მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/ახალი ამბები
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში

ახალი ამბები

 

აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის მიზნით -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში იქმნება აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისია.
პროგრამით სარგებლობის მიზნით, კომისიას განცხადებით შეუძლია მიმართოს:

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა;

 

 კომისიისადმი მიმართვა ასევე შესაძლებელია დევნილთა კოლექტიური განცხადებით;

 

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისწერილობითი მომართვით.


განცხადება (წერილობითი მომართვა) უნდა შეიცავდეს:


განმცხადებლის (კოლექტიური მომართვის შემთხვევაში ერთ-ერთი განმცხადებლის) სახელს, გვარსა და საკონტაქტო მონაცემებს;


შენობის დაზუსტებულ მისამართსა და სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (ყოფილი სახელწოდება ან/და ფუნქციური დატვირთვა);


პროგრამით სარგებლობის (სანოტარო მომსახურება) მოთხოვნას; საჭიროების შემთხვევაში კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.


განცხადებას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე, არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი.

         მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურმა, გასვლითი ხასითის სამუშაო შეხვედრა გამართა ქ. ხაშურის და ქ.ქარელის მუნიციპალიტეტში კოლექტიურად მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან, სადაც მოისმინეს დევნილთა საჭიროებები. ინფორმაციის სახით მიაწოდეს ბ.მ.ა მხარდაჭერის პროგრამის არსი და მნიშვნელობა და დაათვალიერეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიმდინარეობა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორთან, ქალბატონ ნანუკა ჯანელიძესთან, თემაზე: "კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო მსჯავრდებისათვის საქართველოში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა".
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის (მრჩეველი) კოორდინატორი თეიმურაზ ჯაბუა.
მოწვეული სტუმრების მხრიდან თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა მაღალ დონეზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში, მორიგი წვევამდელთა გამწვევი კომისია გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე უძღვებოდა.
ასევე კომისის მუშაობის ფარგლებში განიხილეს გაწვევასთან და დაუწყებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. ახალციხე, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო განხორციელდა.

  1. ქ. ახალციხე, რუსთაველის N- 125: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობის : კიბის უჯრედებში და დერეფნებში მოეწყო სენსორული განათება.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. გორი, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო განხორციელდა.

  1. ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი N- 37 ა (ყოფილი სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი) აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში: არსებული დაზიანებული სასმელი წყლის ავზი შეიცვალა და განხორციელდა ახალი სასმელი წყლის ავზის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ.თბილისში,აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში სხვადასხვა სახის მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები განხორციელდა.

  1. ქ. თბილისი, გლდანის, მე-2 მ/რ, კორპუსი N-28 ბ: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობის სადარბაზოში,შეიცვალა არსებული ხის კონსტრუქციის ფანჯრები და მოეწყო მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციის ფანჯრები.

 

  1. ქ. თბილისი, ლეო კერესელიძის N- 13:  აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში განხორცილდა წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის შეცვლა.

 

  1. ქ.თბილისი, გლდანის რ-ნი, ხიზანიშვილის N- 67: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში განხორციელდა არსებული ლიფტის შახტის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

             აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე და ვარკეთილის პოლიკლინიკის ექიმები სტუმრობდნენ, ქ.თბილისში, ლილოს დასახლებაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მერიკო სისაურის ოჯახს, რომელიც ვოლფრამის სინდრომით არის დაავადებული და იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. ის საჭიროებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მკურნალობას საფრანგეთში.
          აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა თამაზ ხუბუამ და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონ გრიგოლ ბენიძემ გამოთქვეს სურვილი და მზაობა ერთობლიბი შეხვედრის გამართვის და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აღნიშნული პრობლემის, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის მიზნით.

         აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის ქუჩა 94-ში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან განსახლებულნი. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილზე მოისმინეს დევნილთა საჭიროებები. მცხოვრებ დევნილთა მხრიდან ყურადღება იყო გამახვილებული საცხოვრებელი ობიექტის წყალარინების ქსელის შეცვლა- განახლებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ შესაძლებელია მისი შეცვლა- განახლება, მომდევნო წლის ბიუჯეტის ფორმირების შემდგომ. ასევე წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ მოსახლეობას გაეწია სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო- საკონსულტაციო დახმარება.

