- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
მიმდინარე წლის 13 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა, მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლები ( 9 მაისის ზეიმი, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრები, მათზე საჩუქრების გადაცემა).
თათბირზე აღინიშნა წვევამდელთა გაწვევის სამსახურის გააქტიურება. განხილული იქნა სამომავლო გეგმები, შეხვედრები კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან, როგორც ქ. თბილისში ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.
ბატონმა დემურ კეკელიამ საჭიროდ ჩათვალა იმ თანამშრომელთა ინფორმაციების სისტემატიური მოსმენა, რომლებიც მიმაგრებული არიან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.
22 აპრილს ჩატარდა მორიგი თათბირი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ბატონ დემურ კეკელიასთან. მოსმენილ და განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხები, როგორც სოციალური, ასევე წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და დევნილთა ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სააღდგომო ღონისძიების ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' ორგანიზებულად ჩატარების საკითხებზე. განაწილდა უმოკლეს პერიოდში შესასრულებელი სხვადასხვა ხასიათის დავალებები.
მიმდინარე წლის 18 აპრილს ქ. ბორჯომის და ქ. კასპის მუნისციპალიტეტში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის და წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზიაციის სამსახურების ერთობლივი გასვლითი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა ატარებდა საინფორმაციო და წვევამდელთა დაუწყების ხასიათს.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მიერ, ქ. თბილისში
- გლდანის მასივი, მე-2 მ/რ კორპ. 28ბ. ბმა ,,იმედი’’ (ყოფილი ბაგა/ბაღი) განხორცილედა ძველი ხის ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასმასის 1 სამფრთიანი და 2 ერფრთიანი ფანჯრის მონტაჟი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ.გორის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შენობაში, ცხინვალის გზატკეცილი N37ა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილას მცირე სარემონტო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა წყალსადენი მილგაყვანილობის მოწყობა და დაზიანებული ავზის შეცვლა.
2019 წლის 11 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა, თათბირს უძღვებოდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია, რომელმაც მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობის თანამშრომლებს გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის. განსაკუთრებით საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან მიძღვნილი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებზე და ჩატარებული საქმიანობის სამთავრობო ინტერნეტ პორტალზე განთავსების მნიშვნელობაზე, ასევე საგაზაფხულო სამუშაოების დაგეგმარებასა და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, როგორც ქ. თბილისში ისე რეგიონებში. მოისმინეს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაცია გასულ სამუშაო კვირას ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ბატონი დემურ კეკელია.
საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, ყვავილების გვირგვინით შეამკეს ჟიული შარტავას სახლობის მემორიალი.
2019 წლის 5 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე შეხვდნენ გლადნის მე-7 მ/კ ყოფილ პროფტექნიკუმის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ 13 ოჯახის წარმომადგენლებს. შეხვედრა საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე მოსმენილი იქნა დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური სახის პრობლემები. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ დევნილებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებში მიმდინარე პროგრამების შესახებ, გადასცა მათ სპეციალური ბუკლეტები და შეპირდა, რომ წარმომადგენლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებულად ითანამშრომლებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად.
წარმომადგენლობის მისია და სტრატეგიული მიმართულებები:
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ საანგარიშო პერიოდში დასახული მისიის განხორციელების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული იყო შემდეგი პრიოროტეტული მიმართულებები:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ხელშეწყობა და დევნილი მოსახლეობის ინფორმირება (კონსულტირება) სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე;
- აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოსახლეობასთან სისტემატიური კონტაქტის დამყარება, მათი საყოფაცხოვრებო/სოციალური პირობების შესწავლა/აღწერა შესაბამისი ბაზის შექმნა/განახლება და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იმ უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ზემოაღნიშნული საკითხების წარმატებით შესრულებაში, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაწევის ორგანიზება;
- უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობა და ამ მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობების გაცემა;
- აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიურებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილ, წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო და რეზერვისტთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დაგეგმვა;
- აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს გამორიდებულ, აფხაზური ეთნოსის მოსახლეობის სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სამართლებრივი და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა.
