ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა 10 წლის იუბილე აღნიშნა

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“-მა, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართა. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“ კონცერტზე წარადგინა აკადემიური მიმართულებები, როგორიცაა: საფორტეპიანო, კამერული ანსამბლი, სიმებიანი, სოლო-სიმღერა, საგუნდო, სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებები და „საოპერო სიმღერის სახლი“. კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში, ასევე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 


კონცერტს ესწრებოდა ახაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც პედაგოგებსა და სკოლის დირექტორს თამარ ახალიას, კონცერტის ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს, გადასცა მადლობის სიგელები, ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის. 


„დღევანდელმა კონცერტმა დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა თითოეულ ჩვენთაგანში. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარ ახალაიას ამდენი წლის დაუღალავი შრომისათვის და ჩვენს მხარდამჭერებს გვერდში დგომისათვის“, - განაცხადა მუსიკოსმა ნათია ბედენაშვილმა. 


სკოლა ქ. თბილისში 2018 წელს დაფუძნდა ქ. სოხუმის №1 და №2 მუსიკალური სკოლების ბაზაზე. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდ ნაწილს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ. ამიტომაც თითოეული მათგანი დიდი ყურადღებითა და სიყვარულით ეკიდება აფხაზურ სიმღერებსა და ცეკვებს, მის ტრადიციებს. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა დღევანდელ საიუბილეო კონცერტზეც.

კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ინოთეატრ ,,კავეა ისთ ფოინთში’’აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ბავშვები ფილმის ჩვენებას დაესწრნენ

4 ივნისს,  კინოთეატრ ,,კავეა ისთ ფოინთში’’,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 ბავშვი დაესწრო ფილმის ჩვენებას ,, სუპერ აგენტი ძაღლები’’.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი-დათვალიერება მოაწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კონგრეს-ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი-დათვალიერება გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მთავარი ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე; აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია; ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სოლისტი და ამჟამად ანსამბლ „სიონის“ მთავარი ქორეოგრაფი მაია მამალაძე; ჟიურის თავმჯდომარე იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურს-დათვალიერებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანa ქვაჩახია ესწრებოდა.

ჟიურიმ კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შორის გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა:
1. ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“. ქორეოგრაფი - ბადრი უგრეხელიძე (ჟიურის რჩეული);
2. ქართული ცეკვის კომპანია „იბერი“ სამხატვრო. ხელმძღვანელი - დევი ადეიშვილი. ქორეოგრაფები: ნინი სიმონიშვილი და თემურ სილაგაძე (საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი);
3. გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლის ქორეოგრაფული ანსამბლი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამიონისტროს რჩეული);
4. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“. ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია (აფხაზური ცეკვის საუკეთესო შესრულება);
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1“. ქორეოგრაფი ოლია წურწუმია (აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის რჩეული);
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ -ის ანსამბლი „ალაშარა“. ქორეოგრაფი: მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია (მაყურებლის სიმპათია);
7. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკასიონი“ ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე ( მადლობის სიგელი).
ამასთანავე, კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე შვიდივე კოლექტივს მონაწილის სიგელი გადაეცა.
კონკურს-დათვალიერების მიზანი იყო აფხაზეთის დამსახურებული ქორეოგრაფების საქმიანობისა და მათ მიერ ხელოვნების ამ დარგში მიღწეული შედეგების წარმოჩენა, ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში.

აფხაზეთის რაგბის ფედერაციამ ასპინძაში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩაატარა

აფხაზეთის რაგბის ფედერაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ კლუბ „ტაოს“ ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდები, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები. სტუმარ-მასპინძლებმა ძალიან საინტერესოდ იასპარეზეს და შეიძლება ითქვას, რომ რაგბის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.


რაგბის ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 14 აპრილს აფხაზეთის რაგბის ფედერაცია დაარსდა. ფედერაციის უმნიშვნელოვანესი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, მათი ჩართვა რაგბის სპორტულ სექციებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ფიზიკურად ძლიერი, ჯანსაღი თაობის აღზრდა. ახალგაზრდა სპორტსმენები მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალსა და სარაგბო ტურნირში ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც.

კიდევ ერთი ლამაზი დღე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  1 ივნისს,      აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და   ვაკის რაიონის გამგეობასთან კოორდინირებული მუშაობით,  აფხაზეთიდან დევნილი 6 დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები  ვაკის პარკში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ. ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენი ბავშვებისთვის.201

ასპინძაში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

ასპინძის სარაგბო ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 250 მოზარდი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის რაგბის ფედერაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 14 აპრილს დაარსდა. ფედერაციის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლისღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად  უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო აქციის  მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.  ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალეკო ჩიკვაიძე გაეცნენ.

 

 

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის  ხელშეწყობით ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

        სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

ფოთში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი,  პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი,  ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად  უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე  მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა

კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო გამოკვლევების  მიმდინარეობას გაეცნენ  და დევნილ მოსახლეობას შეხვედნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,   ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალეკო ჩიკვაიძე . მათ ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს

 

 

ვახტანგ ყოლბაია ანა კაპელოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქრთველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პოლიტიკულ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროს ანა კაპელოს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით გამოწვეულ ვითარებაზე და ბილინგვური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლს  საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საფუძველის ჩაყრას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფონდ „GSH"-ის დამფუძნებლის შოთა შალელაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონში ბავშვთა და მოზარდთა  სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციასა და გარემოში მათ სრულყოფილ ადაპტაციას ითვალისწინებს. ცენტრი აღჭურვილი იქნება 40 სტაციონარული და 80 ამბულატორიული პალატით და წლის განმავლობაში 1800-დან 2000-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი ოთხოზორიების ოჯახს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. გიგა ოთხოზორია ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა

მიმდინარე წლის 31 მაისს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს

ბავშვთა  დაცვის  საერთაშორისო  დღის  აღსანიშნავად,  1 ივნისს  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის  გამგეობა  ვაკის პარკში,  გამგეობის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა გასართობ ღონისძიებაზე ეპატიჟება ვაკის რაიონში დროებით მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მოზარდებს.