აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა

ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვეს.

ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი  მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება „მხოლოდ ქალები“ გაიმართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული 10 გამორჩეული ქალბატონის დაჯილდოება მოეწყო. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა.

ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო  კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო სადღესასწაულო სადილი.

მზრუნველობა მოკლებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, მათ დედის დღე მიულოცეს და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.

ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი მატჩი ამერიკულ ფეხბურთში

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი ამერიკულ ფეხბურთში კლუბ ,,თბილისის” გამარჯვებით დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი კლუბ ,,თბილისსა” და სოხუმის ,,მეომრებს” შორის გამართა.

ამხანაგური მატჩი ვაზისუბნის დასახლებაში, ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ჩატარდა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 19-18 კლუბ ,,თბილისის” სასარგებლოდ.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით დაჯილდოვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით ერთობლივად უკვე განხორცილებული და სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა წარმომადგენლობაში

      2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიას ორგანიზებით. შეხვედრას ესწრებოდნენ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე  რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

      შეხვედრაზე  .. საზღვარზე მიმოსვლის გართულებასა და ადამიანის უფლებების დაცვი კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაია ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გართულებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით  ინფორმირებული არიან და საკითხს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე გაიტანენ. „ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ყველაფერს რაც იქ ხდება, ახალი მოცემულობაა როცა ერისწყალის იქეთ მცხოვრებ ხალხს გაუჭირდა გადმოსვლა, რომლის ერთერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს აფხაზეთში ძველი ე.წ. პასპორტების ახლით ჩანაცვლების პროცესი.

       შეხვედრაზე საუბარი გართულებულ მიმოსვლასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხო, ისაუბრეს სერვისებზე, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ახორციელებ დევნილებისთვის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის.

ვახტანგ ყოლბაიამ რუხში, საოკუპაციო ხაზთან მოცვის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადეს USAID-ის და პროექტ „ზრდას“ წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის. შეხვედრის პარალელურად, ადგილობრივი ფერმერების მიერ მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოეწყო.

კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა შპს „აგორა“-მ USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით გასული წლის გაზაფხულზე მოაწყო. პროექტი 50-მდე ფერმერს ყოველწლიურად დაეხმარება მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველწლიურად 100 000-მდე კენკროვანი კულტურის მაღალი ხარისხის ნერგის წარმოება და გაყიდვა, ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგება კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით.

სანერგე მეურნეობაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თანამშრომლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია იმყოფებოდნენ.

წარმოამდგენლობაში თვის შემაჯამებელი თათბირი გაიმართა

2019 წლის 28 თებერვალს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში თვის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი გაიმართა. სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს აღნიშნულ პერიოდში მათზე დაქვემდებარებული სამსახურების მუშაობის  მოკლე ანალიზი. ყურადღება დაეთმო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის კომისიის“ (მომხს. ხელმძღვანელის მაოდგილე ნათია კოპალიანი), ”აფხაზეთის ა/რ-ის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის კომისიის (მომხს. აპარატის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ჭანტურია) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების კომისიების (მომხს. კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ წულაია) მუშაობის განხილვას. სხდომის თავმჯდომარემ, წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე (სასწავლო კურსები, ტრენინგ-სემინარები) და გამოთქვა მზადყოფნა მათთვის ამ მიმართულებით ხელშეწყობისათვის. ასევე, დასახა მომდევნო თვის სამუშაო გეგმები და პრიორიტეტები.

სოფელ რუხში მოცვის სანერგე მეურნეობა გაიხსნა

 

       2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ   USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ: რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

       აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ USAID-ის და პროექტ ,,ზრდას“  წარმოამდგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით, გასული წლის გაზაფხულზე, შპს „აგორა აგორა“-მ კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა მოაწყო. საერთო ჯამში სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100 000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი, სანერგე მეურნეობა, უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს დაეხმაროს მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში. სანერგე მეურნეობას საშუალება ექნება ადგილობრივი ბაზარი სრულად მოამარაგოს კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.