     მიმდინარე წლის 14 ნომებერს წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონი წინამძღვრიშვილის 121-ში, სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 263 ოჯახი. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ შენობას არ მიეწოდება გაზი,.შენობაში მიმდინარე შემოწმებითი სამუშაოებიდან გამომდინარე.

        აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე წარმომადგენლობის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ყასტრანსგაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელთა განმარტებით გამკაცრებული რეგულაციის შესაბამისად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შენობაში,ყველა სართულზე მიმდინარეობს შემოწმებითი-ტექნიკური სამუშაოები. რითაც დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება რომ, გარკვეული რაოდენობა მაცხოვრებლებისა ადგილზე არ იმყოფება. შემოწმებითი სამუშაოების სრულად შემდგომ გაეშვა ბუნებრივი აირი.

               2019 წლის 1 ნოემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში, ვაჟა- ფშაველას ქ. N117, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში, სადაც ამჟამად განსახლებული არიან სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა აფეთქება. ადგილზე იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბ-ნ დემურ კეკელია და ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნ გია ლომია.

             მატერიალურად დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ ფულადი დახმარება, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

  1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 დადგენილებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების გეგმის’’ ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობის ინფორმირება (იურიდიული კონსულტირება) სტრატეგიით გათვალისწინებულ სამივე ძირითადი ამოცანის შესრულებასა და არსებულ პროგრამებზე/პროექტებზე;
  2. „სახელმწიფო სტრატეგიის - ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში (სოციალური განზომილების მიმართულება);
  3. სსიპ ,,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს’’ მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ დევნილთა ფართო მასების ინფორმირებულობა და კონსულტირება;
  4. დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა (კონსულტირება/ინფორმირებულობა) და შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა;
  5. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ (მყოფი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრთა უფლებების ხელშეწყობა (საქართველოს მოქალაქეობის დადგენის (საქართველოში დაბრუნების) მიზნით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა) და ამ მიზნით საქართველოს იუსტიცისს სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან (მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური) მჭიდრო თანამშრომლობა;
  6. წარმომადგენლობაში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/დადგენისა და/ან დევნილის სტატუსის მინიჭების/აღდგენის მიზნით, განმცხადებელთა ფოტოიდენტურობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა (კომისიის დასკვნისა და სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემა), შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტო; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა;
  7. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოსახლეობასთან სისტემატიური კონტაქტის დამყარება, მათი საყოფაცხოვრებო/სოციალური პირობების შესწავლა/აღწერა, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება;
  8. დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, იმ უწყებებთან თანამშრომლობა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/მერია; ადგილობრივი მუნიციპელიტეტები, არასამთავრობო სექტორი) რომლებიც ჩართულნი არიან ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევაში და მათთან ერთობლივად კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  9. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ (დევნილად რეგისტრირებული), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (ოჯახი) სოციალური მხარდაჭერა და ამ მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება;
  10. 10. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ხელშეწყობა და აღნიშნული მიზნით:

10.1. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ (დევნილად რეგისტრირებული) აფხაზეთის ოკუპიურებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, შესაბამისი ასაკის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა/პირადი საქმის შექმნა/განახლება;

10.2. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ (დევნილად რეგისტრირებული)  წვევამდელი ასაკის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება (სპეციალური კომისიის შექმნა/განახლება) და წვევამდელთა საქართველოს ცენტრალურ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;

10.3. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ (დევნილად რეგისტრირებული) რეზერვისტთა კანონით დადგენილი წესით აღრიცხვა და დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მათი სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება (სპეციალური კომისიის შექმნა/განახლება);

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიართთანამშრომლობა;
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნობრივი დაგეგმვა და განხორციელება (სპეციალური კომისიის შექმნა/განახლება);
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიაზე მოქმედ რეჟიმს გამორიდებულ, აფხაზური და სხვა ეროვნების მოსახლეობის სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში სხვა სახის დახმარების აღმოჩენა (ინტეგრაციის ხელშეწყობა).

