აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ , აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო. დღესვე, ლევან თევზაიამ ეროვნული გმირების მამია ალასანიასა და მიხეილ ჯინჭარაძის საფლავები ყვავილებით შეამკო.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამაზ ხუბუას შეხვდა
შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხები, სამინისტროში დღეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის იყო აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
თამაზ ხუბუამ უმაღლესი საბჭოს სახელით, ახლადდანიშნულ მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ მინისტრმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურს გააკეთებს თავის გუნდთან ერთად უწყების ეფექტიანი მუშაობის, ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობისთვის.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ა/ რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებს 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სამინისტრო აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განხრით. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა:
სოფელ ვაზიანში მოეწყო პურის საცხობი და სოციალური ცენტრი
შემუშავდა მეფუტკრეთა მხარდაჭერის პროგრამა და სხვა.
თითოეული განხორციელებული პროექტი უშუალოდ მიმართული იყო დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ და ჩართული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.
2021 წილს 6 თვეში გაწეული საქმიანობის წარდგენას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე „USAID Zrda“-ს პროექტის ხელმძღვანელ ქეთი ჭუმბურიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე სამინისტროსა და „USAID Zrda“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ და „USAID Zrda“-ს პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ მოწერეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმები და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, „USAID/Zrda“-ს მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ფახულანსა და ფოცხოეწერში მცხოვრები 5 დევნილი ფერმერისთვის სასათბურე მეურნეობა მოეწყობა.
შეხვედრაზე „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს აფხაზურ ენაზე ლურჯი მოცვის სახელმძღვანელოები გადასცა.
22 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის თანამშრომლობისა და საკორდინაციო სააგენტოს (TIKA), თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორთან - ნეჯლა დემირდაღთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, დევნილი მოსახლეობისათვის დაფნის პლანტაციისა და დაფნის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის შესახებ. ასევე, განიხილეს TIKA-ს მიერ მეფუტკრეობით დაკავებული დევნილი მოსახლეობისათვის საჭირო ინვენტარის გადაცემა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: (TIKA)-ს სათაო ოფისის აგრარული მიმართულების სპეციალისტი- სამი დური და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტოს (TIKA) თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილი სამედიცინო სფეროში მომუშავე მედდებისათვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე „შაქრიანი დიაბეტის მართვა“. ტრენინგში მონაწილეობდა აფხაზეთიდან დევნილი 19 პირი. პროგრამის ფარგლებში, ტრენინგის ხუთი მონაწილე შაქრიანი დიაბეტის მართვის კუთხით, პროფესიულ გადამზადებას გაივლის თურქეთის რესპუბლიკაში.
15 ივნისს, ქ. თბილისში აღნიშნული ტრენინგის შემაჯამებელი ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ და თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტოს (TIKA), თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორმა - ნეჯლა დემირდაღმა.
ცერემონიაზე აღინიშნა მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - გიორგი ჯინჭარაძემ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართელოში იაპონიის საელჩოს ეკონომიკური სექციის მდივანთან - თეონა მაჭარაშვილთან და პროგრამა „Grassroot”-ის საგრანტო კონსულტანტთან - მერი ჩაჩავასთან. შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საჭიროებები და მათი პრობლემები. დისკუსიის ფორმატში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოწყვლად რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსმა - დავით გახარიამ და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის სამმართველოს უფროსმა - ვასილ ბაბუნაშვილმა.
22 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობით, “აფხაზეთობის” კვირეულის ფარგლებში ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მკ-რ, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ცენტრში, დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
"აფხაზეთობის" კვირეულის ფორმატში, მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა ხუთ ლოკაციაზე: ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოსა და თბილისში.
ღონისძიება ჩატარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამეწველო პალატის ინიციატივით, მიუხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი - ივანე დოლიძე, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - გოგიტა თედორაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.
„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით მზიურის პარკში დღეს „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით.
„აფხაზეთობის“ გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩაუტანა.
სამედიცინო აღჭურვილობა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის კოვიდ-19 პანდემიის დროს“ ფარგლებში, სენაკის, ხობის, ზუგდიდის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიებს გადაეცა.
პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ წირვა-ლოცვა აღავლინა და დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტვირთის გადმოცემის პროცესს , აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე და მოადგილე გიორგი უკლება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით აღნიშნული დახმარება საქართველოს რეგიონებში, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.
აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის, შემდგომი ურთიერთთანაშრომლომის გაგრძელების მიზნით, უახლოეს მომავალში მემორანდუმი გაფორმდება.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის დევნილთა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, არტილერისტები და ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.
მიმდინარე წლის 12 მარტს შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აპარატის უფროსთან და თანაშემწესთან ერთად საკუთარი ინიციატივით შეხვდა სამინისტროს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.
ამ შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს კოლექტივის უფრო ახლოს გაცნობა და საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება სამინისტროსთან. მან მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე და ინიციატივებზე საკანონმდებლო სფეროში.
თამაზ ხუბუამ უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრს ივანე დოლიძეს და სამინისტროს თანამშრომლებს ინოვაციებისათვის და წარმატებული მუშაობისათვის. ასევე გამოთქვა იმედი, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის გაღრმავება ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით, ცვლილებების განხორციელებას საკანონმდებლო ბაზაში.
ამავე შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო) ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის გადაეცა სამინისტროს აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის უფროსს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს – თამაზ ცინარიძეს.