- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
30 მაისს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მწერალ ნაირა გელაშვილის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „მე ის ვარ" პრემიერა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი მწერლის ნაწარმოები ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ირაკლი გოგია, მხატვარი მარიკა კვაჭაძე, რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულია. პრემიერაში სოხუმის თეატრის მსახიობები ნანა ხურითი და გიორგი გასვიანი მონაწილეობენ.
საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "სოხუმისა" და "აკადემიას" საკალათბურთო გუნდებს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი „სოხუმის" გამარჯვებით დასრულდა და 20 წლიანებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ საჩემპიონო თასი „სოხუმის" გუნდის კაპიტანს გადასცა.
შეხვედრის დასასრულს ჩემპიონებს მედლები, სიგელები და ვეტერანთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული გურამ მინაშვილისა და ილარიონ ხაზარაძის სახელობის თასი გადასცეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშეს თორნიკე გაგუას კი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელის რაჟიკო დარბაიძის თასი გადაეცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მედიკამენტები დაურიგდათ.
დევნილებს გამოკლვლევები მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაუტარა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.
ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციას სისტემატიური ხასითი აქვს და შემდგომშიც გაგრძელდება.
საოკუპაციო ხაზთან, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს.
გიგა ოთხოზორია ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ზუგდიდში იმყოფებოდნენ და გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში მდებარე სსიპ ჟ. შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლისა და სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეების ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, უფასო გასინჯვები ჩაუტარდათ. ღონისძიებაში მონაწილეობას, „ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ტრამვატოლოგები იღებდნენ.
გაისინჯა 130 მოსწავლე. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, მოსწავლეების ნახევარზე მეტს სქოლიოზი, 80%-მდე მოზარდს კი ბრტყელტერფიანობა დაუდგინდა. ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე უწევდა.
უფასო გასინჯვები ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, აფხაზეთის ავტორნომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ჩატარდა.
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისსა და სამტრედიაში მრავალპროფილიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებული იყო ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.
აქციის ფარგლებში გაისინჯა 200-მდე ბენეფიციარი და დაფიქსირდა 600 ვიზიტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იმერეთსა და აჭარაში ზაზა ჩაჩავა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კახიანი.
ღონისძიებას ადგილზე უწევდა მონიტორინგს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე.
ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ "ბიზნეს-ინკუბატორის" ტერიტორიაზე კომპანია "ჯეოტურანის" დასავლეთ საქართველოს რეგიონლური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
ცენტრის მიზანია ევროპული სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წყლისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენელბლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისში მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი პროექტების ხარისხიან შესრულებას.
ახალგაზრდების სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „ბიზნეს-ინკუბატორსა" და კომპანია „ჯეოტურანს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პირველ ეტაპზე სწავლების კურს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობით დაკომპლექტებული ჯგუფები გაივლიან.
ცენტრის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ „ბიზნეს-ინკუბატორის"დირექტორი ალუ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, კომპანია „ჯეოტურანის" პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
ასევე, „ბიზნეს-ინკუბატორი" მომავალში სასტაჟიორო ბაზის განვითარებას გეგმავს ახალგაზრდების დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა კურთხევითა და ინიციატივით სვიმონ კანანელის ხსენების დღე - 23 მაისი გამოცხადდა „აფხაზეთის დღედ".
2015 წლის 23 მაისს, აფხაზეთიდან დევნილებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრებთან და დიასპორების წარმომადგენლებთან ერთად, ფართოდ აღნიშნეს ეს დღე, როგორც იმედისა და საქართველოს მომავალი გაერთიანების სიმბოლო.
2016 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა განხორციელება სპეციალური პროგრამისა, რომელიც ეძღვნებოდა „აფხაზეთის დღის" ფართო მასშტაბით აღნიშვნას, მაგრამ 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიის გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუძლებლად მიიჩნევს 23 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აფხაზეთის დღისადმი" მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამართვას, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ყველა მოწვეულ სტუმარს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ერთის მხრივ ნათელი მაგალითია იმ განუკითხაობისა რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ რეგიონში და სამშვიდობო ინიციატივების მინიმუმამდე დაყვანისაკენ.
აფხაზეთის მთავრობა გმობს მომხდარ ფაქტს და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება გამოკვლეულ იქნას მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები და დამნაშავენი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და უცხადებს მორალურ თანადგომას.
სოხუის დ. არაყიშვილის სახელობელს სამუსიკო სასწავლებელს თბილისში 20 წელი შეუსრულდა. სასწავლებელი სოხუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა და თავისი არსებობის 85 წელს ითვლის.
ამ თარიღის აღსანიშნავად, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, კურსდამთავრებულებმა, სიმფონიურმა ორკესტრმა რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეთა მიერ შესრულდა საგუნდო ნაწარმოები ორგანის თანხლებით; ასევე ბახის, ვივალდის, მოცარტის, ვერდის, პუჩინის, შოსტაკოვიჩის, არაყიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, აზარაშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხარდაჭერით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილ შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად მონაწილეობდნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ტარიელ ხარხელაური, მამუკა შამათავა, ნინო ბაშარული, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ დოიჯაშვილი, ია მაისაია. ასევე ახალგაზრდა პოეტები და მომღერლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.
გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით გახსნილ სამკერვალო მინი-ფაბრიკაში შეიკერა ფეხსაცმელები, რომლებიც თურქეთის სააგენტო „TIKA"- მ შეიძინა და გარდაბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა.
საქველმოქმედო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრს „მზერას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ჩიჩუამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების (პაციენტთა მიღება, გასინჯვა, აპარატულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, კონსულტირება და სხვა) გაწევას შეღავათიანი ტარიფებით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლება და დახელოვნება).
დღეს, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობის საძირკვლის კურთხევას დაესწრნენ. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის და დალოცა აფხაზეთის მთავრობა.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა კათოლოკოს პატრიარქსა და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა ადამიანს.
„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას, მრევლს, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვაალე დღესასწაული. ჩვენ ყველას გვაძლიერებს ის მოვლენა, რომ აფხაზეთის დღის აღნიშვნა ჩვენმა პატრიარქმა თავისი ლოცვა-კურთხევით სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მიუსადაგა. ამ დღეებში დაგეგმილია მრევლის ერთი ნაწილის მსვლელობა სვიმონ კანანელისა და აფხაზეთის დღისამდი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, რაც მომავალ კვირას ზუგდიდში დასრულდება. ნიშანდობლივი და სიმბოლურია ისიც, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში მოხდა ტაძრის საძირკვლის კურთხევა. მინდა ყველას მივულოცო ეს შესანიშნავი დღე. ეს დიდი მადლი და ძალაა ჩვენთვის. ილორის სალოცავი განსაკუთრებული ძალის მატარებელი იყო მუდამ. აფხაზეთში დაბრუნებას კი დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულის სიმტკიცე სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს, მთელ საზოგადოებას, ეკლესიის წინამძღვარ მამა ლევანს, მეუფე მელქისედეკს, რომელმაც დღევანდელი წირვა და ეკლესიის საძირკვლის კურთხევა ჩაატარა,"-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.
ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა და არაბმა სპორტსმენებმა.
ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეხუთედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.