       სანერგეს გახსნის პარალელურად, ადგილობრივმა ფერმერებმა მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოახდინეს. შეხევდარს ასევე ესწრებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და სხვა დაინტერესებული პირები.

 

28 თებერვალს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა სამეგრელოში, სოფ. რუხში USAID ZRDA-ს მიერ მხარდაჭერილი, უმაღლესი ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა მოინახულა

28 თებერვალს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში, სოფელ რუხში მდებარე USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭრილი, უმაღლესი
ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა ოფიციალურად გახსნეს. USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭრილი, უმაღლესი ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა  სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარეობს. 2018 წლის გაზაფხულზე პროექტი USAID/Zrda შპს „აგრო- აგორა“-ს დაეხმარა აღნიშნული სანერგე/სადემონსტრაციო
მეურნეობის მოწყობაში. საერთო ჯამში, სრული დატვირთვით  ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100,000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი სანერგე მეურნეობა უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს მოემსახუროს და დაეხმაროს მათ, საერთო ჯამში მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის გაშენებაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგელობის თანამშრომლებმა, სოფ. რუხში მცხოვრებმა დევნილებმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა.

მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მორიგი ორთვიანი სტაჟირების შედეგი შეჯამდა. უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სამინისტრომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

ამ პროგრამის ფარგლებში, სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და იურიდიულ საკითხთა და ადამინური რესურსების მართვის სამსახურში ორთვიანი სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა: გვანცა მამუჩიშვილმა, შალვა ბერიანიძემ, ნინო ასანიძემ და გიორგი კეჩხუაშვილმა.

სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. მინისტრმა სტაჟიორების საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მათ სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.

 
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დევნილ საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ - განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ  მიმართულებებზე, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ხაზი გაესვა იმ ერთობლივ პროექტებს რომლებიც აფხაზეთის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

„ჩვენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების  დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან. შეხვედრებზე განხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის მუშაობის ანგარიში.

         წარმომადგენლობის მისია და სტრატეგიული მიმართულებები:

აღმოსავლეთ   საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ საანგარიშო პერიოდში დასახული მისიის განხორციელების უზრუნველსაყოფად  განსაზღვრული იყო შემდეგი პრიოროტეტული მიმართულებები:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ხელშეწყობა და დევნილი მოსახლეობის ინფორმირება (კონსულტირება) სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე;
  2. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოსახლეობასთან სისტემატიური კონტაქტის დამყარება, მათი საყოფაცხოვრებო/სოციალური პირობების შესწავლა/აღწერა შესაბამისი ბაზის შექმნა/განახლება და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იმ უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ზემოაღნიშნული საკითხების წარმატებით შესრულებაში, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაწევის ორგანიზება;
  4. უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობა და ამ მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა;
  5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობების გაცემა;
  6. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიურებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილ, წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა,  წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო და რეზერვისტთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
  7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

 

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დაგეგმვა;
  2. აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს გამორიდებულ, აფხაზური ეთნოსის მოსახლეობის სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სამართლებრივი და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა.

წარმომადგენლობის სტრუქტურა:

წარმომადგენლობის შემადგენლობა განისაზღვრება 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის: ხელმძღვანელი 1 (ერთი) ერთეული, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე 1 (ერთი) ერთეული, ხელმძღვანელის მოადგილე 2 (ორი) ერთეული,  სამსახურის უფროსი 6 (ექვსი) ერთეული, სამსახურის უფროსის მოადგილე 4 (ოთხი) ერთეული, ბუღალტერი 1 (ერთი) ერთეული, განყოფილების უფროსი 4 (ოთხი) ერთეული, უფროსი სპეციალისტი 31  (ოცდათერთმეტი) ერთეული და 12 (თორმეტი) შტატგარეშე თანამშრომლით.

         წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, აპარატი, საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორების სამსახური, სოციალური პროგრამების მართვის სამსახური, დევნილებთან ურთიერთობის სამსახური და რეგიონალური მართვის სამსახური განთავსებულია მისამართზე: – ქ. თბილისი, აღმაშენებლის 89/24, მე-13 სართული, ხოლო წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი კ. ხეთაგუროვის ქ. №2. წარმომადგენლობას გააჩნია ოფისი ქვემო ქართლის რეგიონში – შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, ვახუშტის ქ.№8.

წარმომადგენლობის კადრები მიღებული განათლების (კვალიფიკაციის) შესაბამისად წარმოდგენილია შემდეგნაირად:

           პედაგოგი - 11 ერთეული -22%;

იურისტი - 11 ერთეული - 22%;

აგრონომი - 8 ერთეული -16%;

ეკონომისტი 8 ერთეული - 16 %;

ინჟინერი 9 ერთეული - 18 %;

ბუღალტერი - 2 ერთეული - 4 %;

პოლიტოლოგი 1 ერთეული -2 %

დასაქმებულთა საშუალო ასაკი:

30-წლამდე - 2 დასაქმებული - 4%;

30-დან 40-წლამდე - 10 დასაქმებული - 20%;

40-დან 50-წლამდე - 10 დასაქმებული - 20%;

50-დან 60-წლამდე - 18 დასაქმებული - 36%;

60-დან 65-წლამდე - 10 დასაქმებული - 20 %

 

საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაო:

  ა) აპარატი:

  ა.ა)  შემოსულია 1809 წერილი:

  ა.ბ) გასულია - 1168 წერილი.

ა.გ) შიდა - 438.

          აპარატის მიერ განხორციელებულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და მოქალაქეებისაგან შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება და ადრესატებისათვის მიწოდება, ასევე, შესრულებული კორესპონდენციის დანიშნულებისამებრ გადაგზავნა და მათი შესრულების კონტროლი.

 

 

ა.ა) აპარატის იურიდიული კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება:

საანგარიშო პერიოდში  განყოფილების მიერ, შემუშავებული/მონაწილეობა იქნა მიღებული იქნა წარმომადგენლობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების პროექტების შემუშავებაში, ასევე, წარმომადგენლობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საკითხებზე მომზადდა ხელმძღვანელის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის - ბრძანების პროექტები, შეწავლილ იქნა პირადი კორესპონდენცია და მომზადებულ იქნა პასუხის პროექტები.

საანგარიშო პერიოდში, განყოფილების მიერ უზრუნველყოფილ იქნა მესამე სასამართლო შეტყობინებებზე რეაგირება და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებული წარმოების მასალების სასამართლოსათვის მიწოდება/განმარტებების გაკეთება.

      განყოფილების უფროსმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დროებითი საექსპერტო ჯგუფში „საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა’’, სადაც განხილულ იქნა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში (აპლიკაციის შევსების პერიოდულობა, გაკეთებული განაცხადების დაკმაყოფილების რიგითობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 320-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის ინიციატივების განხილვა და შეფასება). განყოფილების მიერ შესწავლილ და შეფასებულ იქნა (განხორციელდა შესაბამისი აქტივობები) საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და განხორციელდა რიგი კანონით გაწერილი სიახლეების დანერგვა, კერძოდ შეფასების სისტემის ამოქმედება, რომლის პროცესში კონსულტირება გაეწია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს თეურიულ და პრაქტიკულ ნაწილში.

აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ არაერთ მოქალაქეს გაეწია სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით (სტაჟის დადგენა, პირადობის მოწმობის აღება, მოქალაქეობის მიღება/აღდგენა, დევნილის სტატუსის მინიჭება/აღდგენა, ქონების რეგისტრაცია, მიწის ლეგალიზება და სხვა). განყოფილების მიერ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, განსაზღვრულ იქნა სტაჟიორთა კვოტა და პროფილი წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული საჭიროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით და უზრუნველყოფილ იქნა მათი განაწილების (სტაჯირების გავლის) პროცედურები. განყოფილების სტაჟიორს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ჩაუტარდა თეორიული სწავლება და პრაქტიკული მუშაობა.

            წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურთან ერთობლივად, მომზადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები კონკრეტულ წვევამდელებთან მიმართებით წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინა ხელმძღვანელს (გამოიცა აღნიშნული მექანიზმის მარეგულირებელი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი) ინდივიდუალურ, სამართლებრივი სახის აქტი.  უზრუნველყოფილი იქნა წარმომადგენლობის სარგებლობაში არსებული ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

       განყოფილება წარმოდგენილი იყო წარმომადგენლობაში შექმნილ სხვადასხვა სახის კომისიებში.

ა.ბ) აპარატის დევნილთა აღრიცხვისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ     საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელებისა და რეზერვისტების, სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახის წევრები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები)  შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის პერიოდულ განახლება, ასევე, ,,დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით  ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიაზე’’ შემოსულ განცხადებათა კატეგორიების მიხედვით დახარისხების ხელშეწყობა.

 

 

ბ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახური:

 

– აყვანილია  აღრიცხვაზე - 75

– მოხსნილია  აღრიცხვიდან -68

- გაიცა  რეზერვისტის დროებითი მოწმობა - 108

წვევამდელები:

- აყვანილია აღრიცხვაზე  –  523    წვევამდელი.

- მოხსნილია აღრიცხვიდან -  527  წვევამდელი.

 მათ შორის:

-გაყვანილია სამედიცინო კომისიის გასავლელად ცენტრალურ შემკრებ-  გამანაწილებელ პუნქტზე -  223 წვევამდელი.

-გაწვეულია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 83 წვევამდელი.

 აქედან:

შინაგან საქმეთა სამინისტროში– 25 წვევამდელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში14- წვევამდელი.

თავდაცვის სამინისტროს ხაზით -  15  წვევამდელი.

 

ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში- 5 წვევამდელი.

შსს დაცვის პოლიციაში-18   წვევამდელი.

ჩაუტარდა გაწვევა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში (საკონტრაქტო პროფესიულ სამსახური)-6 წვევამდელი.

გადაირიცხა რეზერვში ზღვრული ასაკით - 400 წვევამდელი.

სხვადასხვა მიზეზით-4

ნასამართლევი-11

გადაიგზავნა სხვა რაიონში- 11

სდსს-10

შსს-4

სუს-1

გარდაცვლილი-3

გადაიხადა მოსაკრებელი 7  წვევამდელმა.

- გაიცა წვევამდელის  სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა – 410 ც.

-საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურეობის წოდება მიენიჭა-163 წვევამდელს.

 - გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დროებითი საცხოვრებელი ადგილის და საზღვრის კვეთის დადგენის მიზნით  წვევამდელის  440 სახელობითი სია.

    ამასთან ერთად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს 56 წვევამდელის სია, რომელნიც  არ ცხადდებიან სამხედრო სამსახურში და შეგნებულად იგნორირებას უკეთებენ, როგორც ჩვენს მოთხოვნას, ასევე პოლიციის არაერთ გაფრთხილებას კანონის დაცვის შესახებ.

     გადაეცა სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის  4  წვევამდელის  საქმე.

       ჩატარდა გამწვევი კომისიის 47 სხდომა.  განხილული  იქნა საქართველოს კანონის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, (მუხლი 21, მუხლი 29, მუხლი 30-ის შესაბამისად სხვადასხვა სახის გადწყვეტილება 1093 წვევამდელზე.  

      სამსახურში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან (თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო)  შემოვიდა  905  წერილი,  რომლებზედას მოხდენილია შესაბამისი რეაგირება.

 

       გ) რეგიონალური მართვისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახური

       ორივე სამსახური დებულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას ანხორციელებს ურთიერთშეთანხმებულად, დაგეგმილ ღონისძიებებში, მიმდინარე დავალებების შესრულებაში ხელმძღვანელობისა და სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობით.

