აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის სპეციალურ მიღება გამართა.

ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა, მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დევნილ ვეტერანებთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით თბილისის მასშტაბით მცხოვრებმა ყველა დევნილმა ვეტერანმა სასაჩუქრე კალათა და კომპანია „ბარამბოს" მიერ მოწოდებული ტკბილეულობა მიიღეს.

აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინვალიდის ეტლები გამოიყო

აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართველ ხალხთა ერთობა - ХХI საუკუნის საქართველო" - ინვალიდის ეტლები გამოყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ეტლები აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა.

ორგანიზაცია „ქართველ ხალხთა ერთობა - ХХI საუკუნის საქართველო" გერმანელ პარტნიორ კომპანია „ინტერნეიშენალ ჰილფონსთან" ერთად 2003 წლიდან ახორციელებს საქველმოქმედო აქციებს. ამჯერად ორგანიზაციამ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად 6 ინვალიდის ეტლი და ერთი გადასაადგილებლად დამხმარე საშუალება გადასცა.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს გასართობმა პარკმა „ბომბორამ“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გასართობ პარკ „ბომბორას" ეწვივნენ.

საქველმოქმედო აქცია თბილისის კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები მრავალშვილიან ოჯახებიდან დევნილი ბავშვებისთვის ჩატარდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. მან მოზარდებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მშობლებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. როგორც შეხვედრისას გაირკვა, აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახები ნაკლებად არიან ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში. ვახტანგ  ყოლბაია მათ არსებული პრობლემების განხილვასა და საკითხების მოგვარების გზების ძიებას დაპირდა.

პროექტი, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი ღონისძიებები მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება.

ვახტანგ ყოლბაია ლილოში ჩასახლებულ აფხაზებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს ესტუმრა.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მოისმინა მათი პრობლემები, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო სასაჩუქრე კალათები გადასცა.

სააღდგომო საჩუქრები აფხაზებისათვის კომპანიებმა: „გაგრა +", „მითანა", „ხარება", „თელიანი ველი", „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „კანი", „კოკა-კოლა", „კუმისი" და „ბარამბო" უზრუნველყვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ყოლბაია ლილოში ჩასახლებულ აფხაზებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს ესტუმრა.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მოისმინა მათი პრობლემები, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო სასაჩუქრე კალათები გადასცა.

სააღდგომო საჩუქრები აფხაზებისათვის კომპანიებმა: „გაგრა +", „მითანა", „ხარება", „თელიანი ველი", „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „კანი", „კოკა-კოლა", „კუმისი" და „ბარამბო" უზრუნველყვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ყოლბაია აეროდრომის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ვახტანგ ყოლბაია თბილისში, აეროდრომის დასახლება ქუჩა №11- ში კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილი II ჯგუფის ინვალიდები, ომის ვეტერანები, მარჩენალ-დაკარგული და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, სააღდგომო საჩუქრები გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

საჩუქრები დაურიგდათ აეროდრომის დასახლება ქუჩა №11- ში (მე-3 და მე-5 კოპრუსი) და ქინძმარაულის ქუჩა № 10- ში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს.

სააღდგომო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა  საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. აქციის მხარდამჭერები არიან კომპანიები: „გაგრა +", „მითანა", „ხარება", „თელიანი ველი", „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „კანი" და „კოკა-კოლა".

დევნილი ბავშვები 3D ფორმატში გადაღებული ფილმის „ქრუდსების ოჯახი“ ჩვენებას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციაში აფხაზეთიდან დევნილი 30-მდე ბავშვი ჩაერთო. ამჯერად მოზარდები 3D ფორმატში გადაღებული ფილმის „ქრუდსების ოჯახი" ჩვენებას დაესწრნენ.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, ფარიკაობაში მორიგი აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ დარბაზში მოეწყო.

ტურნირი 25 აპრილს გაიხსნა და ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდა. შეჯიბრში ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ქუვეითიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

ტურნირის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი და საქართველო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია დაესწრნენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამქორმა“ დევნილი ექიმებისთვის ტრენინგი გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ქ.ზუგდიდში საერთაშორისო ორგანიზაცია „ამქორი"-ს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკისა და გალის რაიონიდან გადმოსული ექიმებითვის პროექტის „ჯანმრთელობის ხიდები"-ს ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგები თემაზე „ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვა" და გულის სისხლ-ძარღვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა" მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ ჩატარდა. ტრენინგის შემდგომ, ექიმებმა საინფორმაციო სემინარები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გამართეს და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრად საგანმანათლებლო ბროშურები, სამედიცინო და სასკოლო ნაკრები გადასცეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ამქორმა" ერთი თვის წინ გალის რაიონიდან გადმოსულ ექიმებს 5, ხოლო დევნილთა პოლიკლინიკას 1 კომპიუტერი გადასცა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინასებით მიმდინარეობს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში მოშიმშილე დევნილთა პრობლემების გასაცნობად ჩავიდა

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაიას ზუგდიდში ჩასვლა მოშიმშილე დევნილთა პრობლემების გაცნობამ და საკითხის ადგილზე შესწავლამ განაპირობა.

