აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 11 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა  მორიგი თათბირი  სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს  უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან ყურადღება  გაამახვილა საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ა/რ  მინისტრთა საბჭოს  ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75  წლისთავთან  დაკავშირებით  გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს თანამშრომლებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში შემუშავებულ და სამინისტროში გამოგზავნილ პროექტზე – „გალის რაიონის განვითარების კონცეფცია“. მინისტრის რეზოლუციის შესაბამისად, აღნიშნულ პროექტზე  მოსაზრებები და წინადადებები წერილობით დააფიქსირეს  მინისტრის მრჩევლებმა , თანაშემწეებმა და ზოგიერთმა დეპარტამენტმა. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული  პირების საქმიანობას, მათ შორის აფხაზეთის  სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ ინოვაციებს, რომელიც  ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ტექნიკური დახმარების პროექტის – „მცირე და საშუალო მეწარმეთა შესაბამისობის პროგრამის დანერგვა” ფარგლებში, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლის 6 და 7 მარტს გაიმართა ტრეინინგი თემაზე – „როგორ გავზარდოთ მცირე და საშუალო მეწარმეთა შესაბამისობა პროდუქტის უსაფრთხოების ევროკავშირის რეგულაციებთან“. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის  25 თებერვალს  აფხაზეთის   ა/რ   ფინანსთა   და  ეკონომიკის   სამინისტროში  გაიმართა   მორიგი   სამუშაო   თათბირი.   მინისტრმა  მურმან ფარფალიამ  მოისმინა  სტრუქტურული   ქვედანაყოფების  ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული     კვირის  განმავლობაში   გაწეული   მუშაობის   შესახებ.  მან   აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში  გასულ კვირას გაიგზავნა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტში.  ასევე აღნიშნა, რომ ა/წლის მარტის  თვეში იგეგმება აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები სოციალური პროექტის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 18 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროში გაიმართა  მორიგი  თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა  მინისტრი– მურმან ფარფალია. მან ყურადღება  გაამახვილა ა/წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ  მთავრობის  მიერ აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში  ჩატარებულ გასვლით სხდომაზე  და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრების  მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გასათვალისწინებელია სამინისტროს საქმიანობაში. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, დისციპლინას და სხვა მიმდინარე თემებს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

ა/წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ  მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. “2018 წლის საქმიანობის შესახებ“ ანგარიშები წარმოადგინეს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება–ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტმა, სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ. სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ანგარიშების მოსმენის შემდეგ  გაიმართა  დისკუსია კითხვა –პასუხის  რეჟიმში. იყო მსჯელობა დევნილთა დასაქმების, მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების  გაუმჯობესების გზების ძიების, სამომავლო გეგმების შესახებ და ა.შ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი ყოველკვირეული თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა  მურმან ფარფალია . მინისტრმა დამსწრეთ  გააცნო 2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა დეპარტამენტების, სამმართველოებისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსებს დაავალა მოამზადონ მასალები  აფხაზეთის ა/რ  მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომისათვის, რომელიც გაიმართება 2019 წლის 13 თებერვალს 12 საათზე  აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019   წლის  4  თებერვალს  აფხაზეთის   ა/რ   ფინანსთა   და  ეკონომიკის   სამინისტროში  გაიმართა   მორიგი   სამუშაო   თათბირი.   მინისტრმა   მოისმინა  სტრუქტურული   ქვედანაყოფების  ხელმძღვანელებისგან   გასული     კვირის  განმავლობაში   გაწეული   მუშაობის   ინფორმაცია.  მურმან  ფარფალიამ   კვლავ  დააყენა  საკითხი   შ.პ.ს .  ‘’ავტოტრანსერვისის’’    ლიკვიდაციის    და     პოლიკლინიკების   გაერთიანების  შესახებ,  რომელიც  უნდა   დასრულდეს    უახლოეს   დროში. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.

2019 წლის 28 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მორიგი თათბირი გაიმართა

დღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სტრუქტურული  ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან  თათბირი გამართა. მურმან ფარფალიამ სტრუქტურული  ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შპს  „ავტოტრანსერვისის“ ლიკვიდაციისა და ქალაქ თბილისში განთავსებული სამედიცინო პროფილის დაწესებულებების გაერთიანების პროცესის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელებაზე.

2019 წლის 21 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გაიმართა

 დღეს  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც მინისტრმა მურმან ფარფალიამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ. მან თანამშრომლებს შეახსენა წინა თათბირის დავალებები და ყურადღება გაამახვილა მათ შესრულებაზე. მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს მუშაობის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.

ალილო- 2019 წელი

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ,  აფხაზეთის  ჯანმრთელობის  მინისტრი  ქეთევან    ბაკარაძემ,   აფხაზეთის  ფინანსთა   და   ეკონომიკის   მინისტრი მურმან   ფარფალიამ,   აფხაზეთის  იუსტიციის  დეპარტამენტის   თავმჯდომარე   იგორ  კოპალიანმა.აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

სპორტსმენების დაჯილდოვება

მიმდინარე    წლის   14  დეკემბერს  აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ დღეს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების დაჯილდოება გაიმართა. სპორტსმენებს საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის   ფინანსთა  და   ეკონომიკის   მინისტრმა   მურმან   ფარფალიამ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა. დაჯილდოვდნენ    მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, დავით ხურცია, სიმონ დარახველიძე, მიხეილ ცანავა, ვაჟა რეჭია, მარიამ ჭანტურია, ზურაბ სოხაძე და ლაშა მიქავა. ღონისძიების ფარგლებში ქართველი და აფხაზი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მეგობრობის ამსახველი ძველი ფოტოების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები. წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2018 წლის პროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო და მიზნად ისახავს წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მოღვაწეობის დაფასებას და წარმოჩენას.

2018 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2018 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ასევე, განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. პროექტის მიხედვით პრიორიტეტულად განისაზღვრა დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები. იზრდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვის, დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების პროგრამები. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

     თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი   აღავლინეს.პანაშვიდს     დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია,   დევნილთა  დეპარტამენტის თავმჯდომარე   კონსტანტინე   კუჭუხიძე,  ფინანსთა   და   ეკონომიკის  მინისტრი  მურმან  ფარფალია,  აფხაზეთის   სავაჭრო–სამრეწველო  პალატის   პრეზიდენტი   ამირან  დოლიძე  და აფხაზეთიდან   დევნილი   საზოგადოება ამავე   დღეს  აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში  აღევლინა.

 

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,   აფხაზეთის   ფინანსთა  და   ეკონომიკის  მინისტრი   მურმან   ფარფალია.  აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას, საქართველოს ეროვნული გმირის  გურამ გაბისკირიას საფლავები და ვაშლიჯვრის  ძმათა მემორიალი ყვავილებით შეამკო.90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

 

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ.სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.