წარმომადგენლობის სტრუქტურა: წარმომადგენლობის შემადგენლობა განისაზღვრება 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის: ხელმძღვანელი 1 (ერთი) ერთეული, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე 1 (ერთი) ერთეული, ხელმძღვანელის მოადგილე 2 (ორი) ერთეული, სამსახურის უფროსი 6 (ექვსი) ერთეული, სამსახურის უფროსის მოადგილე 4 (ოთხი) ერთეული, ბუღალტერი 1 (ერთი) ერთეული, განყოფილების უფროსი 4 (ოთხი) ერთეული, უფროსი სპეციალისტი 30 (ოცდაათი) ერთეული და 14(თოთხმეტი) შრომითი ხელშეკრუკლებით დასაქმებული პირი. წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, აპარატი, საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორების სამსახური, სოციალური პროგრამების მართვის სამსახური, დევნილებთან ურთიერთობის სამსახური და რეგიონალური მართვის სამსახური განთავსებულია მისამართზე: – ქ. თბილისი, აღმაშენებლის 89/24, მე-13 სართული, ხოლო წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი კ. ხეთაგუროვის ქ. №2 (დაზუსტებული მისამართი: ივ.ჯავახიშვილის ქ.N13/ნ.ჩხეიძის5). წარმომადგენლობას გააჩნია ოფისი ქვემო ქართლის რეგიონში – შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, ვახუშტის ქ.№8.

წარმომადგენლობის კადრები მიღებული განათლების (კვალიფიკაციის) შესაბამისად წარმოდგენილია შემდეგნაირად: პედაგოგი - 11 ერთეული -22%; იურისტი - 11 ერთეული - 22%; აგრონომი - 8 ერთეული -16%; ეკონომისტი 8 ერთეული - 16 %; ინჟინერი 9 ერთეული - 18 %; ბუღალტერი - 2 ერთეული - 4 %; პოლიტოლოგი 1 ერთეული -2 % დასაქმებულთა საშუალო ასაკი: 30-წლამდე - 2 დასაქმებული - 4%; 30-დან 40-წლამდე - 10 დასაქმებული - 20%; 40-დან 50-წლამდე - 10 დასაქმებული - 20%; 50-დან 60-წლამდე - 18 დასაქმებული - 36%; 60-დან 65-წლამდე - 10 დასაქმებული - 20 %

საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაო:

ა) აპარატი:

ა.ა) შემოსულია 852 წერილი:

ა.ბ) გასულია - 942 წერილი.

 ა.გ) შიდა - 219.

აპარატის მიერ განხორციელებულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და მოქალაქეებისაგან შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება და ადრესატებისათვის მიწოდება, ასევე, შესრულებული კორესპონდენციის დანიშნულებისამებრ გადაგზავნა და მათი შესრულების კონტროლი.

 .) აპარატის იურიდიული კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება: საანგარიშო პერიოდში განყოფილების მიერ, შემუშავებული/მონაწილეობა იქნა მიღებული იქნა წარმომადგენლობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების პროექტების შემუშავებაში. 2019 წლის იანვრის თვიდან განყოფილების მიერ დაინერგა სამართლებრივი აქტების მიღების/გამოცემის ელექტრონული სისტემა და სხვადასხვა საკითხებზე მომზადდა ხელმძღვანელის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის - ბრძანების პროექტები, შეწავლილ იქნა პირადი კორესპონდენცია და მომზადებულ იქნა პასუხის პროექტები. განყოფილების უფროსმა მონაწილეობა მიიღო (2 სამუსაო შეხვედრა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დროებითი საექსპერტო ჯგუფში „საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა’’, სადაც განხილულ იქნა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი (მათ შორის საპილოტე პროექტები თანადაფინანსებისა და საარსებო უზრუნველყოფის წყაროების მიმართულებით) იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს გაეწია სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, პირადობის მოწმობის აღება, მოქალაქეობის მიღება/აღდგენა, დევნილის სტატუსის მინიჭება/აღდგენა, ქონების რეგისტრაცია, მიწის ლეგალიზება და სხვა). განყოფილების მიერ, სტაჟიორებს სამუშაო რეჟიმში ჩაუტარდა თეორიული სწავლება და პრაქტიკული მუშაობა. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურთან ერთობლივად, მომზადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები კონკრეტულ წვევამდელებთან მიმართებით წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინა ხელმძღვანელს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამეტთან ერთობლივად მომზადდა სამართლებრივი აქტების პაკეტი საქართველოს საკანომდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებში საჭირო ცვცლილებებთან დაკავშირებით. განყოფილება წარმოდგენილი იყო წარმომადგენლობაში შექმნილ სხვადასხვა სახის კომისიებში.