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა შიმშილობა 24 აპრილს, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების, მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და სანიტარული ვითარების მოწესრიგების მიზნით დაიწყეს.

ვახტანგ ყოლბაიამ დადებითად შეაფასა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომელებმაც ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება ზემოაღნიშნულ ვითარებასთნ დაკავშირებით და ვნებათაღელვა ჩააცხრეს, თუმცა დევნილთა განსახლების საკითხი ისევ პრობლემად რჩება.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონცერტი გამართა

ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ კონცერტი გამართა. ღონისძიება საქართველოს საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო და ფორმატით კონცერტი -  საუბარი ჩატარდა.

კონცერტზე სტილისტურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი, აკადემიური რეპერტუარი იყო წარმოდგენილი.

საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა დაესვათ სასურველი კითხვები და გასაუბრებოდნენ მათთვის საინტერესო თემებზე კონცერტის დირიჟორს, კაპელის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს გურამ ყურაშვილს.

ღონისძიებას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

აფხაზეთის, ჰერეთისა და ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა

დედაენის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის, ბოლნისისა და კახის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ შორის აფხაზ მოზარდებს დღეს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. გამოფენას „ჩემი დედა ენა", რომელიც დედაენის კვირეულს მიეძღვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელი ბუბა კუდავა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი დაესწრნენ.

გამოფენაზე მოსწავლეები დედაენის პირველ ქართულ და აფხაზურ გამოცემებს გაეცნენ. ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მასალები და მიმოწერები იაკობ გოგებაშვილის არქივიდან.

პროექტი სახელმწიფო პოლიტიკის „ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის ცოდნის ხარისხის ამაღლებისა" და ქართული სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეულის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს  სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ქურმუხელი" და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

დედაენის კვირეულის დახურვა მამხუთის აზერბაიჯანულ სკოლაში მოეწყო

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრი „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით, პროექტის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში, დედაენის კვირეულის დახურვა გაიმართა. ღონისძიებას ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. საღამოზე მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები და საქართველოს კუთხეების ადათ-წესებზე შექმნილი ფოლკლორი წარმოადგინეს. ღონისძიების პარალელურად მოეწყო ბავშვების ნახატების, ასევე აფხაზეთის ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

საღამოს დასასრულს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული 14 აპრილს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მოანაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, სოფელ მამხუტის, სოფელ ვარიანის, არქევანის საჯარო და კახის რაიონის (საინგილო) სკოლის მოსწავლეებმა.

ღონისძიებას აფხაზეთის უამღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხმალადინ სმაილოვი დაესწრნენ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელის" მხარდაჭერით განხორციელდა.

ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო კონფერენციას „კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები“ დაესწრო

„კავკასიურ სახლში" საერთაშორისო კონფერენცია - „კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები" ჩატარდა.

კომფერენციაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

კონფერენციის მიზანს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა წარმოადგენდა. მხარეებმა წარსულ გამოცდილებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღმავებაზე ისაუბრეს.

„უკვე ფეხი მოიკიდა საქართველოში კორეულმა ბრენდება. შთამბეჭდავია დინამიკა, თუ როგორ ვითარდება ეს ფირმები. მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო წლებში დააგროვა. კორეა  გიგანტური წარამტებებით მიიწევს წინ და ვფიქრობ მათი გამოცდილების გაზიარება ჩევნთვის ცუდი არ იქნება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კონფერენციას კორეის ფონდის თავმჯდომარე კინ ფოეკი და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. შეხვედრა კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით (CCIIR) ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაია ფოთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.

ფოთის ახალ რაიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილები სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა. ფოთის ახალ რაიონში დევნილი ოჯახები საცხოვრებლად თბილისიდან, წყალტუბოდან და ზუგდიდიდან 2011 წელს ჩაასახლეს.

ფოთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ყოლბაია „სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის" ბაზაზე შექმნილ „ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის" პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და ავტორიზაციის პრობლემებზე ისაუბრა.