წარმომადგენლობის სტრუქტურა:
წარმომადგენლობის შემადგენლობა განისაზღვრება 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის: ხელმძღვანელი 1 (ერთი) ერთეული, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე 1 (ერთი) ერთეული, ხელმძღვანელის მოადგილე 2 (ორი) ერთეული, სამსახურის უფროსი 6 (ექვსი) ერთეული, სამსახურის უფროსის მოადგილე 4 (ოთხი) ერთეული, ბუღალტერი 1 (ერთი) ერთეული, განყოფილების უფროსი 4 (ოთხი) ერთეული, უფროსი სპეციალისტი 31 (ოცდათერთმეტი) ერთეული და 12 (თორმეტი) შტატგარეშე თანამშრომლით.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, აპარატი, საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორების სამსახური, სოციალური პროგრამების მართვის სამსახური, დევნილებთან ურთიერთობის სამსახური და რეგიონალური მართვის სამსახური განთავსებულია მისამართზე: – ქ. თბილისი, აღმაშენებლის 89/24, მე-13 სართული, ხოლო წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი კ. ხეთაგუროვის ქ. №2. წარმომადგენლობას გააჩნია ოფისი ქვემო ქართლის რეგიონში – შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, ვახუშტის ქ.№8.
წარმომადგენლობის კადრები მიღებული განათლების (კვალიფიკაციის) შესაბამისად წარმოდგენილია შემდეგნაირად:
პედაგოგი - 11 ერთეული -22%;
იურისტი - 11 ერთეული - 22%;
აგრონომი - 8 ერთეული -16%;
ეკონომისტი 8 ერთეული - 16 %;
ინჟინერი 9 ერთეული - 18 %;
ბუღალტერი - 2 ერთეული - 4 %;
პოლიტოლოგი 1 ერთეული -2 %
დასაქმებულთა საშუალო ასაკი:
30-წლამდე - 2 დასაქმებული - 4%;
30-დან 40-წლამდე - 10 დასაქმებული - 20%;
40-დან 50-წლამდე - 10 დასაქმებული - 20%;
50-დან 60-წლამდე - 18 დასაქმებული - 36%;
60-დან 65-წლამდე - 10 დასაქმებული - 20 %
საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაო:
ა) აპარატი:
ა.ა) შემოსულია 1809 წერილი:
ა.ბ) გასულია - 1168 წერილი.
ა.გ) შიდა - 438.
აპარატის მიერ განხორციელებულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და მოქალაქეებისაგან შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება და ადრესატებისათვის მიწოდება, ასევე, შესრულებული კორესპონდენციის დანიშნულებისამებრ გადაგზავნა და მათი შესრულების კონტროლი.
ა.ა) აპარატის იურიდიული კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება:
საანგარიშო პერიოდში განყოფილების მიერ, შემუშავებული/მონაწილეობა იქნა მიღებული იქნა წარმომადგენლობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების პროექტების შემუშავებაში, ასევე, წარმომადგენლობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საკითხებზე მომზადდა ხელმძღვანელის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის - ბრძანების პროექტები, შეწავლილ იქნა პირადი კორესპონდენცია და მომზადებულ იქნა პასუხის პროექტები.
საანგარიშო პერიოდში, განყოფილების მიერ უზრუნველყოფილ იქნა მესამე სასამართლო შეტყობინებებზე რეაგირება და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებული წარმოების მასალების სასამართლოსათვის მიწოდება/განმარტებების გაკეთება.
განყოფილების უფროსმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დროებითი საექსპერტო ჯგუფში „საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა’’, სადაც განხილულ იქნა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში (აპლიკაციის შევსების პერიოდულობა, გაკეთებული განაცხადების დაკმაყოფილების რიგითობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 320-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის ინიციატივების განხილვა და შეფასება). განყოფილების მიერ შესწავლილ და შეფასებულ იქნა (განხორციელდა შესაბამისი აქტივობები) საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და განხორციელდა რიგი კანონით გაწერილი სიახლეების დანერგვა, კერძოდ შეფასების სისტემის ამოქმედება, რომლის პროცესში კონსულტირება გაეწია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს თეურიულ და პრაქტიკულ ნაწილში.
აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ არაერთ მოქალაქეს გაეწია სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით (სტაჟის დადგენა, პირადობის მოწმობის აღება, მოქალაქეობის მიღება/აღდგენა, დევნილის სტატუსის მინიჭება/აღდგენა, ქონების რეგისტრაცია, მიწის ლეგალიზება და სხვა). განყოფილების მიერ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, განსაზღვრულ იქნა სტაჟიორთა კვოტა და პროფილი წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული საჭიროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით და უზრუნველყოფილ იქნა მათი განაწილების (სტაჯირების გავლის) პროცედურები. განყოფილების სტაჟიორს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ჩაუტარდა თეორიული სწავლება და პრაქტიკული მუშაობა.
წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურთან ერთობლივად, მომზადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები კონკრეტულ წვევამდელებთან მიმართებით წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინა ხელმძღვანელს (გამოიცა აღნიშნული მექანიზმის მარეგულირებელი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი) ინდივიდუალურ, სამართლებრივი სახის აქტი. უზრუნველყოფილი იქნა წარმომადგენლობის სარგებლობაში არსებული ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
განყოფილება წარმოდგენილი იყო წარმომადგენლობაში შექმნილ სხვადასხვა სახის კომისიებში.
ა.ბ) აპარატის დევნილთა აღრიცხვისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელებისა და რეზერვისტების, სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახის წევრები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის პერიოდულ განახლება, ასევე, ,,დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიაზე’’ შემოსულ განცხადებათა კატეგორიების მიხედვით დახარისხების ხელშეწყობა.
ბ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური:
– აყვანილია აღრიცხვაზე - 75
– მოხსნილია აღრიცხვიდან -68
- გაიცა რეზერვისტის დროებითი მოწმობა - 108
წვევამდელები:
- აყვანილია აღრიცხვაზე – 523 წვევამდელი.
- მოხსნილია აღრიცხვიდან - 527 წვევამდელი.
მათ შორის:
-გაყვანილია სამედიცინო კომისიის გასავლელად ცენტრალურ შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტზე - 223 წვევამდელი.
-გაწვეულია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 83 წვევამდელი.
აქედან:
შინაგან საქმეთა სამინისტროში– 25 წვევამდელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში14- წვევამდელი.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით - 15 წვევამდელი.
ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში- 5 წვევამდელი.
შსს დაცვის პოლიციაში-18 წვევამდელი.
ჩაუტარდა გაწვევა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში (საკონტრაქტო პროფესიულ სამსახური)-6 წვევამდელი.
გადაირიცხა რეზერვში ზღვრული ასაკით - 400 წვევამდელი.
სხვადასხვა მიზეზით-4
ნასამართლევი-11
გადაიგზავნა სხვა რაიონში- 11
სდსს-10
შსს-4
სუს-1
გარდაცვლილი-3
გადაიხადა მოსაკრებელი 7 წვევამდელმა.
- გაიცა წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა – 410 ც.
-საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურეობის წოდება მიენიჭა-163 წვევამდელს.
- გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დროებითი საცხოვრებელი ადგილის და საზღვრის კვეთის დადგენის მიზნით წვევამდელის 440 სახელობითი სია.
ამასთან ერთად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს 56 წვევამდელის სია, რომელნიც არ ცხადდებიან სამხედრო სამსახურში და შეგნებულად იგნორირებას უკეთებენ, როგორც ჩვენს მოთხოვნას, ასევე პოლიციის არაერთ გაფრთხილებას კანონის დაცვის შესახებ.
გადაეცა სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის 4 წვევამდელის საქმე.
ჩატარდა გამწვევი კომისიის 47 სხდომა. განხილული იქნა საქართველოს კანონის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, (მუხლი 21, მუხლი 29, მუხლი 30-ის შესაბამისად სხვადასხვა სახის გადწყვეტილება 1093 წვევამდელზე.
სამსახურში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან (თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო) შემოვიდა 905 წერილი, რომლებზედას მოხდენილია შესაბამისი რეაგირება.
გ) რეგიონალური მართვისა და სოციალური პროგრამების მართვის სამსახური
ორივე სამსახური დებულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას ანხორციელებს ურთიერთშეთანხმებულად, დაგეგმილ ღონისძიებებში, მიმდინარე დავალებების შესრულებაში ხელმძღვანელობისა და სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობით.
