აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

ფრიდონ თოდუას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდასულ რაღაც ოთხი თვეა, რაც ჩვენს შორის არ არის ფრიდონ თოდუა, საყოველთაოდ ცნობილი ქართველი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერი, ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, უბადლო ორგანიზატორი და, ამავე დროს, თითქოს ერთი რიგითი ქართველი, უზომოდ შეყვარებული თავის ხალხსა და ქვეყანაზე, გამორჩეული პიროვნული თავმდაბლობით, გულმოწყალებით, კაცთმოყვარეობით, სხვისი ჭირისა და ტკივილის გათავისებით.ბატონი ფრიდონის ამ ადამიანურ ღირსებებზე შემთხვევით არ გამიმახვილებია ყურადღება. მასთან მრავალწლიანმა საქმიანმა და მეგობრულმა ურთიერთობამ დამარწმუნა, თუ რაოდენ დიდი იყო მასში უბრალო, ხელმოკლე, დაუცველი ადამიანების დახმარების სურვილი და რა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, მადლიერი პაციენტების ბედნიერი სახეები.ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიქმნიდა კომფორტს, თავიდან აგაცილებდა ყოველგვარ უხერხულობას და თუ იქით ვერ გაუბედავდი, ან ვერ შეკადრებდი, აქეთ შემოგთავაზებდა მისთვის ჩვეულ უანგარო დახმარებას, თანადგომას... ასე შემოგვთავაზა მან მის მიერ დაარსებულ, საქართველოს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ანუ ფრიდონ თოდუა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შორის, რომელსაც ჩვენი დახმარების სურვილი თავად გაუჩნდა. სამხრეთ კავკასიის ამ ყველაზე წარმატებულ კლინიკაში სამედიცინო კონსულტაციებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს დღესაც უსასყიდლოდ იტარებენ ჩვენი დევნილები, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული ბენეფიციარები, რომელთა შორის უმეტესობა ეთნიკური აფხაზია.ბატონი ფრიდონი იყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა აფხაზ ეთნოსს, მის ისტორიულ და გენეტიკურ წარმომავლობას. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში განსაკუთრებულ როლს ჯანდაცვას ანიჭებდა და ეს კარგად იცოდა ყველამ როგორც თბილისში, ასევე სოხუმშიც, გალშიც და სამაჩაბლოშიც. სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე აფხაზ კოლეგებთან, რომლებიც ენდობოდნენ და უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ ამ მსოფლიო მასშტაბის მედიკოს-მეცნიერს, ეამაყებოდათ მასთან ურთიერთობა, ითვალისწინებდნენ მის პროფესიულ რჩევებს.ბატონი ფრიდონის აქტიური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა მისი მშობლიური, ზუგდიდის რაიონის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობას. კლინიკა, მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების ნათელი დასტური უნდა ყოფილიყო და მას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯის ფუნქციაც უნდა ეტვირთა. მძიმე ავადმყოფიც კი ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას და ამით მიგვანიშნებდა მისი ცხოვრების უმთავრეს ნიშნულზე - დიდი ხელოვნებაა, დანერგო მშვენიერი იდეები, რომლებიც ადამიანთა ბედნიერებისთვის ყველაფრის შეწირვას მოითხოვს.
ფრიდონ თოდუას, საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხის კეთილდღეობას შეწირულ ადამიანს ზედმიწევნით მიესადაგება ერთ-ერთი ბრძენის სიტყვები - ექიმს ეპატიება, უმკურნალოს სხვას, მაგრამ თვითონ არ იყოს ჯანმრთელი.
სხვის ჯანმრთელობაზე მზრუნველს საკუთარი დაავიწყდა -მოულოდნელად დაგვტოვა.ფრიდონ თოდუას მსგავსი ადამიანები ქმნიან ეპოქას, განურჩევლად იმისა, სადაა მათი ასპარეზი - მსოფლიოს წამყვან ქირურგიულ ცენტრებში, ასოციაციებსა თუ მშობლიური ქვეყნის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ვახტანგ ყოლბაია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

"რომუალდო დელ ბიანკოს” ფონდი აცხადებს ფოტოკონკურსს „მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისთვის“კონკურსი დაიწყო 2018 წლის 1 იანვარს და გაგრძელდება წლის ბოლომდე. I და II ადგილზე გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ყოველთვიური ფულადი პრიზები 350 და 150 ევროს ოდენობით. წლის ბოლოს გამარჯვებულები კი მიიღებენ: I ადგილის მფლობელი 3 000 ევროს, ხოლო II ადგილის მფლობელი 1 000 ევროს.კონკურსის თემებია:#მემკვიდრეობა
#მოგზაურობა
#კულტურათშორისი დიალოგი.კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობებში ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგი და პატივისცემა, პლანეტის დაცვა.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე
http://www.lifebeyondtourism.org/…/heritageforplanetearth…/…ბიანკოს ფონდის ფეისბუქ გვერდზე http://h4pe.lifebeyondtourism.org/ასევე, იხილოთ მოკლე ვიდეო რგოლი იუთუბზე https://www.youtube.com/watch?v=fZV6Ay6XM4o&feature=youtu.be

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო

აცხადებს  განმეორებით საჯარო ა უ ქ ც ი ო ნ ს

სამგზავრო კატარღა „ამტყელი"-ს პრივატიზების მიზნით

1. საწყისი გასაყიდი ფასი - 12 510 (თორმეტი ათას ხუთასათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - „ბე" - 3753 (სამიათას შვიდას ორმოცდაცამეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

3. მონაწილის ბილეთის ფასი - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

4. „ბიჯი" - 500 (ხუთასი) აშშ დოლარი;

5. ადგილმდებარეობა - უკრაინა, ქ. ქერჩი გემთმშენებელი ქარხნის „Залив Порт"-ის ტერიტორია;

6. მოძრავი ქონების ტექნიკური მახასიათებლები - აშენების წელი:12/1987; სიგრძე მაქს: 33.07; სიფართე: 6.9; ბორტის სიმაღლე: 2.9; GRT: 205; NRT: 62; დედვეიტი: 32; მიწერის პორტი: „ბათუმი"; დროშა: „საქართველო";

7. განცხადების მიღების ადგილი - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15, მე-2 სართული. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი.

ტელ: 39 41 83; მობ: 8(95) 30 54 84;

8. განცხადების მიღების ვადა - 2011 წლის 28 იანვრიდან 2011 წლის 7 თებერვლის ჩათვლით - „აუქციონის დაწყებამდე" (შაბათ-კვირის გარდა). 

9. აუქციონის ჩატარების თარიღი - 2011 წლის 7 თებერვლის 17.00 საათზე. ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15, მე-2 სართული.

10. საბანკო რეკვიზიტები - სალარო ანგარიში: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიშის სხვა შემოსავლები (ცენტრალიზებული); ანგარიში N200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: 220101222

სახაზინო კოდი: 302005000 („ბე"-ს სახით).

11. შენიშვნა - აუქციონის შემდეგომი პერიოდისათვის გამოვლენილი ნებისმიერი ვალდებულებისაგან თავისუფლდება სახელმწიფო.