- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის დამსახურებულ ექიმს, სოხუმის სამშობიარო სახლისა და თბილისში ქალთა კონსულტაციის ექიმს ზიზი ანთელავას 80 წელი შეუსრულდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზიზი ანთელავას იუბილე მიულოცეს, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
აფხაზეთის დამსახურებულ ექიმს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადასცეს და საზოგადოებისათვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი ესწრებოდნენ.
მაია ახალკაციშვილის ნაშრომის თემა „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები" იყო.
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დააწესა.
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით გამოჩენილი მუსიკოსის, ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
კონცერტში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი და სხვა ქართველი შემსრურებლები მონაწილეობდნენ.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა" ძმები გრიმების პიესის მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი „ბრემენელი მუსიკოსები" დადგა, რომლის პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია, ხოლო მხატვარი მაია სხირტლაძე.
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილინოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე - „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი" გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თავის მხრივ, პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე.
მწერალთა სახლში ქართველი პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „მოგონებები დაბრუნებამდე..." პრეზენტაცია გაიმართა.
ნაირა მარშანიას წიგნი „მოგონებები დაბრუნებამდე..." აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ეხება და შემრიგებლობითი ხასიათის მატარებელია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
წიგნის ავტორს საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცა.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცეს. ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.
ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ.
ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.
ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ ხელოვანთა საზოგადოებრივ პროექტს „სამი სავარძელი“ უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ: მწერალი და მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე, დიპლომატი და მხატვარი გელა დუმბაძე და მომღერალი თინა მამულაშვილი. შეხვედრას იდეის ავტორი და ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია უძღვებოდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი პროექტი „სამი სავარძელი“ უკვე მეოთხედ იმართება და ის ხელოვნების სამი სფეროს: მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედებას წარმოაჩენს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს თურქ ხალხს, თურქეთის ხელისუფლებას და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის გამოცხადების დღეს.
საქართველოს და თურქეთს ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აკავშირებთ. რომელიც წლებია რაც სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებში გადაიზარდა.
თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მყარი მიმდევარი, რაც ნამდვილად მეგობრული ჟესტია და კიდევ უფრო ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს.
ასევე აღსანიშნავია, თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა დევნილებთან მიმართებაში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების მიმართულებით, რომელთა იმპლემენტაცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და არაერთ დევნილს მისცა საშუალება გაეუმჯობესებინა თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რაც ნამდვილად დასაფასებელია.
კიდევ ერთხელ, ვულოცავთ თურქეთის რესპუბლიკას ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას როგორც თავისი ასევე რეგიონის საკეთილდღეოდ.
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნი აფხაზურ ენაზე „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა" თარგმნა. წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალაა წარმოდგენილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და შემოქმედებითი წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოზე ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წვლილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე, ხაზი გაესვა წიგნის გამოცემის მნიშვნელობას და როგორც ავტორმა აღნიშნა: „ამ წიგნის გამოცემით და ამ შეხვედრით გვინდა ვიპოვოთ ჩვენი წილი გზა აფხაზი ხალხის გულებისაკენ".
ამასთანავე, აფხაზეთის დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზური ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამოძმეებს და სრულიად საქართველოს. აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია აფხაზეთში და მისი დაცვა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტთაგანს წარმოადგენს. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის კათედრა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, აფხაზეთის სიანფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ხორციელდება აფხაზურ ენაზე ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ტრანსლაცია და ყოველივე ეს ემსახურება აფხაზური ენის, როგორც ასიმილაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ენის დაცვისა და ენათა მსოფლიო საგანძურში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას.
ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი) ჩატარდა. შეჯიბრში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები და ასევე, მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრს საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.
ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანის დღეს. თითოეული თქვენთაგანი თავდადებით იბრძოდა და იბრძვის სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, სამშობლოს წინაშე თქვენი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის, ჩვენ ყველანი ერთად, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გამთლიანდება და ისეთი ქვეყანა გვექნება, როგორზეც ჩვენი დიდი წინაპრები ოცნებობდნენ.
მოგახსენებთ მადლობას თქვენი უანგარო სამსახურისა და თავდადებისათვის. გისურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას და წარმატებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერის, მუსიკოლოგ სვეტლანა ქეცბას წიგნის „გულის სახსოვარი" პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია ავტორის სტატიები, გამოსვლები და მოგონებები აფხაზეთის შესახებ 1993 წლიდან დღემდე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები.
თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ახალ მზერას" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ტარდება.
აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინა ონიანი დაესწრო.
გამოკვლევები ორი დღე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მაღალკვალიფიციური ექიმები მიიღებენ. დევნილებს ვიზომეტრია /კორექციით (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა და სათვალის შერჩევა), ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა), ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა), ბიომიკროსკოპია (თვალის გამჭვირვალე არეებისა და ფერადი გარსის ნაპრალოვანი ნათურით დათვალიერება) და შირმერის ტესტი (თვალის სიმშრალის ტესტი) ჩაუტარდებათ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხავ სათვალეს შეურჩევენ.