აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

22 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობით, “აფხაზეთობის” კვირეულის ფარგლებში ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მკ-რ, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ცენტრში, დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.                       

"აფხაზეთობის" კვირეულის ფორმატში, მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა ხუთ ლოკაციაზე: ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოსა და თბილისში. 

ღონისძიება ჩატარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სავაჭრო-სამეწველო პალატის ინიციატივით, მიუხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით.

ღონისძიებას დაესწრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი - ივანე დოლიძე, აფხაზეთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - გოგიტა თედორაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

 

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით „კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენა მოეწყო

„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით მზიურის პარკში დღეს „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით.

„აფხაზეთობის“ გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი  ივანე დოლიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

რუსლან აბაშიძემ სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩაუტანა.

სამედიცინო აღჭურვილობა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის კოვიდ-19 პანდემიის დროს“ ფარგლებში, სენაკის, ხობის, ზუგდიდის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიებს გადაეცა.

პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა

თბილისის  ილორის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ტაძარში  საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად  დაღუპულთა  სულების  მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ წირვა-ლოცვა აღავლინა და დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

ტვირთის გადმოცემის პროცესს , აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე და მოადგილე გიორგი უკლება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით აღნიშნული დახმარება საქართველოს რეგიონებში, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის, შემდგომი ურთიერთთანაშრომლომის გაგრძელების მიზნით, უახლოეს მომავალში მემორანდუმი გაფორმდება.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრების შეხვედრა ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის დევნილთა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროების წარმომადგენლები ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, არტილერისტები და ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და  სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა

 მიმდინარე წლის 12 მარტს შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აპარატის უფროსთან და თანაშემწესთან ერთად საკუთარი ინიციატივით შეხვდა სამინისტროს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.

 ამ შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს კოლექტივის უფრო ახლოს გაცნობა და საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება სამინისტროსთან. მან მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე და ინიციატივებზე საკანონმდებლო სფეროში.

 თამაზ ხუბუამ უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრს ივანე დოლიძეს და სამინისტროს თანამშრომლებს ინოვაციებისათვის და წარმატებული მუშაობისათვის. ასევე გამოთქვა იმედი, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის გაღრმავება ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით, ცვლილებების განხორციელებას საკანონმდებლო ბაზაში.

 ამავე შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო) ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის გადაეცა სამინისტროს აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის უფროსს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს – თამაზ ცინარიძეს.

რუსლან აბაშიძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია. მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა დ

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„პატივი მინდა მივაგო 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა. პირველივე დღეს საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა საუკეთესო ახალგაზრდები, საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე.

სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამის ნათელი მაგალითია. საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრეობა დღესაც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ძალიან ტრაგიკულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს მუდმივ ძალადობას აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე. ოკუპაციის პირობებში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას აფხაზური ეთნოსის კულტურის და ენის თვითმყოფადობა. გარდა ამისა, აფხაზეთში მიზანმიმართულად აყალბებენ ისტორიას და წერენ მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივას. საბედნიეროდ, 1921წლის 25თებერვლისგან განსხვავებით, დღეს  საქართველო  საერთაშორისო  სისტემის ნაწილია. ეს მოცემულობა ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევძლოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და დეოკუპაცია“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

2021 წლის 17 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.

მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები. ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

შეხვედრა დევნილ მეწარმესთან

2021 წლის 10 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის უფროსი ბატონი თ. ცინარიძე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის’’ მენეჯერი ნინო კიკნაძე, სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი გოგიტა თედორაძე და ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით რაფავა ეწვივნენ აფხაზეთიდან დევნილ ინ. მეწარმეს ია ხარჩილავას და გაეცნენ მის საქმიანობას. დაათვალიერეს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სამკერვალო ტექნიკა. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ თანადამფუძნებელს. საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის, მცირე ბიზნესის მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა აპლიკანტმა - აფხაზეთიდან დევნილმა ინდ. მეწარმემ ია ხარჩილავამ, ორგანიზაციის მიერ შეძენილი ტექნიკის მეშვეობით გააფართოვა ბიზნესი და შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.

2021 წლის 5 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის  და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2021 წლის 21 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს ოკუპირებულ გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.