წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

2019 წლის 27 თებერვალს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში დროებით განსახლებული, აფხაზეთიდან დევნილი, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 24 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3650 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება მარტის თვეში.

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებზე. აგრეთვე ისაუბრა იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. „ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობა, ყურადღება და მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას სჭირდება, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და მათ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან გამართულ შეხვედრებზე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავდა.

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის  25 თებერვალს  აფხაზეთის   ა/რ   ფინანსთა   და  ეკონომიკის   სამინისტროში  გაიმართა   მორიგი   სამუშაო   თათბირი.   მინისტრმა  მურმან ფარფალიამ  მოისმინა  სტრუქტურული   ქვედანაყოფების  ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული     კვირის  განმავლობაში   გაწეული   მუშაობის   შესახებ.  მან   აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში  გასულ კვირას გაიგზავნა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტში.  ასევე აღნიშნა, რომ ა/წლის მარტის  თვეში იგეგმება აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები სოციალური პროექტის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დასაბყრობად შემოიჭრა. საოკუპაციო ძალებს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები დაუხვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. შეტაკებებისას იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და  საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

შეხვედრა საპენსიო  სააგენტოს დირექტორ ლევან სურგულაძესთან

 

     2019 წლის 22 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძეს, მის მოადგილეებსa და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის. სამუშაო შეხვედრა ეხებოდა დაგროვებითი პენსიის არსსა და მის უპირატესობებს. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ მოწვეულ სტუმრებს სქემის დეტალური ანალიზი წარუდგინა, რომელიც მოიცავდა სისტემაში რეგისტრაციის პროცესს, საპენსიო დანაზოგის გამოტანის მექანიზმებს, საპენსიო სააგენტოს სამომავლო გეგმებს, საკანონმდებლო ცვლილებებს და ა.შ.
    ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი მერაბ ჩაკვეტაძე.
     აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტო მომავალშიც განაგრძოს საინფორმაციო კამპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა.

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დასაბყრობად შემოიჭრა. საოკუპაციო ძალებს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები დაუხვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. შეტაკებებისას იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და  საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა.

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დასაბყრობად შემოიჭრა. საოკუპაციო ძალებს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები დაუხვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. შეტაკებებისას იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და  საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო „რეგიონალური ბიზნეს კონფერენციის“ მუშაობაში

მიმდინარე წლის 25 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მოწვევით წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო „რეგიონალური ბიზნეს კონფერენციის“ მუშაობაში, რომელიც ჩატარდა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.

აღსანიშნავია, რომ      პროექტი მოიცავდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს,  ჩატარდა ტრენინგ სემინარები მეწარმე ქალებისათვის  ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში:   მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სიახლეები,  საკანონმდებლო და საგადასახადო  საკითხები , მარკეტინგი, ბაზრის კვლევის ტექნოლოგიები, საბუღალტრო აღრიცხვა, , ლიდერობის უნარები, ბიზნეს გეგმის მომზადება  და პრეზენტაცია.    ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეს,  სამეურნეო პროდუქტების წარმოების მოთხოვნებს და ნორმებს DCFTA.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებიდან 9 აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირი გახლდათ, რომლებმაც აღნიშნული ტრენინგების გავლის შემდეგ სხვადასხვა პროგრამებიდან მოიპოვეს  დაფინანსება საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებისათვის.

კონფერენციის ფორმატში გაიმართა დისკუსია თემაზე „იმერეთის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, რომელშიც წარმომადგემნლობის ხელმძღვანელმაც მიიღო აქტური მონაწილეობა.

შეხვედრა დევნილებთან ტყიბულში

2019 წლის 25 თებერვალს წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფორსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირინე წიფიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

რუსთავში ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა

რუსთავში, ქალაქის მერიის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ფიროსმანის ქუჩაზე, საქართველოს დამსახურებული არტისტის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, მისმა შვილმა და შვილთაშვილმა გახსნეს. ჯუმბერ ყოლბაიას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ანსამბლ „ფაზისის“ წევრები, ჯუმბერ ყოლბაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ჯუმბერ ყოლბაია ანსამბლ „რუსთავის“ დაარსების დღიდან მისი წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ვოკალურ ანსამბლ „ფაზისს“, იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მის მიერ ქალაქ რუსთავში ბავშთა გუნდი „ჩაკრულო“ დაარსდა.

ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2016 წელს, რუსთაველ ლოტბარს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, დამსახურებული არტისტის, ჯუმბერ ყოლბაიას სახელი მიენიჭა ასევე წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლსაც.

იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „ჯარისკაცები“ გამართა. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული და აფხაზური სიმღერები. საღამოში ასევე, მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა რომლებიც ფოლკლორის ეროვნულ სკოლაში უფასოდ ეუფლებიან ცოდნას.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ლექცია თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ წაიკითხა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ლექცია თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ გაიმართა. ლექცია ძირითად თემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ წაიკითხა.

მოხსენებაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ლექციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლექციის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის ორგანიზებით გაიმართა მთელი რიგი გასვლითი სამთავრობო სხდომები, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის ორგანიზებით გაიმართა მთელი რიგი გასვლითი სამთავრობო სხდომები, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მოისმინეს ყველა უწყების ანგარიში განვლილი 2018 წლის სამუშაო მიმდინარეობის და შესრულების შესახებ. წარმოადგინეს 2019 წლის სამუშაო სამოქმედო გეგმა. ასევე დიდი ყურადღება დაეთმო სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული უფროსი და უმცროსი რანგის დონის საჯარო მოხელეების მაქსიმალურ ჩართულობას, შესაბამისი უნარების,ცნობიერების და აქტივობის ამაღლების კუთხით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ყველა უწყებებში მიმდინარე სამსახურეობრივ მიმართულებებებზე დევნილ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის.

დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.  ღონისძიებაზე დიმიტრი გულიას მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ ისაუბრა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია დაესწრნენ.

დიმიტრი გულია 1874 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ უარჩაში დაიბადა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდია დიმიტრი გულიას ღვაწლი აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი.

დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს მან პირველი აფხაზური თეატრალური დასი ჩამოაყალიბა.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიავაგებთ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად, 22 თებერვალს გიორგი უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურთან თანამშრომლობით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შემოქმედებითი საღამო გამართა. საღამოს მხარდამჭერი იყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. საღამოს უძღვებოდა გიორგი უშიკიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ჯგუფი „კოდორი“; ლია ხუნწარიას, ანა ბაჯიაშვილისა და სოსო მახარაძის ტრიო; ანსამბლ ,,ლაშარელას" მოსამზადებელი ჯგუფი; გოგონათა ანსამბლი ,,ამარტა".
საღამოს მსვლელობისას აფხაზეთის ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. მათ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მომღერალ გიორგი უშიკიშვილს საღამოს ორგანიზებისათვის.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ღვინჯილია, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და სხვ.