
  11. ქ.თბილისი, თბილისის ზღვა, უცნობ გმირთა ქ. №87, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის გადახურვას ჩაუტარდა წყლის წვიმის შემკრები მილებისა და საწვიმურების მონტაჟი;
  12. ქ.თბილისი, ლიბანის ქ. №2, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. მოეწყო ცენტრალური შესასვლელის სადარბაზოს გადახურვა და ობიექტის მიმდებარედ განხორცილედა საფეხმავლო ბილიკის მოპირკეთებითი სახის სარემონტო სამუშაოები;
  13. ქ.თბილისი, გურამიშვილის №84, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის შესასვლელი კარის მიმდებარედ განხორციელდა მოპირკეთებითი ხასიათის სამუშაოები და გადახურვის აღდგენითი სამუშაოები;
  14. ქ.თბილისი, ლისის, მე-3 კვ. №24, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. ობიექტის შესასვლელი სადარბოზოს ფოიეში შესრულდა კედლების მოპირკეთება და ჩაუტარდა ლესვითი სარემონტო სამუშაოები;
  15. ქ.თბილისი, სანატორიუმი ,,ქართლი’’ შენობის კიბის უჯრედში შეიცვალა მოაჯირები;
  16. ქ.თბილისი, პეკინის №41, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის ფოიეში მოეწყო მეტალოპლასტმასი ფანჯარა;
  17. ქ.თბილისი, შუამთის ქ. №3, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. მოეწყო შენობის ცენტრალური შემოსასვლელი კარის ელექტრო საკეტი;
  18. ქ.თბილისი, ვარკეთილის მე-4 მ/რ, კორპუსი №25ა, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. შენობის შესასვლელში მოეწყო ორფრთიანი კარი.
სამუშაო შეხვედრა იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში.

2019 წლის 15 თებერვალს ქ. ქუთაისში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ.კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  პირებთან.

შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ანგარიში  წარმომადგენლობაში არსებული მუდმივმოქმედი კომისიების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე განხილულ იქნა რეგიონში მცხოვრები  დევნილი ახალგაზრდების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში  გაწვევასთან დაკავშირებული და წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური  საკითხები.

დევნილთა დეპარტამენტის ვიზიტი იმერეთში

2019 წლის 15 თებერვალს წარმომადგენლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის  აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი გია კოკაია წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსმენილ იქნა წარმომადგენლობაში მოქმედი კომისიების მუშაობის ანგარიშები და 2019 წლის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეხვედრა დევნილებთან ვანსა და ბაღდათში

2019 წლის 11 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცემული კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს.

წიგნის იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია, რომელიც თავადვე უძღვებოდა პრეზენტაციას. მისი თქმით, „კრებულში თავს იყრიან აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდები. ბევრ მათგანს დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავია, ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საკუთარ სამშობლოშივე დევნილებად ქცეულმა ახალგაზრდებმა შეძლეს გზის გაკვლევა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სამსახურის მოძიება, ზოგ შემთხვევაში დამკვიდრებაც კი.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი განსაკუთრებული მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან, რაც გვაიმედებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა იმ უდიდეს საქმეშიც, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ჰქვია. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, სად არიან და რას საქმიანობენ, აპირებენ თუ არა შინ დაბრუნებას? მიუწვდებათ თუ არა ხელი აფხაზეთთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში? აქვთ თუ არა ურთიერთობა აფხაზ თანატოლებთან?“

კრებული გამოიცა პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში.

პრეზენტაციაზე წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ცნობილმა ჟურნალისტმა მანანა კარტოზიამ, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიგლა გობჩიამ, პუბლიცისტმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ და სხვ.

საღამოს ესწრებოდნენ კრებულში შესული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, თავად ერთ-ერთი ახალგაზრდა ქეთი სულავა, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში

2019 წლის 14 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ. კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა წარმომადგენლობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესის დაწყება-მიმდინარეობასთან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში დევნილი ახალგაზრდების გაწვევასთან დაკავშირებული, ასევე წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური და მიმდინარე საკითხები.

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში

2019 წლის 14 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ. კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  რ. ქობალიასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა წარმომადგენლობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესის დაწყება-მიმდინარეობასთან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში დევნილი ახალგაზრდების გაწვევასთან დაკავშირებული, ასევე წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური და მიმდინარე საკითხები.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა.

კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს (34 ახალგაზრდა) აერთიანებს, რომლებსაც დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავიათ და მათ შორის ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. კრებულში უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დევნილები თავად ყვებიან განვლილი გზისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. მათ შორის არიან: დემნა გვასალია, ანდრო ვეკუა, ნათია თოდუა, რუსუდან ჟორჟოლიანი და სხვები.

იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია. კრებული პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.