- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში 228 დევნილ ოჯახს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო თბილისის წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური ექიმებით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.
ასევე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.
გამოკვლევებს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.
სამედიცინო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტისა და რეგიონის გამგეობის წარმომადგენლები ღებულობდნენ.
ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრის მიზანი დევნილი ახალგაზრდებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრის აპარატის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
ასევე, რეგიონში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების განსასაზღვრად კვლევა ჩატარდა, სადაც გამოიკვეთა მოზარდების ინტერესების სფერო და შესაძლებლობები სამომავლო პროექტებში მათი ჩართულობის მიზნით.
ღონისძიებას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი უძღვებოდა.
შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, IPYG საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფის კოორდინატორი, ბიზნესმენი ვახტანგ ხორავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭოს, მეწარმე ქალთა ფონდისა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაცია ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭო იყო.
სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, მწერლისა და პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, ვახტანგ ყოლბაიამ ციალა არდაშელიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი, მათ შორის სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, დევნილთა დაბრუნება, განათლება ოკუპირებულ გალის რაიონში, ცეცხლის განუახლებლობის გარანტიები
შეხვედრის დასაწყისში, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ეს რაუნდი წინა რაუნდებისგან განსხვავდებოდა იმ მძიმე ფონის თვალსაზრისით, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ შექმნა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ეს არ დასტყობია, თუმცა იგრძნობოდა აფხაზური მხარისგან გარკვეული უხერხულობა მომხდარის გამო. მით უფრო, რომ ერთობლივად უყურეს იმ კადრებს, სადაც ფაქტია ასახული.
ყოლბაიას განმარტებით, ამ რაუნდმა და ქართული მხარის აქტიურობამ ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით, მოიტანა ის შედეგი, რომ მკვლელობაში ბრალდებული დღეს შინაპატიმრობაშია. მისი თქმით, ჟენევაში მუდმივად მტკივნეული საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა და ამ საკითხზე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის მხარდამჭერთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. ასე მოხდა ბოლო შეხვედრაზეც.
აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აქტიურად აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაა. აფხაზური მხარე კი მუდმივად მოითხოვს ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და გარანტიებს თბილისიდან.
ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ სერვისებზე, რომელსაც ისინი აფხაზებს სთავაზობენ. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დარეგულირებას ნდობის დაბალი ხარიხი აფერხებს, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
„ჟენევის პერსპექტივა ის არის, რომ გულნატკენობის მიუხედავად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ერთადერთი საერთაშორისო არენაა და ფორმატი, სადაც ყველანი ერთად ვსაუბრობთ. მთავარია არ დავარღვიოთ ის, რასაც ჰქვია ნდობის მოპოვების პროცესი, რთული, ფაქიზი, მაგრამ აუცილებელი, რამეთუ ნდობის გარეშე ჩვენ ვერ ავაშენებთ იმ ხიდებს, რომელიც ერთმანეთთან მიგვიყვანს“, - განმარტა ყოლბაიამ.
აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა წვევამდელებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოს მშვიდობიანი განვითარების საქმეში.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104-მა წვევამდელმა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული ჩვენებები წარმოადგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები" გაიმართა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართა.
მრგვალ მაგიდასთან განიხილეს შემდეგი თემები: „აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებიდან - აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემებამდე: იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა აგრობიზნესში" და „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის".
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე გოჩა ცოფურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი მოგვარების გზები, აჩვენოს წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე დევნილთა აგრობიზნესში მონაწილეობის პერსპექტიული მიმართულებები.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა და მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“, კვარტეტი „აფხაზეთი“, ბავშვთა ანსამბლი „კავკასიონი“, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, მომღერალი მარიკა გულორდავა , პიანისტები ანა და გიგა პაპავები. თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალისა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. დევნილ ახალგაზრდებს მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცეს.
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცა და საგანმანათლებლო ასპარეზზე შემდგომი წინსვლა და წარმატებები უსურვა.
2015 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში სრული კურსი ოქროს და ვერცხლის მედლებზე 14-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდანაა.
მცხეთაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა, სადაც სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის 3-წლიანი ანგარიში იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის საპატიო თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ.
ასევე, ფონდი და კომიტეტი სხვა რეგიონებსაც ეწვევა და მოსახლეობას გააცნობს იმ პროგრამას, რაც უკვე განხოციელდა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
18 ივნისს ქ. ქუთაისში მოქმედი მრავალპროფილური კლინიკა „მედიქალსიტის" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ურთიერთანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში სამედიცინო აქცია მოეწყო, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო სამედიცინო კონსულტაციას ქ. ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მათ შორის კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში) მცხოვრები აფხაზთიდან დევნილი მოსახლეობისათვის. სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლა 73-მა ბენეფიციარმა.
19 ივნისს აქციაში „მედიქალსიტის" მოწვევით ინგოროყვას სახელობის კლინიკის წამყვანი სპეციალისტები ჩაერთვნენ, რომლებმაც მრავალპროფილური უფასო კონსულტაცია გაუწიეს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას.
აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.
აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დამსწრეებმა რუკისა და აფხაზეთის არქიტექტურული ნაგებობების მდგომარეობაზე იმსჯელეს. მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდათ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“.
ასევე გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკაზე დატანილი ტაძრების მდგომარეობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკა წარმოაჩენს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტ რიცხოვნობას, რაც სამომავლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ფართო საზოგადოებისთვის, მეცნიერეული წრეებისთვის, სპეციალისტებისთვის, ექსპერტებისთვის რუკის მნიშვნელობა ძალიან დიდია. არსებობს მისი ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.
„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის რეკომენდაციით, ჩვენი კულტურის სამინისტრო მუშაობდა რუკაზე, რომელიც მოიცავს აფხაზეთში არსებულ ყველა ძეგლს. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, ჩვენმა სპეციალისტებმა საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავეს ეს ძალზე საინტერესო რუკა. ამ რუკაზე დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს აფხაზეთში დღეს არსებული კულტურული ძეგლის ადგილმდებარეობა. საზოგადოება ასევე აღმოაჩენს იმასაც, რა სავალალო მდგომარეობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული ძეგლები. აქვე დავამატებ, რომ გვაქვს ამ რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ რუკის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ უნიკალურ ძეგლებს სპეციალისტების და ექსპერტების დასკვნების გარდა სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რომ დროულად შევძლოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. აქვე დავამატებ, რომ გვაქვს ამ რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
14-15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად გაემგზავრა.
დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.
36-ე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას. ასევე, განხილვის მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.
დღის წესრიგში რჩება საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა.
აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით რეკოპმენდაციების შესაბამისად უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციითა და მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე არსებითი საკითხის დადებითად გადაწყვეტის ფაქტი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მოკლე ხანში განხორციელებულ ღონისძიებებს შეხვედრის მონაწილეთა მიერ პოზიტიური შეფასება მიეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შ.პ.ს „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე „აფხაზეთის მთავრობის“ მუდმივმოქმედი კომისიისთვის დემოგრაფიულ საკითხებთან და რეპროდუქციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებულების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, დაგეგმილ სამედიცინო აქციებში სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობას.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას შეღავათიანი ტარიფებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სემინარების ჩატარების გზით.