მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი ჩაატარა.

ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის გუნდებმა დაიკავეს.

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ბურთებით დააჯილდოვეს.

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ფარგლებში კონცერტი „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" ჩატარდა. ღონისძიება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საღამოზე კომპოზიტორის ნაწარმოებებს სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები ასრულებდნენ.

ასევე, ღონისძიებაში ვაჟა აზარაშვილი, სვეტლანა ქეცბა და ლალი კაკულია მონაწილეობდნენ.

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

თბილისში საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდი"-ს ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის მოზარდებმა რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზაზე „შევარდენი" ნორჩ მორაგბეთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია მოზარდებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რაგბის პოპულარიზაცია.

ნორჩ მორაგბეთა ფესტივალზე წარმატებას აფხაზეთის რაგბისტთა გუნდმა „თოლიები" მიაღწია.

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზის სპორტულ მოედანზე, პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში, საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით სპორტული შეჯიბრება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ბავშვი.

აღნიშნული პროგრამა 13 წელია მიმდინარეობს და ის უეფასა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და აფხაზეთის მთავრობის თანადაფინანსებით იმართება. მომავალ წელს პროგრამის უფრო გაფართოება და მასში ზუგდიდსა და ბათუმში მცხოვრები დევნილი ბავშვების სრულფასოვანი ჩართვა იგეგმება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონის, „სოხუმის" გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

საქართველოს ჩემპიონებს მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას საკალათბურთო გუნდ „სოხუმის" (U20) მწვრთნელები თემურ კანკია, ლიკა ქაჯაია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის რამდენიმე წევრი მიწვეულია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას. გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება" ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს.

ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ ტრენინგები ჩაუტარეს აფხაზური ენის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომელთა შორის იყო აფხაზური ენის მცოდნე ჟურნალისტი ირმა ოსია-კინწურაშვილი.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, 2015-2016  სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. ეს გარემოება კი მოითხოვს სკოლებში არსებული კადრების გადამზადებასა და ენის სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შექმნას.

საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის გზაზე. პროექტი კიდევ ერთი დასტურია ქართული სახელმწიფოს ზრუნვისა აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

ქვეპროგრამა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს და სამშვიდობო განათლებისა და კულტურის დანერგვის მისიას ეხმიანება. აქედან გამომდინარე, მომავალშიც გათვალისწინებული იქნება პროექტის შემდგომი განვითარება და განხორციელება განსხვავებული ფორმატით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაია თბილისის „ჰუავეი"-ს მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიის გენერალურ დირექტორს დონგბო ლიანგს შეხვდა.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს, რაც აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების საზაფხულო სტაჟირებას, ახალგაზრდების სტაჟირებას დასაქამების მიზნითა და სოციალურ-ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობას გულისხმობს.

„ჰუავეი" მსოფლიო ბაზარზე გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანიაა და საქართველოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი, სადაც თანამშრომელთა 60% ადგილობრივი სპეციალისტია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიასა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროს ეკატერინე ქარდავას შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმები „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებსა და კატეგორიებს, საჯარო სამსახურში მიღების პრინციპებს, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და შეფასების სისტემის შექმნისათვის.

შეხვედრაზე ინფორმაცია გაცვალეს საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების კუთხით.

ასევე, ხაზი გაესვა საჯარო სამსახურის ბიუროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებასა და მზაობას.

შეხვედრაში მონაწილეობა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მაია დვალიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მიიღეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" მხარდაჭერით „გურჯაანის ნაყინ"-მა აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრადიციული აქცია „ყვავილების თაიგული ბავშვებს" გამართა და 200-მდე ბავშვს  გურჯაანის ნაყინით გაუმასპინძლდა.

ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" მხარდაჭერით 20-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახიდებიდან გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდნენ ჯანმრთელობის სახლში, სადაც ბავშვებს დღესასწაული კლინიკის დირექტორმა ამირან ქორიძემ მიულოცა.

კვირეულის ფარგლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „გვირილას" კონცერტი გაიმართა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ბავშვები და ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის" აღსაზრდელები მიიწვიეს.

კონცერტში ანსამბლი „გვირილა" და ქართული ესტრადის ვარსკვლავები  ნუგზარ კვაშალი, სოფო ბედია, ზურაბ კობეშავიძე, ზურაბ დოიჯაშვილი და ზურა მანაგაძე მონაწილეობდნენ.

კონცერტის დასასრულს მოწვეულ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.

დღეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის პროგრამის „GRASSROOT" ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა"-ს მიერ მოწყობილი სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის  მიზანია სოფელ რუხში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემცირება.

პრეზენტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ტოშიო კაიტანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „აგორა"-ს აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე, ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ თანადგომისა და დევნილებზე ზრუნვისათვის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანს მადლობის სიგელი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებები რამდენიმე ადგილას გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია" დაათვალიერეს, სადაც მწვანე გაკვეთილი - ყვავილების მოვლის მასტერკლასი ჩაუტარეს. ასევე, ბავშვებს კინოთეატრმა „რუსთაველმა" უმასპინძლა.

აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები შეხვდნენ და საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

დღის ბოლოს, ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო და  ჩატარდა აქცია - „ფრანს გეზი აქვს აფხაზეთისკენ - „გზავნილი ენგურს გაღმა, ჩვენს თანატოლებს".

ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სამედიცინო აქცია „ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს" ჩატარდა.

კონსულტაციებს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები და მედიცინის აკადემიური დოქტორები უწევდნენ.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში პედიატრი, ნევროლოგი, ნეონატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰემატოლოგი, ალერგოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ყბა-სახსრის ქირურგი, ორთოპედი და ტრავმატოლოგი იყვნენ.

სამედიცინო აქციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 ქორთიარდ-მარიოტში კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრაზე ორტომეული კრებულის „გიორგი ხუციშვილი: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები" პრეზენტაცია მოეწყო.

საღამოზე სიტყვით კონფლიქტოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე, რამაზ საყვარელიძე, ლადო პაპავა, თამარ ჩიქოვანი, მამუკა არეშიძე და სოსო ცისკარიშვილი გამოვიდნენ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პოლიტიკოსები, კონფლიქტოლოგები, ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

მარნეულში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მარნეულის გამგებლის მოადგილეები თემურ ბერიძე და ქამანდარ ისმაილოვი.

ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.

სამედიცინო აქცია სისტემატიური ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება.

საგარეჯოს რაიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი თანადგომისათვის და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტს რუსუდან ხარძიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა რომან კოკაია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი დაესწრო.