 .) აპარატის დევნილთა აღრიცხვისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელებისა და რეზერვისტების, სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახის წევრები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის პერიოდულ განახლება, ასევე, ,,დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიაზე’’ შემოსულ განცხადებათა კატეგორიების მიხედვით დახარისხების ხელშეწყობა.

) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური:

– აყვანილია აღრიცხვაზე -53 რეზერვისტი

– მოხსნილია აღრიცხვიდან -458 რეზერვისტი

 - გაიცა რეზერვისტის დროებითი მოწმობა-51 ც.

 წვევამდელები:

- აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე – 453 წვევამდელი.

- მოხსნილია აღრიცხვიდან-257 წვევამდელი. მათ შორის: -გაწვეულია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 35 წვევამდელი.

აქედან:

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში– 13 წვევამდელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში- 13 წვევამდელი.

თავდაცვის სამინისტროს ხაზით - 8 წვევამდელი.

 სდსს-1

გადაირიცხა რეზერვში ზღვრული ასაკით-189 წვევამდელი.

გასამართლებულია -3

 წვევამდელი გადაიგზავნა სხვა რაიონში-5 წვევამდელის პ/საქმე

 ჩაირიცხა შსს დაცვის პოლიციაში(საკონტრაქტო სამსახური)-15 წვევამდელი.

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში (საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში გაწვეულია)-6 წვევამდელი.

გაწვეულია ალტერნატიულ სამსახურში-2 წვევამდელი გათავისუფლებულია ჯანმრთელობის მდგომ.გამო-2 წვევამდელი.

გადაიხადა მოსაკრებელი-3 წვევამდელმა(2000 ლარის ოდენობით).

 35 წვევამდელზე გაიცა წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა. -საქართველოს ქრისტიანული,ევანგელისტური,პროტესტანტული ეკლესიის“ბიბლიური თავისუფლება“მღვდელმსახურეობის წოდების მინიჭების მოწმობა წარმოადგინა- 85 წვევამდელმა(მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას არ ექვემდებარებიან).

- გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დროებითი საცხოვრებელი ადგილის და საზღვრის კვეთის დადგენის მიზნით 199 წვევამდელის სახელობითი სია. ამასთან ერთად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს 172 წვევამდელის სია,რომელნიც არ ცხადდებიან სამხედრო სამსახურში და შეგნებულად იგნორირებას უკეთებენ,როგორც ჩვენს მოთხოვნას,ასევე პოლიციის არაერთ გაფრთხილებას კანონის დაცვის შესახებ.

 ჩატარდა გამწვევი კომისიის 34 სხდომა,რეაგირება მოხდა 500 წვევამდელზე. სამსახურში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან(თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო) შემოვიდა 463 წერილი,რომლებზეც მოხდენილია შესაბამისი რეაგირება.