საანგარიშო პერიოდში, რიგ შემთხვევებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან ერთობლივად, ადგილებზე გასვლით, ვსწავლობდით რა დევნილთა სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს, ვეხმარებოდით მათ პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, ვშუამდგომლობდით ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ზემდგომი უწყებების წინაშე სხვადასხვა სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი პრობლემების, სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის დაცვის და ა.შ. მოგვარების მიზნით. შესწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო საცხოვრებელი შენობების ტექნიკურ მახასიათებლებზე, საცხოვრებლად ვარგისიანობაზე, მათ პრივატიზაციაზე, პრივატიზებული ბინების რაოდენობაზე, საერთო ფართზე, გაზიფიცირებაზე, ელექტრომრიცხველების განმხოლოებაზე, პრივატიზებულ საცხოვრებლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნაზე და იმ პრობლემურ და საყოფაცხოვრებოდ მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებსაც მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში სამართლიანად აყენებს უწყებების წინაშე. შესწავლის პროცესში ვარჩევდით საცხოვრებელ ობიქექტებს მათთვის მცირე სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელების ჩასატარებლად წარმომადგენლობის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. ასევე აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდით დევნილთა საცხოვრებელი ფართების თვითნებურად დაკავებისა და რიგ შემთხვევებში მათი გამოსახლების კანონიერების დადგენაში.

2018 წლის მდგომარეობით, დადგინდა რომ დაკავებული საცხოვრებელი ფართები პრივატიზებული აქვს 53 000 ოჯახს (21200 სული), სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილებულია 1100 ოჯახი (7000 სული).

მცირე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 25 დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტს, სამუშაოები გაგრძელდება 2019 წელსაც ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში.

წარმომადგენლობის სპეციალისტებისა და ქ. თბილისი ჩუბინაშვილის ქ.N30-ში განსახლებულ დევნილთა ერთობლივი მუშაობით ჩამოყალიბდა ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობა, რომლის შექმნისა და შემდგომში შუამდგომლობების მომზადების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას განცხადებით მოგვმართა მოსახლეობამ. მათ მიერ დაყენებული პრობლემურ საკითხთა ნაწილი გადაწყდა, ნაწილი კი გადასაწყვეტია, კერძოდ დაკავებული ფართების დაკანონება, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება 2019 წელსაც. ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა იქნება პრიორიტეტული მიმართულება 2019 წლის განმავლობაშიც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალების შესაბამისად,  ადგილობრივი თვითმართველობებიდან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობები, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების მერიები) ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაციები დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და მათ მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ათივე გამგეობიდან და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების ყველა თვითმმართველობიდან., მივიღეთ საკმაოდ ამომწურავი პასუხები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების შემდგომ შევდივართ ყველა პრივატიზებულ საცხოვრებლებში, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, რათა ხელი შევუწყოთ და ქმედითი დახმარება აღმოვუჩინოთ მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნაში, პარალელურად ვსწავლობთ აქ განსახლებულ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, საცხოვრებელი შენობების ტექნიკურ მახასიათებლებს. მონაწილეობა მივიღეთ ტრენინგში ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები’’, რომელიც ჩატარდა ქ. ზუგდიდში.                                       ქ. ბორჯომში, შ.რუსთვალის ქ. N107,  ,,მთის ხეობა’’, გ. ხანძთელის ქ. N30 შპს ,,ბორჯომის სამკურნალკო საწარმოო გაერთიანება’,’ ვაშლოვანის ქ. N2 ,,ყოფილი სამშობიარო’’, ვაშლოვანის ქ. N4 ,,ყოფილი სამშობიაროს შენობა N2’’, გორსა და გორის შემოგარენში განსახლებულ დევნილთა ჩასახლებებში. ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა  ლტოლვილთა დანიის საბჭოს ეგიდით, ღეისდღეისობით ჩვენი უშუალო ჩარევის შედეგად ქ. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შექმნილია 100-მდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. წარმომადგენლობაში შეხვადრაზე ვიწვევთ შექმნილი ამხანაგობების თავმჯდომარეებს, სადაც იგეგმება ღონისძიებები დევნილთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით. მომავალში იგეგმება სამუშაოების გაძლიერება ამ კუთხით და ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო წლის განმავლობაში. საკითხი დადებითად და ოპერატიულად გადაწყვეტის პროცესში თავი იჩინა ფინანსურმა პრობლემებმა, კერძოდ, ცნობილია ამხანაგობების დარეგისტრირება დაკავშირებულია ფულად თანხებთან 200-დან 300 ლარამდე, რომლის მოძიებაც ამხანაგობის თავმჯდომარეებს უჭირთ. საკითხის დარეგულირების მიზნით თანამშრომლობა გაგრძელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტთან.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ მ/წლის 9-10 იანვრის ღამეს სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში, მძლავრმა ქარიშხალმა სახურავი გადახადა ვაზიანის დასახლებაში და ხაშურში სანატ. ,,სურამი’’-ს დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს, აღდგენითი სამუშაოები დასრულდა 2-3 დღეში. სამხედრო ქალაქ ვაზიანის ტერიტორიაზე განსახლებული დევნილები გამოთქვამენ ერთგვარ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ არ უმტკიცდებათ საცხოვრებელი ფართები. უკვე დასახლებას არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი-სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსი. აღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით,  მოსახლეობამ კოლექტიური განცხადებით მიმართა სამხარეო ადმინისტრაციას, დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას.  ყველა ჩამოთვლილი უწყება გავაგრძელებთ მუშაობას 2019 წელსაც პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე.

