ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, "კარფური"-ს წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 100 წელს გადაცილებულ ვეტერანს- არტემ კოპალიანს ოჯახში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო გამარჯვების დღე. ადამიანებს, რომლებსაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდებათ. ფაშიზმზე გამარჯვება დიდი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში, საქართველომ მასში უდიდესი მონაწილეობა მიიღო და დიდი დანაკლისიც განიცადა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად იცხოვრონ. მინდა მათ დღეგრძელობა და მხნეობა ვუსურვო" -განაცხად ლევან თევზაიამ.

სასაჩუქრე კალათები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ასევე, წარმატებულ ვეტერან მეწარმეებსა და ექიმებს კომპანია ,,კარფურის" მხარდაჭერით გადაეცათ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი იმყოფებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან ერთად აღავლინა.

წირვის დაწყებამდე, სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო საჩუქრები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარემ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ყოველწლიურად ხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანჯოუში შეხვედრები გამართეს

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის  მთავრობის  წარმომადგენლები  ქალაქ გუანჯოუს მთავრობის წევრებს და  მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო გამოფენას “Canton fair 2024” დაესწრნენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას ქალაქ გუანჯოუს მუნიციპალიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და გამოფენაზე წარმოდგენილი სამეწარმეო კომპანიები გააცნეს.

გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს  სისტემაში შემავალი "სსიპ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს " ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.

"Canton Fair" არის ყველაზე დიდი სავაჭრო გამოფენა ჩინეთში, რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ.

ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ინდუსტრიის მწარმოებლებისა და მომწოდებლებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანჯოუში შეხვედრები გამართეს

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის  მთავრობის  წარმომადგენლები  ქალაქ გუანჯოუს მთავრობის წევრებს და  მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს ”ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ჩინური მხარის მიერ  საქართველოში ვიზიტის და  ვითარების ადგილზე გაცნობის სურვილი გამოითქვა.

მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე გუანჯოუს რამდენიმე ყველაზე მძლავრი მსუბუქი მრეწველობის საწარმო დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ სააღდგომო ნობათები დაარიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 900-მდე ოჯახს, საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.

სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად რიგდება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს ესტუმრნენ და სააღდგომო ნობათები პირადად გადასცეს.

სააღდგომო ღონისძიებებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, სენაკის დევნილთა განსახლების ადგილას (ე.წ. სამხედრო დასახლებაში) მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სსიპ - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს, დირექტორსა და მასწავლებლებს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანდუნის პროვინციაში შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გუანდუნის პროვინციაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.  

შეხვედრისას მხარეებმა საინვესტიციო ჭრილში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.

აღნიშნული სავაჭრო ცენტრი უმსხვილესია გუანდუნის პროვინციაში და სხვადასხვა პროდუქციის მეწარმეთა ასოციაციას აერთიანებს.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში, სენაკსა და ფოცხოეწერში განსახლებულ დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

დღესვე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სასურსათო პროდუქტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ქვეპროგრამის „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ 2024 წლის II ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;

ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები,მაგისტრანტები) სტუდენტები;

ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით:

ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში

(მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +995 577 09 22 39

იხ. განცხადების ბლანკი: https://shorturl.at/tyKLV

იხ. ვრცლად: https://shorturl.at/rAIS5

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ხელმძღვანელთან,  საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ქალაქ გუანჯოუში, ბექა მიქაბერიძესთან გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელშეწყობის, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და მეწარმეების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელის ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თემაზე „ახალი პიესა აფხაზეთზე“

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლებისა და დრამატურგების აღმოჩენა და საუკეთესო პიესის გამოვლენა.

საკონკურსო ნაწარმოების თემა: აფხაზეთი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ავტორისეული ხედვა;

პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს გამოცემული ან დადგმული;

 ️პერსონაჟების რაოდენობა: არაუმეტეს ცხრა პერსონაჟისა;

ქრონომეტრაჟი: არაუმეტეს 90 წუთისა;

თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეუძლია;

საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაწარმობებს, ავტორისა და კომისიის წევრების თანდასწრებით, წაიკითხავენ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, რის შემდეგაც მოხდება წაკითხული პიესების განხილვა;

კომისიის წევრები, დახურულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ ერთ საუკეთესო პიესას;

კონკურსში გამარჯვებული პიესის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2500 ლარის ოდენობით;

კონკურსში გამარჯვებული პიესა დაიდგმება სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.

საკონკურსო პიესების შესახებ განაცხადებები მიიღება 2024 წლის 30 აპრილიდან.

წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 28 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკონკურსო პიესის ელ: ვერსია (ფონტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11).

საკონკურსო განაცხადები მიიღება:
ელექტრონული ფორმით - მისამართზე: meca@abkhazia.gov.ge
მატერიალური სახით - მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის №68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

საკონტაქტო ტელ: +995 577 34 85 34; +995 577 09 21 27 

დავით ფაცაცია პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მონაწილეებს შეხვდა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით ქ. ბათუმში პროექტი - „ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მოლაპარაკებების ხელოვნება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ევროპული პერსპექტივის კონტექსტში და მასმედიის გავლენა კონფლიქტების დარეგულირებაზე. ასევე, ღონისძიებით დაგეგმილი სემინარები მონაწილეებს მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას პროექტების წერის, PR დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით.

პროექტის გახსნით ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

 

აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შპს,,შანი" საოჯახო მედიცინის ცენტრში, აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ 100-ზე მეტ პირს მაღალკვალიფიციური ექიმი სპეციალისტების 300-მდე კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულებისამებრ ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების ღონისძიება ჩატარდა
დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღინიშნა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა
 
▪️აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში, ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტთან ერთად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა და უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით გამწვანების აქცია მოაწყო.
▪️ქუთაისში, შერვაშიძის N53-ში მდებარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის შენობა და ეზო ესაზღვრება შერვაშიძის ქუჩაზე არსებულ ახალ დასახლებას, სადაც ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.
სწორედ ამიტომ, ღონისძიების მიზანი იყო აღნიშნული დასახლების მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ნარჩენებისგან, შესაძლებლობის ფარგლებში უნივერსიტეტის მიმდებარე სივრცის გამწვანება და ეკოლოგიური მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
გამწვანების აქციისთვის საჭირო ფიჭვის, კვიპაროსი, ტუიასა და ბზის ნერგები სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“-მ უზრუნველჰყო.