) რეგიონალური მართვისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახური საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის რეგიონული მართვისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახურები დებულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას ანხორციელებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. გარდა დებულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისა სამსახურების უმთავრეს მისიას წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი დასაქმების, მომსახურებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართული პროგრამების შემუშავება და განხორციელება. განვლილი 6 თვის პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტებთან ერთობლივად, დევნილთა ჩასახლებებსა და საცხოვრებელ ადგილებზე გასვლით, ვსწავლობდით დევნილთა სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას, მათ საყოფაცხოვრებო პირობებს, ქმედით დახმარებას ვუწევდით პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, ვშუამდგომლობდით ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ზემდგომი უწყებების წინაშე სხვადასხვა სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი საკითხის (სოციალური, ჯანმრთელობის, კულტურულსაგანმანათლებლო, საყოფაცხოვრებო, იუსტიციის ხაზით და ა.შ.) არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გადაჭრის მიზნით, შესწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო საცხოვრებელი შენობების ტექნიკურ მახასიათებლებზე, საცხოვრებლად ვარგისიანობაზე, მათ პრივატიზაციაზე, პრივატიზებული ბინების რაოდენობაზე, საერთო ფართზე, გაზიფიცირებაზე, ელექტრომრიცხველების განმხოლოებაზე, წყალმომარაგების მდგომარეობაზე, პრივატიზებულ საცხოვრებლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნაზე, საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემაზე წითელი ხაზების დადგენა-დაფიქსირებაზე და ყველა იმ მნიშვნელოვანი წლების განმავლობაში დაგროვილ გადაუჭრელ საკითხებზე, რომლებსაც მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში სამართლიანად აყენებს ზემდგომი უწყებების წინაშე. ადგილებზე შესწავლის პროცესში, ვარჩევდით საცხოვრებელ ობიექტებს, მათთვის მცირე სარემონტო აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. წარმომადგენლობის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, დღეისათვის აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა 3 (სამი) დევნილთა საცხოვრებელში ქ.თბილისსა და ქ. გორში. ასევე შერჩეულ იქნა 27 (ოცდაშვიდი) კოლექტიური საცხოვრებელი, როგორც ქ. თბილისში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, რომელნიც საჭიროებენ გადაუდებელ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, მათი ჩამონათვალი და შესასრულებელ სამუშაოთა აღწერილობა გადავეცით აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეეების დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს. წარმომადგენლობის სპეციალისტებისა და კოლექტიური ჩასახლების ობიექტებში დევნილთა საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი მუშაობით, ქ. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დღეისდღეობით ჩამოყალიბებულია 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. ამ მხრივ მუშაობა კვლავაც გრძელდება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა იქნება პრიორიტეტული მიმართულება 2019 წლის განმავლობაშიც. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად 2009 წლიდან მიმდინარეობს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ობიექტებში (ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტები - კოლექტიური ცენტრები) დაკავებული საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი. დღეისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულია 6800-მდე ოჯახი (28800 სული), სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში შესყიდულია და შესაბამისად დაკმაყოფილებულია 1500-მდე ოჯახი (9000 სული). მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. წარმომადგენლობის სპეციალისტები კოლექტიური ჩასახლების ადგილებში ავრცელებენ ბროშურებს, რომლებშიც ასახულია აფხაზეთის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შემუშავებულია სოციალურ მომსახურებათა პაკეტი, აღნიშნული პაკეტებით სარგებლობამ რეალური ასახვა ჰპოვა მოწყვლადი დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად და მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის ხვედრის არცოდნის გამო მრავალი წლის მანძილზე გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან. ეს მდგომარეობა ოჯახებში იწვევს სხვადასხვა სახის პრობლემებს ( ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიური, იურიდიული, სამედიცინო და ა.