- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის მხარდაჭერით ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში დევნილების კომპაქტურად განსახლების ადგილებში, სანატორიუმ ,,მზიურში’’ და სანატორიუმ ,,ნაკადულში’’ საახალწლო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში რეგიონალური მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაბა სურმაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ.თბილისის სამგორის რაიონის, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ქებურიას მე-2 კორპუსი ,,ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა’’ სადაც აფხაზეთიდან ი.გ.პ არიან განსახლებულნი. აღნიშნული კომპაქურად განსახლების ობიექტი სამი სართულისაგან შედგება, სადაც 48 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. დევნილი მოსახლეობისთვის დაუდგენელი მიზეზით დაახლოებით დილის ოთხ საათზე, მოხდა ელექტრო გამანაწილებელი ფარის აფეთქება, რამაც გამოიწვია კიბის უჯრედის, დერეფნების და მცხოვრებთა კერძო ფართების კედლების მნიშვნელოვანი დაბინძურება და საფოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება. ელექტრო გამანაწილებელი ფარის ფეთქების მიზეზს დაადგენს შესაბამისი სამსახური. თელასის ტექნიკური ჯგუფის მიერ იმავე დღეს დაიწყო ელექტრო-გამანაწილებელი ფარების და ელექტრო სადენების მოწყობის სარემონტო-სამუშაოები.წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს და მოსახლეობას გაეწიათ შესაბამისი სამარათლებრივი და ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაზარალებულ დევნილ ოჯახებს გაეწიათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია გორში, აფხაზეთის საპატიო მოქალაქისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ირაკლი ყანდარელის ოჯახს ესტუმრა და 94 წლის იუბილე მიულოცა. დემურ კეკელიამ ომის ვეტერანს ქვეყნის თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ირაკლი ყანდარელი აფხაზეთში, სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას. იგი 120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია.
ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დაარსა.
2017 წლის 9 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გასული იყვნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების სამ კორპუსში. სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
2017 წლის 08 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში. სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
მოზარდმაყურებელთა თეატრში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ინიციატივითა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლი სახელწოდებით „საახალწლო ნაძვის ხე“ გაიმართა. წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე მოზარდი დაესწრო.
2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ბატონ დემურ კეკელიას და წარმომადგენლობის თანამშროიმლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობის თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას. შეხვედრის ბოლოს, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მოძრაობაში ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-პროგრამის ფარგლებში აქტიური ჩართულობისათვის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმომადგენლობის რიგი თანამშრომლები:
– სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ირმა ბეთაშვილი;
– რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლონდა საჯაია;
– წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი – გურამ ჯიქია.
2016 წლის 03 ნოემბერს, ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N349 დადგენილების საფუძველზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილ წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება. აფხაზეთიდან დევნილი 20 წვევამდელი ცენტრალური გამწვევი სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს შეირაღებული ძალების რიგებში.