საანგარიშო პერიოდში, რიგ შემთხვევებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან ერთობლივად, ადგილებზე გასვლით, ვსწავლობდით რა დევნილთა სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს, ვეხმარებოდით მათ პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, ვშუამდგომლობდით ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ზემდგომი უწყებების წინაშე სხვადასხვა სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი პრობლემების, სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის დაცვის და ა.შ. მოგვარების მიზნით. შესწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო საცხოვრებელი შენობების ტექნიკურ მახასიათებლებზე, საცხოვრებლად ვარგისიანობაზე, მათ პრივატიზაციაზე, პრივატიზებული ბინების რაოდენობაზე, საერთო ფართზე, გაზიფიცირებაზე, ელექტრომრიცხველების განმხოლოებაზე, პრივატიზებულ საცხოვრებლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნაზე და იმ პრობლემურ და საყოფაცხოვრებოდ მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებსაც მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში სამართლიანად აყენებს უწყებების წინაშე. შესწავლის პროცესში ვარჩევდით საცხოვრებელ ობიქექტებს მათთვის მცირე სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელების ჩასატარებლად წარმომადგენლობის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. ასევე აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდით დევნილთა საცხოვრებელი ფართების თვითნებურად დაკავებისა და რიგ შემთხვევებში მათი გამოსახლების კანონიერების დადგენაში.
2018 წლის მდგომარეობით, დადგინდა რომ დაკავებული საცხოვრებელი ფართები პრივატიზებული აქვს 53 000 ოჯახს (21200 სული), სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილებულია 1100 ოჯახი (7000 სული).
მცირე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 25 დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტს, სამუშაოები გაგრძელდება 2019 წელსაც ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში.
წარმომადგენლობის სპეციალისტებისა და ქ. თბილისი ჩუბინაშვილის ქ.N30-ში განსახლებულ დევნილთა ერთობლივი მუშაობით ჩამოყალიბდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომლის შექმნისა და შემდგომში შუამდგომლობების მომზადების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას განცხადებით მოგვმართა მოსახლეობამ. მათ მიერ დაყენებული პრობლემურ საკითხთა ნაწილი გადაწყდა, ნაწილი კი გადასაწყვეტია, კერძოდ დაკავებული ფართების დაკანონება, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება 2019 წელსაც. ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა იქნება პრიორიტეტული მიმართულება 2019 წლის განმავლობაშიც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობებიდან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობები, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების მერიები) ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაციები დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და მათ მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ათივე გამგეობიდან და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების ყველა თვითმმართველობიდან., მივიღეთ საკმაოდ ამომწურავი პასუხები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების შემდგომ შევდივართ ყველა პრივატიზებულ საცხოვრებლებში, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, რათა ხელი შევუწყოთ და ქმედითი დახმარება აღმოვუჩინოთ მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნაში, პარალელურად ვსწავლობთ აქ განსახლებულ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, საცხოვრებელი შენობების ტექნიკურ მახასიათებლებს. მონაწილეობა მივიღეთ ტრენინგში ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები’’, რომელიც ჩატარდა ქ. ზუგდიდში. ქ. ბორჯომში, შ.რუსთვალის ქ. N107, ,,მთის ხეობა’’, გ. ხანძთელის ქ. N30 შპს ,,ბორჯომის სამკურნალკო საწარმოო გაერთიანება’,’ ვაშლოვანის ქ. N2 ,,ყოფილი სამშობიარო’’, ვაშლოვანის ქ. N4 ,,ყოფილი სამშობიაროს შენობა N2’’, გორსა და გორის შემოგარენში განსახლებულ დევნილთა ჩასახლებებში. ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს ეგიდით, ღეისდღეისობით ჩვენი უშუალო ჩარევის შედეგად ქ. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შექმნილია 100-მდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. წარმომადგენლობაში შეხვადრაზე ვიწვევთ შექმნილი ამხანაგობების თავმჯდომარეებს, სადაც იგეგმება ღონისძიებები დევნილთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით. მომავალში იგეგმება სამუშაოების გაძლიერება ამ კუთხით და ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო წლის განმავლობაში. საკითხი დადებითად და ოპერატიულად გადაწყვეტის პროცესში თავი იჩინა ფინანსურმა პრობლემებმა, კერძოდ, ცნობილია ამხანაგობების დარეგისტრირება დაკავშირებულია ფულად თანხებთან 200-დან 300 ლარამდე, რომლის მოძიებაც ამხანაგობის თავმჯდომარეებს უჭირთ. საკითხის დარეგულირების მიზნით თანამშრომლობა გაგრძელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ მ/წლის 9-10 იანვრის ღამეს სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში, მძლავრმა ქარიშხალმა სახურავი გადახადა ვაზიანის დასახლებაში და ხაშურში სანატ. ,,სურამი’’-ს დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს, აღდგენითი სამუშაოები დასრულდა 2-3 დღეში. სამხედრო ქალაქ ვაზიანის ტერიტორიაზე განსახლებული დევნილები გამოთქვამენ ერთგვარ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ არ უმტკიცდებათ საცხოვრებელი ფართები. უკვე დასახლებას არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი-სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსი. აღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით, მოსახლეობამ კოლექტიური განცხადებით მიმართა სამხარეო ადმინისტრაციას, დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას. ყველა ჩამოთვლილი უწყება გავაგრძელებთ მუშაობას 2019 წელსაც პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ დადებითად გადაწყდა ქ. ბორჯომში, სოფელ ვაშლოვანაში, საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ დევნილთა კოლექტიურ განცხადებაში მოყვანილი ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი, რომელიც შეეხებოდა ახლადგარემონტებული შენობის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების არასრულფასოვნებას. აღნიშნულის გადაწყვეტაში მხარი დაგვიჭირა ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობამ, პრობლემა გამოიწვია წყალმომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ-ექპლოატაციაში გაშვების თანავე, შედეგად ჩაირეცხა კედლები, ჩამოცვივდა ბათქაში. დღეისათვის აღდგენითი სამუშაოები შესრულებულია. ამ მიმართულებით მოსახლეობის მოთხოვნა, რომელსაც ისინი აყენებდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წინაშე მოიხსნა, მაგრამ თავი იჩინა ახალმა ხარვეზმა, რაც გამოიხატა შენობის წყალმომარაგების სათაო ნაგებობის დაზიანებაში და სასმელ წყალში ანტისანიტარული ნარჩენების მოხვედრის საშიშროებაში. ჩვენი სპეციალისტების და ბორჯომის წყალმომარაგების კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილებით აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა, წარმომადგენლობის მიერ გამოყოფილი მცირე-სარემონტო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხებით.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა და შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევის (პირველადი მოთხოვნილების მედიკამენტების უსასყიდლოდ გადაცემა) პროგრამის განხორციელებაში, კერძოდ, ჩატარდა აქცია ქ. ბორჯომში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში, ქ. გურჯაანში. ქ. რუსთავში, ქ. ხაშურში, ქ. თეთრიწყაროში. სულ 1000-მდე ბენეფიციარს გაეწია სამედიცინო მომსახურება. ორს კი გადაეცა ინვალიდის ეტლი უსასყიდლოდ. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები დევნილთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის კუთხით.
აქტიური მონაწილეობა მივიღეთ წიგნის ,,მომავლისათვის მარადისობაში’’ გამოსაცემად მასალების მოგროვებაში, ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა საბრძლო მოკვლევა შესაბამისი სურათებით 365 ომში დაღუპულ მამულიშვილზე, ასევე მოძიებულ იქნა წინა გამოცემაში გამორჩენილი სურათები 55 მებრძოლზე.
შინაარსიანი და ბავშვებისათვის სასიხარულო, საზეიმო განწყობის შემქმნელი გამოდგა ქ. რუსთავის მერიის მიერ დაფინანსებული სპექტქკლი ,,კონკია’’, რომლის წარმოდგენაზე დაესწრო 85 დევნილი ბავშვი, რომელთაც ასევე გადაეცათ საჩუქრები. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო წარმომადგენლობის ქვემო ქართლისა და კახეთის განყოფილების მიერ. იგივე სპექტაკლი წარმოდგენილ იქნა ქ. თბილისში თეატრ ,,თეთრი ტალღას’’ მიერ. ორგანიზება გაუწიეთ წინასაახალწლო დღეებში 100-მდე დევნილი ბავშვის დასწრებას, მათვე გადაეცათ საჩუქრები. წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებითთბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრმა დევნილი ბავშვებისათვის გამართა ორი საქველმოქმედო წარმოდგენა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეკტაკლს დაესწრო 60-მდე მოზარდი მშობლებთან ერთად. ასევე ორგანიზაებული იქნა 200-მდე დევნილი ბავშვის დასწრება ანსამბლ ,,გვირილა’’-ს კონცერტზე, რომელიც ჩატარდა მთაწმინდის პარკში, 350 დევნილის დასწრება აფხაზეტის სიმრერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე, რომელიც ჩატარდა თბილისის საკონცერტო დარბაზში.