შ), რაც მათ განსაკუთრებულად მოწყვლად კატეგორიად აქცევს, სწორედ ასეთი კატეგორიის დევნილი ოჯახებისათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების შუამდგომლობების გაწევა გრძელდება და მომავალშიც პრიორიტეტულად ჩაითვლება წარმომადგენლობის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. სახელმწიფო სტრატეგიის - „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ თანახმად წარმომადგენლობაში შექმნილია მომსახურების ისეთი ფორმატი, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სახალხო დიპლომატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლებრივი უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც ხელს უწყობს და მომავალშიც ხელს შეუწყობს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებას, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის იგივე უფლებებისა და პრივილეგიების უზრუნველყოფას, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე. საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის სპეციალისტების მიერ ადგილზე გასვლით შესწავლილ იქნა 300 (სამასი) კოლექტიური ჩასახლების ობიექტი ქ. თბილისის მაშტაბით და 75 (სამოცდათხუთმეტი) საცხოვრებელი ობიექტი აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში - ქ. რუსთავი, ქ. გარდაბანი, ქ.ბოლნისი, ქ. თელავი, ქ. გურჯაანი, ქ. საგარეჯო, ქ. გორი, ქ. ხაშური, ქ. ბორჯომი, ქ. ახალციხე. მოპოვებულ ინფორმაციას დევნილთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ ოპერატიულად წარვადგენთ წარმომადგენლობის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი ზემდგომი ინსტანციების წინაშე, ყოფითი პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით. ასევე ადგილებზე ვღებულობთ განცხადებებს ერთჯერადი სოციალური დახმარების გამოსაყოფად, დადგენილი კატეგორიების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში 85(ოთხმოცდახუთი) დევნილ ოჯახს გაეწია კონსულტაცია სახელმწიფოს მიერ მათ შესახებ შემუშავებული პროგრამებისა და სტრატეგიის ფარგლებში. არაერთ სტუდენტს გაეწია შუამდგომლობა სწავლის (სტუდენტის სტატუსის აღდგენის), საფასურის ეტაპობრივი გადახდის, გადანაწილებისა და სხვა მათ წინაშე მდგომი პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. შუამდგომლობები გავუწიეთ მომართვიანობის შესაბამისად ბენეფიციარებს ჯანმრთელობის დაცვის, მოხმარებული ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის ეტაპობრივი გადახდის და ა.შ. კანონმდებლობის შესაბამისად მოგვარების მიზნით. განვლილი ექვსი თვე გამოირჩეოდა სამთავრობო ღონისძიებების ჩატარების სიმრავლით, რომელთა მასობრიობის ჩართულობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლობის სამსახურები. ორგანიზება გავუწიეთ 100-მდე დევნილი ბავშვის დასწრებას სოხუმის მიზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში „თეთრი ტალღა“ სპექტაკლზე - „კონკია“, რომელიც ჩატარდა შობაახალი წლის საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში, ასევე 58 (ორმოცდათვრამეტი) დევნილ ბავშვს წარმომადგენლობის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ გადასცა მოსაწვევები საახალწლო ნაძვის ხეზე. ორგანიზება გავუწიეთ დევნილი მოსახლეობის დასწრებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე;  საქართველოს სახალხო არტისტის - დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზის გახსნაზე, რომლის შემდეგაც გაიმართა არტისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც წარმოადგინეს როგორც აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივმა, ასევე საქართველოს ფოლკლორულმა ანსამბლმა. მონაწილეობა მივიღეთ დევნილ მოსახლეობასთან ერთად იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, კერძოდ, ორგანიზება გავუწიეთ დევნილი მოსახლეობისა და მოწვეულ სტუმართა დასწრებას ჟ. შარტავას 75 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, რომლის შემდეგაც გაიმართა საზეიმო კონცერტი და რუსთავის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება, რომელიც ეძღვნება ეროვნული გმირის განვლილ ცხოვრებას. ამავე დღეს - მიმდინარე წლის 7 მარტს ჩვენს მიერ ქ. რუსთავში ცოცხალი ყვავილების გვირგვინით შემკობილ იქნა ჟიული შარტავას სახელობის მემორიალი. გმირთა მემორიალის ცოცხალი ყვავილების გვირგვინით შემკობით აღინიშნა არტილერიის დღე-მიმდინარე წლის 16 მარტს. ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღეთ როგორც წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, ასევე დევნილმა მოსახლეობამ. ქ. რუსთავში იმავე დღეს გადახდილი იქნა დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა სასაჩუქრე კალათა, აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაზე, რომელიც ჩატარდა დევიზით „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“. ბენეფიციართა დასწრებას, განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით და მათთვის სააღდგომო ნობათის გადაცემას, აფხაზეთის სამთავრობო  სტრუქტურებთან ერთად, ორგანიზება გავუწიეთ წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ და სპეციალისტებმა. ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლოთ გადაადგილება, საჩუქრები მივართვით საცხოვრებელ ბინებზე.

