მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და მინისტრ თენგიზ ნასარიძის ინიციატივით, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობა და ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლებიც გარემოს დაცვისა და ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრისკენ არის მიმართული.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით პოლიტიკაში, დიალოგის გაღრმავება სტუდენტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ასევე საერთო ეკოლოგიური მიზნებისთვის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა.
შეხვედრამ ხელი შეუწყო და საფუძველი ჩაუყარა პარლამენტთან ახალგაზრდების თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, მათ შორის მრჩეველთა ჯგუფებისა და სტუდენტური ფორუმების შექმნის შესაძლებლობას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 3 377 500 ლარით იზრდება. ბიუჯეტის პროექტში განსახორციელებელი ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
 
ბიუჯეტის ზრდის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
დამატებითი თანხები ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განათლებისა და კულტურის სფეროს დამატებით ხელშეწყობას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
 
მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ წარადგინა.
 
„საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 მილიონ 300 ათას ლარზე მეტით იზრდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და აღწევს უპრეცედენტო მაჩვენებელს, რაც ძალიან მისასალმებელია. მთავარი არის, რომ ყველა თანხა გამჭვირვალედ და აბსოლუტურად საჯაროდ იქნება დახარჯული ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისთვის“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
 
აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერას.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 10-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემა ორ თვის განმავლობაში სამინისტროში გაიარონ პრაქტიკა და საკუთარი ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ.
 
სტუდენტები ჩაერთვებიან სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, გაეცნობიან საჯარო სექტორში მუშაობის სპეციფიკას, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური მართვის პროცესებს.
 
პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ასევე საბიუჯეტო, სახაზინო და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია
 
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას.
 
სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოსწავლეებისთვის მოეწყო თემატური სლაიდ-შოუ და შემეცნებითი აქტივობები, სადაც განხილული იყო ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელობა, დაბინძურების გამომწვევი ფაქტორები და მათი პრევენციის გზები.
 
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში და საკუთარი მოსაზრებებიც წარადგინეს შავი ზღვის დასაცავად საჭირო ქმედებებზე და ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი ქცევის ფორმირების მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის და გამოჩენილი ინიციატივისთვის სიგელები გადაეცათ.
29 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, თენგიზ ნასარიძეს მოუსმინეს.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის დახმარების პროგრამების მიზნობრიობას შეეხებოდა.
სხდომის ბოლოს მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრის 2025 წლის 17 ოქტომბრის №04-02/81 ბრძანებისა და „მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2025  წლის 20 ოქტომბრის  N04-02/82  ბრძანების თანახმად, სამინისტრო აცხადებს სამინისტროს  განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.


კონკურსის საგანია: სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.

 

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე : http://abkhazia.gov.ge/banner/90

თანდართული დოკუმენტები: ბრძანება

აპლიკანტის მიერ შესავსები სავალდებულო ფორმები:

დანართი #1 - მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები
დანართი #2 - განცხადების ფორმა

ისნის რაიონში, დირსის დასახლებაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ლევან თევზაიამ და მიხეილ ანჩაბაძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდმა და დევნილმა ოჯახებმა.
ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.
გამწვანების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი.
დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პედაგოგები და დირექტორები.
ღონისძიების ფარგლებში, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება
გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.
მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომელთაც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
გაგრაში განვითარებული მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული თარიღია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ სპექტაკლს “ზღვის თეატრს” დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა დევნილობაში მყოფი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა მსახიობების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელთაც სურთ ქალაქში ახალი თეატრი შექმნან.
სპექტაკლს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ, მოადგილეებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ოჯახის წევრები.
საქართველოს ეროვნული გმირი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს.
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მიხეილ ანჩაბაძე, აფხაზეთიდან დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართულ ტრენინგს დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „საგადასახადო კანონმდებლობა და სიახლეები“.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე.
ტრენინგის დაწყებამდე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძემ მეწარმეებს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნო და სამინისტროს სახელით მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა დევნილი მეწარმეების ინფორმირებას და მათი საქმიანობის გაძლიერებას.