                  წარმომადგენლობის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი  სამსახურების მიერ დადებითად გადაწყდა ქ. ბორჯომში, სოფელ ვაშლოვანაში, საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ დევნილთა კოლექტიურ განცხადებაში მოყვანილი ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი, რომელიც შეეხებოდა ახლადგარემონტებული შენობის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების არასრულფასოვნებას. აღნიშნულის გადაწყვეტაში მხარი დაგვიჭირა ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობამ, პრობლემა გამოიწვია წყალმომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ-ექპლოატაციაში გაშვების თანავე, შედეგად ჩაირეცხა კედლები, ჩამოცვივდა ბათქაში. დღეისათვის აღდგენითი სამუშაოები შესრულებულია. ამ მიმართულებით მოსახლეობის  მოთხოვნა, რომელსაც ისინი აყენებდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წინაშე მოიხსნა, მაგრამ თავი იჩინა ახალმა ხარვეზმა, რაც გამოიხატა შენობის წყალმომარაგების სათაო ნაგებობის დაზიანებაში და სასმელ წყალში ანტისანიტარული ნარჩენების მოხვედრის საშიშროებაში. ჩვენი სპეციალისტების და ბორჯომის წყალმომარაგების კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილებით აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა, წარმომადგენლობის მიერ გამოყოფილი მცირე-სარემონტო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხებით.

            წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა და შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევის (პირველადი მოთხოვნილების მედიკამენტების უსასყიდლოდ გადაცემა) პროგრამის განხორციელებაში, კერძოდ, ჩატარდა აქცია ქ. ბორჯომში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში, ქ. გურჯაანში. ქ. რუსთავში, ქ. ხაშურში, ქ. თეთრიწყაროში. სულ 1000-მდე ბენეფიციარს გაეწია სამედიცინო მომსახურება. ორს კი გადაეცა ინვალიდის ეტლი უსასყიდლოდ. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები დევნილთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის კუთხით.

აქტიური მონაწილეობა მივიღეთ წიგნის ,,მომავლისათვის მარადისობაში’’ გამოსაცემად მასალების მოგროვებაში, ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა საბრძლო მოკვლევა შესაბამისი სურათებით 365 ომში დაღუპულ მამულიშვილზე, ასევე მოძიებულ იქნა წინა გამოცემაში გამორჩენილი სურათები 55 მებრძოლზე.

