- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
2016 წლის 15 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეუერთდნენ გამწვანების აქციას - „მწვანე მომავალი“ და ვარკეთილში მე-4 მიკრო რაიონში არსებულ კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტის (ყოფილი 180-ე სკოლა) მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს 90 ძირი კიპარისისა და წიფლის ნერგები. ზემოთაღნიშნულ აქციაში ასევე ჩაერთო იქ მცხორები მოსახლეობის ნაწილი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სოფელ ბადიაურში აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა. გამწვანების აქციაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.
2015 წლის 19-20 ნოემბერს ქალაქ თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა „იმედში“, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დახმარებით, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა სპორტის ოსტატის გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში 2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის.
ტურნირში გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
ტურნირს ესწრებოდნენ გენო ზარიას ოჯახის წევრები, აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე, გენერალური მდივანი დიმიტრი ჭანტურია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა.
11 დეკემბერს, კინოთეატრ „რუსთაველში" დევნილი ბავშვებისათვის 3D ფორმატში უფასო კინოჩვენება გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში ამჯერად ქ.რუსთავის ყოფილი სტუ-ს შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მდე მოზარდი მონაწილეობდა.
ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ააიპ „კავკასიონის სინერგიას " მხარდაჭერით გაიმართა.
კინოჩვენების დასრულების შემდეგ ბავშვებს ლანჩით გაუმასპინძლდნენ. მსგავსი სახის აქციების გამართვა მომავალშიც იგეგმება.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო სამმართველოს ინიციატივით ქ. თბილისში №78 ბაგა-ბაღის ტერიოტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.
აქცია ითვალისწინებდა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სკვერის გამწვანებას. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ლაშა ლაშხიას სახელზე გაშენებულ სკვერში ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და სოფლის მეურნეობის სატყეო სამმართველოს უფროსმა ჯუმბერ ბოიკომ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ომში დაღუპულის დედა ქალბატონი მზია ჯოჯუა.
ქ.თბილისში გოძიაშვილის სახელობის პარკის სპორტკომლექსში, ყაზბეგის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 წლის 26,27 და 28 სექტემბერს ჩატარდა გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში. სადაც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილი 20 წელზე ზემოთ ახალგაზრდებმა.
აღნიშნული ტურნირი გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის დახმარებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
მონაწილე გუნდები იყვნენ:
1. დაბა კოჯორი
2. გლდანის 104 ბ/ბაღი
3. სასტუმრო ქართლი
4. თბილისის ზღვა
5. ვაშლიჯვარის ინდუსტრიული-პედაგოგიური კოლეჯის ს/ს გუნდი (გელოვანი)
6. სასტუმრო ბახტრიონი
7. ს.ტ.უ.
8. ვარკეთილის ს/ს
აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი ადგილი - სასტუმრო ქართლი
მეორე ადგილი - ვაშლიჯვარი გუნდი ,,გელოვანი,,
მესამე ადგილი - თბილისის ზღვა
ტურნირნირზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, ბურთები და შესაბამისი ხარისხის მედლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა თხოვნით თბილისში, წყალსადენის 7 ნომერში, სასტუმრო „ბახტრიონში", ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი 1000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა დევნილებისგან მოისმინეს და განიხილეს ის პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ. დევნილთა თხოვნით, ვახტანგ ყოლბაიამ მათ აფხაზეთის ტელევიზიის აღდგენის მიმდინარე პროცესი გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში მიწების დამუშავებისა და დევნილთა დასაქმების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე დევნილებმა დასვეს საკითხი შიდა და გარე კანალიზაციის სისტემების მოწესრიგების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და საცხოვრებელი ფართის გაზრდის თაობაზე.შეხვედრის ბოლოს, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელშეწყობით აშენებული მამათა მონასტერი მოინახულეს და ლოცვას დაესწრნენ.
„ისე მოხდა, რომ აქამდე ამ კომპაქტურ ჩასახლებაში არ ვყოფილვარ, რაც ძალიან სამწუხაროა. მიკვირს ერთი რამ, რაც თითქმის ყოველ დევნილს ახასიათებს - ამდენი ტკივილი, ამდენი უსამართლობა, ამდენი პრობლემური საკითხი საბინაო პირობებსა თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მოუხედავად ამისა, არ შემხვედრია გაბოროტებული ადამიანი, არ შემხვედრია კაცი, რომელიც მოთმინებით და იმედით არ უყურებს თავის მომავალს. ავიღოთ თუნდაც გაფართოების საკითხი, 12 კვადრატულ მეტრში 7-8 სული ცხოვრობს. ათას ასი ადამიანიდან სამასი ბავშვია. ასეთი შობადობა კომპაქტურად ჩასახლებულ ბევრ პუნქტში არ მეგულება. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ ცხოვრებას ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ ასეთი დემოგრაფიული მონაცემი. ასეთივე პრობლემატურია მიწის დაკანონების საკითხი, რომელსაც დიდი ხანია ფლობენ ეს ადამიანები, ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ მოსავალი, მიწა ხომ მათი გამოკვების ერთ-ერთი საშუალებაა. მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაჭრა. საჭიროა კომპლექსური მიდგომაც და საკითხის განზოგადებაც. აუცილებელია ჩვენი მთავრობის მერიასთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ეს რთული საკითხები დროულად გადავწყვიტოთ. ბატონი დავით ნარმანია ბრძანდებოდა ამ ჩასახლებაში, მისთვის ეს პრობლემები ცნობილია და დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერი ამ საკითხს დევნილების სასარგებლოდ გადაწყვეტს. მაგრამ მარტო სახელმწიფოს გაუჭირდება ამ პრობლემებთან გამკლავება. საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ინვესტორების, დონორების მოზიდვა. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ. არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა მამათა მონასტერზე, რომელიც დევნილების დიდი ხელშეწყობით აშენდა. ეს დიდი შვებაა დევნილთათვის, როცა მათ სალოცავი აქვთ. ამ ეკლესიაში ლოცულობს ყველა და ალბათ ეკლესიის მადლია ისიც, რომ ათას ასი ადამიანისგან შემდგარ ჩასახლებულ პუნქტში განსაკუთრებული აურა იგრძნობა", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ცხვარიჭამიაში არსებულ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მოინახულეს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მცირე მატერიალური დახმარება გაეწიათ და USAID მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი დაურიგდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ აღნიშნულ ობიექტში არსებულ ვითარებას და დევნილთა პრობლემები მოისმინეს.
საქველმოქმედო აქცია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.
2014 წლის 21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა – „თეთრი ტალღა“, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს „თბილისი არტ–ჰოლში“ უმასპინძლა, სადაც ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „ჩარლის დეიდა“. ჩვენებას ესწრებოდნენ ქ. თბილისის ასკურავას ქუჩის # 1 სავაგონო დეპო 2 კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი ბავშვები.
ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის – „თეთრი ტალღა“ მხარდაჭერით გაიმართა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა მადლობას უხდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის – „თეთრი ტალღა“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ რატიანს გაწეული თანადგომისათვის.
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“-მ უმასპინძლა
2013 წლის 16 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვები სპეკტაკლის - „რეპეტიცია"-ს უფასო ჩვენებას დაესწრო.
რეჟისორ დავით კობახიძის სპეკტაკლის ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
საქველმოქმედო აქცია ამჯერად, თბილისის ვანის ქ.№7 ში მდებარე კომპაქტური ჩასახლების ობიექტში მცხოვრები 25-მდე დევნილი მოზარდისთვის მოეწყო.
ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის" სამხატვრო ხელმძღვანლის მიხეილ რატიანის მხარდაჭერით გაიმართა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად მომავალშიც გაიმართება.