ასევე ადგილებზე გადავეცით საჩუქრები 9 მაისს, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეებს; მათთვე ჩაერიცხათ ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით.

შინაარსობრივად დატვირთული იყო „აფხაზეთობა“, აფხაზეთის დღეები, რომელიც დაიწყო სოფელ რუხში, მდ. ენგურის ნაპირთან და საზეიმო ღონისძიებებით დასრულდა ქ. თბილისში, აქტიური მონაწეილეობა მივიღეთ წარმომადგენლობის სპეციალისტებმა და ასევე ვუზრუნველყავით დევნილი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

  დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებისა და არსებული სოციალური პროგრამების გაცნობისა და მათი ბენეფიციარებამდე მიწოდების მიზნით ვაწარმოებთ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებთან. ასეთი შეხვედრები გვქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, დიდუბის, მთაწმინდის გამგეობებში, ქ. თელავის, ქ. საგარეჯოს, ქ. ბორჯომის,ქ. გორის, ქ. მცხეთის გამგეობებში .

 

 

) დევნილებთან ურთიერთობის სამსახური

2019 წლის 1 იანვრიდან 01 ივლისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე) სულ შემოვიდა 182 განცხადება. აქედან 153 მოქალაქის პირადი განცხადებაა, მათ შორის აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეთა(განმცხადებელთა) რაოდენობაა  29(ოცდაცხრა), აქედან  25 - მოგვმართა კომისიას პირადად 4  სსგს-ს წერილის სახით. 29 წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო(დევნილის სტატუსის მაძიებელი) – 3 წერილი.

აღნიშნულ პერიოდში ჩატარადა კომისიის 49 სხდომა. გაცემულია  153 კომისიის  დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო 23 უარყოფითი. ადმინისტრაციულ წარმოებაშია 6 განცხადება, დამატებითი შესწავლისთვის.

დადებიდათ გაცემული დასკვნების სტატისტიკა შემდეგია:

საცხოვრებელი ადგილი დაუდგინdა პირველადი მოwმობის მისაღებად 69(სამოცდაცხრა)  განმცხადებელს.

რეგისტრაციის მისამართი შეეცვალა 78(სამოცდთვრამეტი), დაბადების იუriდიული ფაქtის დასადგენად  გაიცა  4 დასკვნა.

           

რაიონების მიხედვით შემოსულ განცხადებათა რაოდენობა:

 

  1. ქ. გაგრა                                     -           15
  2. გუდაუთის რაიონი -           4
  3. ქ. სოხუმი -           71
  4. სოხუმის რაიონი -           19
  5. გულრიფშის რაიონი -           9
  6. ოჩამჩირის რაიონი -           29
  7. გალის რაიონი           -           26
  8. ქ. ტყავრჩელი -           9

 

  განმცხადებელთა რაოდენობა ეროვნების მიხედვით შემდეგია:

 

<ol style="t

დევნილი მოსახლეობის  სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით,  წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა გიორგი ლომიამ და  წარმომადგენლობის რეგიონალური სამსახურის უფროსმა ბატონმა დავით ძალამიძემ გამართეს სამუშაო ხასითის შეხვედრა  ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, რომელთანაც ერთობლივად დავსახეთ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. მერის მოადგილემ გამოხატა მზაობა  ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევაში.

 აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბ-ნ გიორგი ლომიამ, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსმა დავით ძალამიძემ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა გამართეს გასვლითი სამუშაო შეხვედრა მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათ მესაკუთრეთაამხანაგობების შექმნის მნიშვნელობის მათი ხელშეწყობის (კონსულტირება/ინფორმირებულობის)ფარგლებში.

 აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბ-ნ გიორგი ლომიამ, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსმა დავით ძალამიძემ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა გამართეს გასვლითი სამუშაო შეხვედრა მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათ მესაკუთრეთაამხანაგობების შექმნის მნიშვნელობის მათი ხელშეწყობის (კონსულტირება/ინფორმირებულობის)ფარგლებში.