აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ ,აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში.
,,მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის.
სასიხარულოა ის გარემობა, რომ აფხაზეთიდან დევნილი სკოლის მოსწავლეები ასეთი ენთუზიაზმით არიან ჩართულები დასასუფთავებელი ლოკაციების შერჩევაში. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა და ეკოცნობიერების ამაღლების კუთხით მოსწავლეების მაქსიმალური ინფორმირება"-აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძიების ფარგლებში ლევან თევზაიამ სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის მიერ შექმნილი თემატური საჩუქრები გადასცა.
დასუფთავების აქციის უმთავრესი დანიშნულებაა ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის წახალისებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ოპერისა და ბალეტის თეატრში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის გახსნას დაესწრო.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს დააფუძნა და მისი პატრონაჟით იმართება. ღონისძიება თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება, ის საერთაშორისო მნიშვნელობის, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც წელს მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის მთავარი თემა წელს დაკავშირებადობაა.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, სპორტულ ცენტრ „იმედში“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა. შეჯიბრებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გავიდა - გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები.
გამარჯვებულს და პრიზიორებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალიამ თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს.
საფეხბურთო ტურნირი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „აფხაზეთის სპორტული ტურნირების“ ფარგლებში გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებენ ნაშრომების მიღებას შავი ზღვის დაცვის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების დონის ამაღლებას შავი ზღვის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მდგრად განვითარებაზე, მათ ხელისშემშლელ ფაქტორებსა და მართვის გზებზე.
სტუდენტურ კონფერენციაში „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებულ სტუდენტებს.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ ნამუშევრები შემდეგ საკითხებზე:
მონაწილეების მოხსენება და პრეზენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:
ნამუშევრების წარდგენის წესი:
ნაშრომისა და პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიები გამოგზავნილი უნდა იყოს Word და Power Point Presentation დოკუმენტების სახით, 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: mariamgabunia.afsm@gmail.com სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „სტუდენტური კონფერენცია“.
პრეზენტაციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს (კითხვა-პასუხის სესიის ჩათვლით). მოხსენება უნდა იყოს წარდგენილი ინდივიდუალურად. პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შერჩეული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისათვის აუცილებელ რესურსებსა და შესაძლებლობებს.
მონაწილეების ნამუშევრებსა და პრეზენტაციას, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია. შედეგად, კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს (სამი საპრიზო ადგილი). გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები. ყველა მომხსენებელი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კონფერენცია გაიმართება ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №32–ში.
სტუდენტური კონფერენციის შესახებ საკონტაქტო პირია: მარიამ გაბუნია 597877957.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას „სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან“ დაკავშირებით, რომლის მეშვეობით განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის ხელშეწყობა სასათბურე მეურნეობის პროცესში, შესაბამისი სასათბურე კონსტრუქციის უზრუნველყოფის გზით.
საკონტაქტო პირები: ნუგზარ ბასლანძე - 577092373; ჯანო ქირთბაია - 599855369; ნიკა ჯანგირაშვილი - 599040403
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ჭრილში, რომლის მეშვეობით განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში, გარკვეული მრავალწლიანი ნერგებით უზრუნველყოფის გზით, კერძოდ: კაკლის/ნიგოზის; ტყემლის; ქლიავისა და მანდარინის ახალი ჯიშის ნერგებით.
1. ნერგების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ:
2. ინფორმაცია ქვეპროგრამის ხსენებული ნაწილის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY
3. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2023 წლის 22 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
საკონტაქტო პირები: მაია ცანავა - 599903372; თეა კვარაცხელია - 579113897; ირმა ფირცხელიანი - 599756775; ნუგზარ ბასლანძე - 577092373; ჯანო ქირთბაია - 599855369; ნიკა ჯანგირაშვილი - 599040403
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს კვლევას, რომლის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, ასევე ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობა.
კვლევის კითხვარი მოიცავს 5 ძირითად სექციას.
კითხვარის შესავსებად მიჰყევით მოცემულ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfMXejnOtP3kuVRXwxmG1WFs77gLCnNX99Yh8ggmh7etUiOJQ/viewform?usp=send_form
კვლევისას, მონაწილის სურვილისამებრ დაცული იქნება კონფიდენციალურობა.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველო-ლიბანის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ორგანიზატორებმა ლევან თევზაიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ფორუმს ქართული და ლიბანური ბიზნეს კომპანიები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.
წლევანდელ ფორუმზე ისაუბრეს საერთაშორისო და გლობალური ბაზრების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ფორუმის შემდეგ B2B შეხვედრები გაიმართა.
ფორუმი საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან გოგიტა თედორაძესთან ერთად, ბათუმში გამართულ ფესტივალზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა.
თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ,მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა წარადგინეს.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.
ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.
ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნინო ენუქიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმების, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათ შორის აგრარული საქმიანობის ხელშეწყობის ჭრილში პროექტების განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე, სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადმოცემული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების ეფექტურად გამოყენების მიზნით, გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემის შესაძლებლობზე.
სამუშაო შეხვედრას ,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტო"-ს თავმჯდომარე ვასილ ბაბუნაშვილი და "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია, ქუთაისში მდებარე „ბიზნეს-ინკუბატორს" ესტუმრა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ საგრანტო პროექტის განმახორციელებელ სამეცნიერო ჯგუფთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან შეხვედრა გამართა. ასევე, პროექტის ფარგლებში შექმნილი, საცდელი ნიმუშების კონსტრუქციები ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნული საგრანტო პროექტი - ,,ახალი ტიპის კონუსურ ტურბინიანი ქარძრავა სივრცითი წონასწორობის უზრუნველყოფით“- მიზნად ისახავს ავტომატური მართვის მექანიზმებით აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგ და უსაფრთხო მასობრივი მოხმარების ქარძრავის შექმნას.
შეხვედრას საგრანტო პროექტის განმახორციელებელი სამეცნიერო ჯგუფის წევრები, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატის, სამინისტროსა და ბიზნეს-ინკუბატორის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ ,,დიომედის“ საბურთალოს ფილიალს სრულიად უსასყიდლოდ ექოსკოპიის აპარატი გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილესთან, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ლევან თევზაიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა აფხაზეთში, საქართცელოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მეომართა კავშირის წევრებს, აფხაზეთის მეომართა კავშირის ოჯახის წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატის „დიომედისთვის“ გადაცემა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელის ლევან ქეცბაიას ძალისხმევითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვადასხვა დამატებითი პროგრამის განვითარების პერსპექტივები.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და მთავრობის წევრებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურების მიერ 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მინისტრმა სამინისტროსა და მთლიანად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა. ასევე, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ ეკონომიკურ და აგრარული მიმართულების პროგრამებზე. მათ შორის „დასაქმების ხელშეწყობა“, „ეკონომიკური მომსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება" და სხვა.
ლევან თევზაიამ მიმდინარე წლის გეგმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ წელს სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს დევნილი მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობას და არაერთ პროექტის განხორციელებას .
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია საქსტატის 104 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა - გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - მიხეილ დუნდუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ვახტანგ ცინცაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ლევან ვეფხვაძემ მიმართეს.
ღონისძიებაზე წარმატებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო ბიზნეს კომპანიებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.
ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.
ანგარიშში, 2018-2021 წლების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა კომპლექსურად არის შეფასებული.
დოკუმენეტში ყურადღება გამახვილებულია გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტების მდგომარეობის, გარემოზე ეკონომიკის სექტორების ზემოქმედების, გარემოსდაცვითი მმართველობისა და სხვა გარემოსდაცვითი საკითხებისა და რისკების შესახებ.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყებების ჩართულობით მომზადდა.