საანგარიშო პერიოდში 55 (ორმოცდათხუთმეტი) დევნილს გაეწია კონსულტაცია სახელმწიფოს მიერ მათ შესახებ შემუშავებული პროგრამებისა და სტრატეგიის ფარგლებში. არაერთ სტუდენტს გაეწია შუამდგომლობა სწავლის (სტუდენტის სტატუსის) აღდგენის, საფასურის ეტაპობრივი გადახდის, გადანაწილებისა და სხვა მათ წინაშე მდგომი პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლად დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 41 (ორმოცდაერთი) დევნილს (დევნილთა ჯგუფს) გაეწია სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მათი ორგანიზების, ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროსა და ,,აწარმოე საქართველოში’’; „დანერგე მომავალი“ პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებით როგორც ქ. თბილისში, ასევე, ბორჯომში, ახალციხეში, გორში, ხაშურში, თელავში, გურჯაანში, ბოლნისში და გარდაბანში. მივაწოდეთწინადადებები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.
ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში ყოფნისას, აქ განსახლებული დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესწავლასთან ერთად იგპ-ებს ადგილზე შევავსებინეთ განცხადებები ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე სოციალური კატეგორიების მიხედვით, დღეისათვის მათი აბსოლიტური უმრავლესობა დაკმაყოფილებულია, ანალოგიური მიდგომები გაგრძელდება 2019 წელსაც.
მიმდინარე წლის 16 მარტს მონაწილეობა მივიღეთ არტილერიის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ გმირთა მემორიალი. ორგანიზება გაუწიეთ ომის ვეტერანებისა და დევნილი მოსახლეობის ორგანიზებულ დასწრებას ამ დღისადმი მიძღვნილ კინო ჩვენებაზე, რომელიც ჩატარდა კინო სახლში. ასევე გვირგვინით შევამკეთ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი ქ. რუსთავში 2018 წლის 7 მარტს. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზება გავუწიეთ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისს და მასზე დევნილი მოსახლეობის დასწრებას ქ. თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ქ. გარდაბანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ქ. ბორჯომში წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში. ასევე, გვირგვინით შევამკეთ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი ქ. რუსთავში, აქვე გაიხსნა გმირის სახელობის სკვერი. აქტიური მონაწილეობა მივიღეთ ვეტერანთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამაგიდო თამაშებში - ჭადრაკი, ნარდი.
მონაწილეობა მივიღეთ და ორგანიზება გავუწიეთ დევნილი მოსახლეობის დასწრებას სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ მასობრივ ღონისძიებებზე.როგორებიცაა საკალათბურთო გუნდი ,,სოხუმი’’-ის მიერ ჩატარებულ მატჩებზე. ასევე სოხუმის გამზირის გახსნაზე, სპექტაკლზე, რომელიც გაიმართა ,,გრიბოედოვის’’ სახელობის სახ. თეატრში, აფხაზეთიდან დევნილი, გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოვებაზე 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღეთ დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, კონფერენციაში ,,ოკუპირებული აფხაზეთის ,,სოციალურ-ეკონომიკური’’ მდგომარეობა და პრობლემები, სამეცნიერო კონფერენციაში ,,კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე’’. წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მონაწილეობა მივიღეთ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, მცირე სამუშაო ჯგუფები ყოველკვირეულად ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. მონაწილეობა მივიღეთ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პარაკლისში, რომელიც აღევლინება ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
აქტიური მონაწილეობა მივიღეთ, ვეტერანის დღესთან დაკავშირებული, გმირთა მემორიალის დეკორატიული მცენარეების დარგვა-გამწვანებაში ქ. რუსთავში, ასევე, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტისა და მასზე ვეტერანთა დასწრების ორგანიზებაში. მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ფულადი თანხები გადავეცით ომის მონაწილეს, ასევე ორგანიზება გაუწიეთ მათთვის აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ გამოყოფილი საჩუქრების გადაცემას ადგილებზე.
