აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ეკა ხოფერია საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში ამერიკის საელჩოსა და მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომლის ინიციატორიც ამერიკის საელჩო იყო, ესწრებოდნენ:   სპეციალური სტუმარი ვაშინგტონიდან, ევროპის ფინანსური დახმარების კოორდინატორი მარია ლონგი, ამერიკის საელჩოს პროექტების ხელმძღვანელი თამარ ხერგიანი, PH-international-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და პროექტების ხელმძღვანელი გიორგი ორკოდაშვილი.

შეხვედრაზე საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები - ონლაინ სკოლა, დისტანციური სწავლება , ინგლისური ენის კურსები დევნილი სტუდენტებისათვის და სხვ. - განიხილეს. მათი შედეგების გაანალიზებისა და შეჯამების შემდეგ კი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამერიკის საელჩო საქართველოში  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდამჭერია.