მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/ახალი ამბები
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში

ახალი ამბები

ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში   აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბუნტურის ორგანიზებით,  აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულმა მოსწავლეებმა, მათ შორის ინკლუზიური კატეგორიის ბავშვებმა სასკოლო მოხმარების ნივთები საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტის მზია თოდუას მხარადჭერით მიიღო. სასკოლო ნივთები პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით 73 მოსწავლეს დაურიგდა.