- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ. შეხვედრაში ახალგაზრდების ნაწილი უცხოეთიდან დისტანციურად ჩაერთო.
მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე წელს ახალგაზრდების მზარდასაჭერად განხორციელდება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა იმსჯელეს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციების, ფორუმების და სხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, კვლევებისა და სხვა საინფორმაციო მასალების ონლაინ პლატფორმებზე განთავსებაზე.
შეხვედრები პერმანენტულად იმართება და მასში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ლუიზა ვინტონს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებმა UNDP-ის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა და UNDP-ის კრიზისის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მიიღო. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ იმ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მიაღწია.
გოჩა ლორთქიფანიძემ და ბექა ძამაშვილმა სტუმრებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააცნეს დეტალურად, რომლითაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებზე, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი და ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე არაღიარების პოლიტიკისა და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესისათვის.
საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სხვა საკითხებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მონაწილეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების საკითხებს.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებიც შეძლებენ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი დონის განათლება.
შეხვედრაზე ასევე, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებული საჯარო სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. დირექტორებმა მოსწავლეების კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია წარმოადგინეს.
აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოსწავლეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში დაეხმარება, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Microsoft Teams-ის, Skype-ისა თუ Zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეძლონ.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის მთავრობამ წელს "ალილოს" საშობაო ნობათი ეკლესიას გადასცა.
ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე.
სადღესასწაულო შემოწირულობას ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მოგვიანებით ბენეფიციარებს გადასცემს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!
ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ველით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვიმართლდეს.
განსაკუთრებულად ვულოცავ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც პროფესიული თავგანწირვის და ადამიანური შესაძლებლობის რესურსების ზღვარზე გაიარეს.
ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ იძულებით დაშორიშორებულ საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს.
ჩვენი ვალია, ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები, ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და წინ აღვუდგეთ საყოველთაო გათიშულობის მცდელობას.
ვისურვებდი, რომ 2021 წელი ყოფილიყოს, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის, ერთობის, ურთიერთგაგების და თანადგომის წელი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და აფხაზეთის საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს. მშვიდობის, სტაბილურობის და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის!
რუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ განათლებისა და კულტურის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ახალი მინისტრები თანამშრომლებს წარუდგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ეკა ხოფერია, ხოლო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნენ.
კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, კოპიტნარის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქუთაისის დევნილთა საოჯახო ცენტრ „ბიჭვინთა“-ს ექიმებმა გაუკეთეს. მედიკოსებმა დევნილ მოსახლეობას COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები, პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.
ბათუმში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, რომელმაც დევნილ ბავშვებს დამდეგი-შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
კომპაქტურ ჩასახლებებში ასევე იმყოფებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ნანა ჭანტურია.
აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.
ფოცხოეწერსა და წყალტუბოში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, რომელმაც დევნილ ბავშვებს პირადად მიულოცა დამდეგი-შობა-ახალი წელი და საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით დღეს თბილისში აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილზე მივიდა, შშმ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თოვლის ბაბუასთან ერთად სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.