დევნილთა დასწრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა გაუწიეთ შეხვედრას დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რომელიც ჩატარდა საქართველოს ომისა და სამხედრო ზალების ვეტერანთა კავშირ ,,სამშობლო-ს’’ მიერ. აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ორგანიზება გავუწიეთ 400-მდე ბენეფიციარის ჩართულობას სააღდგომო და საახალწლო (სოციალურად დაუცველი კატეგორიების მიხედვით) ნობათის მიღებაში, რომელიც ჩატარდ
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა არის უფლებამონაცვლე ყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების: ქ.სოხუმის მერიის; ქ.სოხუმის რ-ის გამგეობის; ქ. გაგრის მერიის ; ქ. ოჩამჩირის; ქ.გალის; ქ. გუდაუთის, რომლის უფლებამოსილება ვრცელდება ქ.თბილისის, კახეთის, ქვემო-ქართლის,შიდა ქართლის,მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა:ქმედითი და ფუნქციურად დატვირთული დაწესებულებაა. წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: დევნილის( სტატუსის მაძიებლის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა; დასკვნის გაცემა;ცნობის გაცემა; ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა კატეგორიების მიხედვით: 1. მეორე მსოფილო ომის ვეტერანები, 2. მარჩენალდაკარგულები,3. პირველიჯგუფის ინვალიდები. 4. ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი ოჯახში,5. დედ-მამით ობოლი ბავშვები, 6. უნარ შეზღუდული ბავშვები და სხვა განსაკუთრებული შემთხვევები; მცირე- სარემონტო სამუშაოების დაფინანსება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში; სავალდებულო სამხედრო და არა სამხედრო სამსახურში 18-27 წლამდე დევნილ წვევამდელთა მოძიება-აღრიცხვა-გაწვევა; დევნილთა საერთო აღრიცხვა და ანალიტიკა; დევნილების სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შესახებ ინფორმიერება; კონსულტაცია; სამართლებრივი დახმარება; შუამდგომლობა სხვა სახ-ფო ორგანოებთან; თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ტრეინინგ-სემინარების გამართვა უნარ-ჩვევების, სიახლეების და სხვა მიმართულებების და სერვისების დასამკვიდრებლად; ქ.თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა-ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში მჭიდრო თანამშრომლობა კომპაქტურად განსახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან: მათი კონსულტირება, ინფორმიერება , სერვისების გაცნობა, ინფორმაციის მიღება- განახლება, პრობლემებზე რეაგირება-შუამდგომლობა და სხვა. ჩვენი მიზანია დევნილთა მიმართულებით მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებისათვის ახალი სერვისების დანერგვის, არსებულის მოდერნიზაციის და ბევრი სხვა ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გატარება.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის ორგანიზებით გაიმართა მთელი რიგი გასვლითი სამთავრობო სხდომები, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მოისმინეს ყველა უწყების ანგარიში განვლილი 2018 წლის სამუშაო მიმდინარეობის და შესრულების შესახებ. წარმოადგინეს 2019 წლის სამუშაო სამოქმედო გეგმა. ასევე დიდი ყურადღება დაეთმო სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული უფროსი და უმცროსი რანგის დონის საჯარო მოხელეების მაქსიმალურ ჩართულობას, შესაბამისი უნარების,ცნობიერების და აქტივობის ამაღლების კუთხით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ყველა უწყებებში მიმდინარე სამსახურეობრივ მიმართულებებებზე დევნილ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირის დღის წესრიგს წარმოადგენდა:
წარმომადგენლობის სამსახურებში მომუშავე საჯარო მოხელეების უნარების და ცნობიერების ამაღლება, თბილისში კომპაქტურად განსახლების ადგილებში გეგმით გათვალისწინებული გასველბის დროს მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.
წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტული მიმართულებების დაგეგმვა წარმომადგენლობაში მომუშავე თანამშრომლების დაუწყებაში ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაუწყების მთელი პერიოდის განმავლობაში.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მიერ, ქვემო ქართლის მხახერში ქ.რუსთავში და დ.თეთრიწყარო შესრულდა 3 ობიექტის სხვადასხვა სახის სარემონო-სამუშაოები:
- ქ.რუსთავი, ლომოურის, №12, დევნილთა განსახლების ადგილი. შენობის სარდაფში გამოიცვალა წყალსადენ-საკანალიზაციო მილები;
- ქ.რუსთავი, ფალიაშვილის, ქ. №24, დევნილთა განსახლების ადგილი. მოეწყო შენობის გადახურვის წყალსაწრეტი მილები და საწვიმურები;
- დ.თეთრიწყარო, მოეწყო შენობის გადახურვის წვიმის წყლის შემკერბი მილები და ძაბრები.