აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ნანა გაბელია თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორს ჯან გურაის შეხვდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორთან ჯან გურაისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნული დიპლომატიური ორგანიზაციის მიზანია მხარი დაუჭიროს იმ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ვისაც თურქული ენის, კულტურისა და ხელოვნების სფეროში სურს განათლების მიღება.

შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის „ჩემი არჩევანია თურქული“ ფარგლებში, განიხილეს აფხაზეთის სკოლების ჩართულობის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

მინისტრის განცხადებით, მსგავსი ხასიათის თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სამინისტრო მზადაა ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით მოზარდების აქტიურ ჩართულობას.

სამუშაო შეხევდრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე ესწრებოდა.