შინაარსიანი და ბავშვებისათვის სასიხარულო, საზეიმო განწყობის შემქმნელი გამოდგა ქ. რუსთავის მერიის მიერ დაფინანსებული სპექტქკლი ,,კონკია’’, რომლის წარმოდგენაზე დაესწრო 85 დევნილი ბავშვი, რომელთაც ასევე გადაეცათ საჩუქრები. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო წარმომადგენლობის ქვემო ქართლისა და კახეთის განყოფილების მიერ. იგივე სპექტაკლი წარმოდგენილ იქნა ქ. თბილისში თეატრ ,,თეთრი ტალღას’’ მიერ.  ორგანიზება გაუწიეთ წინასაახალწლო დღეებში 100-მდე დევნილი ბავშვის დასწრებას, მათვე გადაეცათ საჩუქრები. წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებითთბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრმა დევნილი ბავშვებისათვის გამართა ორი საქველმოქმედო წარმოდგენა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეკტაკლს დაესწრო 60-მდე მოზარდი მშობლებთან ერთად. ასევე ორგანიზაებული იქნა 200-მდე დევნილი ბავშვის დასწრება ანსამბლ ,,გვირილა’’-ს კონცერტზე, რომელიც ჩატარდა მთაწმინდის პარკში, 350 დევნილის დასწრება აფხაზეტის სიმრერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე, რომელიც ჩატარდა თბილისის საკონცერტო დარბაზში.

            საანგარიშო პერიოდში 55 (ორმოცდათხუთმეტი) დევნილს გაეწია კონსულტაცია სახელმწიფოს მიერ მათ შესახებ შემუშავებული პროგრამებისა და სტრატეგიის ფარგლებში. არაერთ სტუდენტს გაეწია შუამდგომლობა სწავლის (სტუდენტის სტატუსის) აღდგენის, საფასურის ეტაპობრივი გადახდის, გადანაწილებისა და სხვა მათ წინაშე მდგომი პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლად დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით  41 (ორმოცდაერთი) დევნილს (დევნილთა ჯგუფს) გაეწია სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მათი ორგანიზების, ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროსა და ,,აწარმოე საქართველოში’’; „დანერგე მომავალი“ პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებით როგორც ქ. თბილისში, ასევე, ბორჯომში, ახალციხეში, გორში, ხაშურში, თელავში, გურჯაანში, ბოლნისში და გარდაბანში. მივაწოდეთწინადადებები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

         ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში ყოფნისას, აქ განსახლებული დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესწავლასთან ერთად იგპ-ებს ადგილზე შევავსებინეთ განცხადებები ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე სოციალური კატეგორიების მიხედვით, დღეისათვის მათი აბსოლიტური უმრავლესობა დაკმაყოფილებულია, ანალოგიური მიდგომები გაგრძელდება 2019 წელსაც.

            მიმდინარე წლის 16 მარტს მონაწილეობა მივიღეთ არტილერიის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ გმირთა მემორიალი. ორგანიზება გაუწიეთ ომის ვეტერანებისა და დევნილი მოსახლეობის ორგანიზებულ დასწრებას ამ დღისადმი მიძღვნილ კინო ჩვენებაზე, რომელიც ჩატარდა კინო სახლში. ასევე  გვირგვინით შევამკეთ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი ქ. რუსთავში 2018 წლის 7 მარტს.  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზება გავუწიეთ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისს და მასზე დევნილი მოსახლეობის დასწრებას ქ. თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში,  ქ. გარდაბანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ქ. ბორჯომში წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში. ასევე, გვირგვინით შევამკეთ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი ქ. რუსთავში, აქვე გაიხსნა გმირის სახელობის სკვერი. აქტიური მონაწილეობა მივიღეთ ვეტერანთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამაგიდო თამაშებში - ჭადრაკი, ნარდი.

            მონაწილეობა მივიღეთ და ორგანიზება გავუწიეთ დევნილი მოსახლეობის დასწრებას სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ მასობრივ ღონისძიებებზე.როგორებიცაა საკალათბურთო გუნდი ,,სოხუმი’’-ის მიერ ჩატარებულ მატჩებზე. ასევე სოხუმის გამზირის გახსნაზე, სპექტაკლზე, რომელიც გაიმართა ,,გრიბოედოვის’’ სახელობის სახ. თეატრში, აფხაზეთიდან დევნილი, გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოვებაზე 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღეთ დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, კონფერენციაში ,,ოკუპირებული აფხაზეთის ,,სოციალურ-ეკონომიკური’’ მდგომარეობა და პრობლემები, სამეცნიერო კონფერენციაში ,,კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე’’.  წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მონაწილეობა მივიღეთ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, მცირე სამუშაო ჯგუფები ყოველკვირეულად ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. მონაწილეობა მივიღეთ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების  სულის მოსახსენიებელ პარაკლისში, რომელიც აღევლინება ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

            აქტიური მონაწილეობა მივიღეთ, ვეტერანის დღესთან დაკავშირებული, გმირთა მემორიალის დეკორატიული მცენარეების დარგვა-გამწვანებაში ქ. რუსთავში, ასევე, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტისა და მასზე ვეტერანთა დასწრების ორგანიზებაში. მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ფულადი თანხები გადავეცით ომის მონაწილეს, ასევე ორგანიზება გაუწიეთ მათთვის აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ გამოყოფილი საჩუქრების  გადაცემას ადგილებზე.

დევნილთა დასწრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა გაუწიეთ შეხვედრას დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რომელიც ჩატარდა საქართველოს ომისა და სამხედრო ზალების ვეტერანთა კავშირ ,,სამშობლო-ს’’ მიერ. აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ორგანიზება გავუწიეთ 400-მდე ბენეფიციარის ჩართულობას სააღდგომო და საახალწლო (სოციალურად დაუცველი კატეგორიების მიხედვით) ნობათის მიღებაში, რომელიც ჩატარდ

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის საქმიანობის მიმართულებები.

            აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა არის უფლებამონაცვლე ყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების: ქ.სოხუმის მერიის; ქ.სოხუმის რ-ის გამგეობის; ქ. გაგრის მერიის ; ქ. ოჩამჩირის; ქ.გალის; ქ. გუდაუთის, რომლის უფლებამოსილება ვრცელდება ქ.თბილისის, კახეთის, ქვემო-ქართლის,შიდა ქართლის,მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა:ქმედითი და ფუნქციურად დატვირთული დაწესებულებაა. წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: დევნილის( სტატუსის მაძიებლის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა; დასკვნის გაცემა;ცნობის გაცემა; ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა კატეგორიების მიხედვით: 1. მეორე მსოფილო ომის ვეტერანები, 2. მარჩენალდაკარგულები,3. პირველიჯგუფის ინვალიდები. 4. ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი ოჯახში,5. დედ-მამით ობოლი ბავშვები, 6. უნარ შეზღუდული ბავშვები და სხვა განსაკუთრებული შემთხვევები; მცირე- სარემონტო სამუშაოების დაფინანსება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში; სავალდებულო სამხედრო და არა სამხედრო სამსახურში 18-27 წლამდე დევნილ წვევამდელთა მოძიება-აღრიცხვა-გაწვევა; დევნილთა საერთო აღრიცხვა და ანალიტიკა; დევნილების სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შესახებ ინფორმიერება; კონსულტაცია; სამართლებრივი დახმარება; შუამდგომლობა სხვა სახ-ფო ორგანოებთან; თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ტრეინინგ-სემინარების გამართვა უნარ-ჩვევების, სიახლეების და სხვა მიმართულებების და სერვისების დასამკვიდრებლად; ქ.თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა-ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში მჭიდრო თანამშრომლობა კომპაქტურად განსახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან: მათი კონსულტირება, ინფორმიერება , სერვისების გაცნობა, ინფორმაციის მიღება- განახლება, პრობლემებზე რეაგირება-შუამდგომლობა და სხვა. ჩვენი მიზანია დევნილთა მიმართულებით მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებისათვის ახალი სერვისების დანერგვის, არსებულის მოდერნიზაციის და ბევრი სხვა ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გატარება.

შეხვედრა დევნილებთან ცაგერის მუნიციპალიტეტში

2019 წლის 27 თებერვალს წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფორსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირინე წიფიანი ცაგერის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.