აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ.სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების მდგომარეობა დაეტაპობრივად მისი შესაძლო გაუმჯობესების პერსპექტივები.

 

ვახტანგ ყოლბაია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარს ესწრება23-25 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი იმართება. 
როუზ-როსის 97-ე სემინარში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებიან. 
სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართაბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა.შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა სოციალური მდგომარეობა. იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, საცხოვრებელი სახლების გადახურვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის საკითხებზე, გაზის და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე და ინტერნეტით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ დამსწრეებს გააცნო ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილებს უფინანსებს.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების საკითხზე. სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც იმსჯელებენ დევნილთა წინაშე არსებული სხავადასხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე.შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ბორჯომის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.

 

23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა.საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ,  აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერისა და აკადემიკოსის ხსოვნას.ილია ვეკუას იუბილესადმი მიძღვნილი  კვირეული აღინიშნება ზუგდიდში მდებარე მისივე სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო შეხვედრები, კონკურსები და ოლიმპიადა. მოსწავლეები შეხვდებიან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განათლების დოქტორებს რეზო გულუას და ოთარ გუგუჩიას, კვირეულის ფარგლებში გამოვლინდებიან ნორჩი მათემატიკოსები.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლიდან დიდი მეცნიერის პატივსაცემად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ყოველწლიური სტიპენდია.

 

დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი მონაწილეობდნენ.ფესტივალზე საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად უცხოეთის გუნდებიც მონაწილეობენ. წელს ფესტივალი 28 პროფესიულ გუდს მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და საზეიმო დახურვა 12 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა (გოგოები) - I ადგილი - სალომე ინჯგია; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - საბა სოსელია; ბირთვის კვრა (გოგოები) - II ადგილი - სალომე ინჯგია; ბირთვის კვრა (ბიჭები) - III ადგილი - მიხეილ ცანავა; სირბილი 100 მ. (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სირბილი 100 მ. (გოგოები) - II ადგილი - სალომე ხაჟომია; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - I ადგილი - საბა კურდღელია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - ირაკლი გელანტია.შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასპარეზობაზე 800 მეტრზე სირბილსა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ჯუმბერ კაკუბავა, სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს. ჯუმბერ კაკუბავა დაიბადა . გალში 1943 წლის 31 ივლისს.დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა . გალში სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელად, დევნილობაში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტში.

 

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა.მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარ სახლებში ღირსეული და მშვიდობიანი დაბრუნებისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნა და მორალური განწყობის ამაღლება.ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან გალის ქართველ მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების  შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით, სსიპ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად ირინა ქეცბა დანიშნა და კოლექტივს წარუდგინა.ირინა ქეცბა წლების განმავლობაში ამავე ცენტრის თანამშრომელი გახლდათ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა.შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე.  ისაუბრეს    ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აფხაზეთში არსებულ  ეკოლოგიურ პრობლემებზე.შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და  კულტურის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი მოზარდების დაახლოებას, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, შევედეთში განათლების გაგძელებისა და საზაფხულო  ბანაკების  მოწყობის შესაძლებლობებს.თავის მხრივ შვედეთის  ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის  მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ და  სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტი: ,,გვიყვარდეს წიგნი“ -გაიმართა , რომელიც წიგნების ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნაღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა და წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან.პროექტი ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე - ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებების განვითარებას. მომავალი თაობის წიგნისადმი სიყვარულის გაღრმავებას და მათი აქტუალობის ამაღლებას.

 

გურამ გაბისკირიას დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა გადამთიელ და რუს ბოევიკებთან ერთად ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომელთა შორის იყო სოხუმის მერი გურამ გაბისკირია.მას უბრძანეს: - ”დაიჩოქე!”- ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” - იყო გურამ გაბისკირიას შეუვალი პასუხი....კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის ”დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის - ”ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში - აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.გურამ გაბისკირიამ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვაჟკაცურად იბრძოლა მშობლიური ქალაქის, ერთიანი საქართველოს, აფხაზეთის ქართული მიწის დასაცავად და სოხუმის დაცემის დღეს მტერს მისთვის ჩვეული შეუპოვრობით შეხვდა, თვალებში მამაცურად შეხედა, სიკვდილს სიცოცხლე შეაგება და ღირსეულად შეუერთდა მარადისობას.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision"-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ ჰანს ბედერსკის შეხვდა.შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ მოზარდების პრობლემებზე და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებისა და თერაპევტების გადამზადების აუცილებლობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს და ეს ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა.შეხვედრაზე შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ისე დევნილობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე.შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, „World Vision საქართველოს" ოფისის პროგრამების დირექტორი ეკა ჟვანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.