- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის ავტორი ირმა ოსია უძღვებოდა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები და ეთნიკური აფხაზები დაესწრნენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შექმნა და პოპულარიზაცია, ვინაიდან აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი. აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზურ ენას დიდი ყურადღება ექცევა და უკვე რამდენიმე წელია მაღალ კლასებში მისი შესწავლა მიმდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
პროგრამა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.
უახლოეს მომავალში პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამუშაო გეგმა
(1.08.2018 - 31.12. 2018)
# |
I. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომები
|
||
|
საკითხი |
შემსრულებელი |
შენიშვნა |
|
აგვისტო |
||
1. |
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებზე გაფორმებული მემორანდუმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ |
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
|
2. |
ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და მისი დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
|
3. |
აფხაზეთიდან დევნილებისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენთა შესახებ (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები) |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
|
4. |
სსიპ- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის „ბიზნეს-ინკუბატორის" მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
|
|
სექტემბერი |
||
5. |
არზაყან ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების კომისიის ინფორმაცია |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
|
6. |
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების კომისიის ინფორმაცია |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
|
7. |
ინფორმაცია ოკუპირებულ გალის რაიონში მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ |
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
|
8. |
დევნილი სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის საკითხები |
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი |
|
9. |
ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენა-განაშიანების პროექტში აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობისა და პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილების დასაქმების შესახებ |
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი; აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
|
|
ოქტომბერი |
||
10. |
აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის პრიორიტეტების რეალიზაციის ძირითადი შედეგები და სრულყოფა-გაუმჯობესების ხედვები |
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
|
11. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მიმოხილვა (9 თვის შედეგები) |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
|
12. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის კანონის პროექტის შესახებ |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
|
13. |
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მართლზომიერ მფლობალობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე მონაცემების ამსახველი ონლაინ პროგრამის ფუნქციონირების შედეგების შესახებ |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
|
14. |
აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ 2018 წლის 9 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ |
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები |
|
|
ნოემბერი |
||
15. |
„ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზე 2018 წელს ჩატარებული მცენარეთა დაცვითი და საპროფილაქტიკო-სამკურნალო ვეტერინარული ღონისძიებები: გამოწვევები და მიღებული შედეგები" |
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
|
16. |
გაეროს პროგრამაში - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის" აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობის მდგომარეობის შესახებ |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფხაზეთის სოფლის მეურნების, გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების დეპარტამენტთან ერთად |
|
17. |
სხვადასხვა ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების მიმდენარეობის შესახებ |
მთავრობის აპარატი |
|
18. |
განათლების, კულტურისა და სპროტის მიმართულებით მოქმედი აფხაზეთის მთავრობის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
|
|
დეკემბერი |
||
19. |
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
|
20. |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელწიფო სტრატეგიის - "თანამშრომლობა ჩართულობის გზით" - იმპლემენტაციის მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2018 წლის იანვარ - ნოემბერში გაწეული მუშაობის შესახებ. |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა
|
|
21. |
გასვლითი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების შედეგების შესახებ
|
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
|
22. |
აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მდგომარეობა და მისი ეტაპობრივი დაუმჯობესების პერსპექტივები |
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
|
|
II. ღონისძიებები |
||
# |
ღონისძიების დასახელება |
შესრულების პერიოდი |
პასუხისმგებელი დაწესებულება/პირი |
23 |
აფხაზეთის მთავრობის წევრების შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების ოჯახის წევრებთან |
აგვისტო |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
24 |
აფხაზეთის მთავრობის წევრების შეხვედრები საქართველოს სხადასხვა რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან |
აგვისტო -დეკემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
25 |
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იუსტიციის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის გასვლა |
აგვისტო -დეკემბერი |
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი |
26 |
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლა) მონახულება, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელს ატარებენ.
|
აგვისტო -დეკემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
27 |
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საინფორმაციო მასალის მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა
|
აგვისტო -დეკემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
28 |
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა აფახზეთის ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების ოჯახის წევრებთან |
სექტემბერი
|
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
29 |
ფილმისა და ბროშურა-ალბომის - „რუხი - მეგობრობის კვალდაკვალ" მომზადება
|
სექტემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
30 |
ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის ბინათმესაკუთრეების ამხანაგობების შექმნის, მათი საქმიანობის და სხვა სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციების გაწევა |
აგვისტო -დეკემბერი |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
31 |
შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან |
აგვისტო -დეკემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
32 |
გასვლითი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
|
აგვისტო -დეკემბერი
აგვისტო სექტემბერი
|
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
33 |
აფხაზეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლისთვის 2008 წლის მსაომარი მოქმედებების დროს გმირულად დაღუპული აფხაზეთის მკვიდრის ბადრი ბერანძის სახელის მინიჭება |
აგვისტო |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
34 |
აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის თემურ ბოკუჩავას საფლავის მონახულება |
8 აგვისტო |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
35 |
ქ. თბილისში მცხოვრებ პენსიონერი დევნილებისათვის „მედისონის თვალის კლინიკაში" უფასო გამოკვლევების ჩატარება |
აგვისტო |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
36 |
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული აფხაზი გრაფიკოსის, ფერმწერის, სცენოგრაფისა და ხელოვნების კრიტიკოსის ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძის ნამუშევრების ვიდეოჩანახატის მომზადება |
აგვისტო |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
37 |
სტატისტიკური პუბლიკაცია - ბიულეტენი „2018 წლის მეორე კვარტალი" ანგარიში „ აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ" |
აგვისტო |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დაპარტამენტი |
38
|
აფხაზეთის მთავრობის მიერ 100%-იანი წილით შექმნილი რამოდენიმე საწარმოს საქმიანობის განხილვა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე |
აგვისტო- სექტემბერი |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
39 |
სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან |
აგვისტო |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო |
40 |
აფხაზეთის ოკუპაციას მიძღვნილი კვირეული (სპეციალური პროგრამით) |
21-27 სექტემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი |
41 |
„ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ტექნიკის" საკითხებზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტრეინინგ-სემინარების ჩატარება |
სექტემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი
|
42 |
„ფრანქფურტის წიგნების ბაზრობაზე" აფხაზეთის ა/რ ისტორიისა და კულტურის ამსახველი წიგნების წარდგენა |
სექტემბერი -ოქტომბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
43 |
ქ.თბილისში, სოხუმის მოედნის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა |
სექტემბერი -ოქტომბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი
|
44 |
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია
|
ნოემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
45 |
სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები |
სექტემბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
46 |
სასწავლო პროცესის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრები აფხაზეთის საჯარო სკოლებში |
აგვისტო სექტემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
47 |
ცოდნის დღის აღნიშვნა |
სექტემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
48 |
აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული |
ოქტომბერი |
აფხაზეთის მთავრობის აპარატი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
49 |
ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში საბერძნეთში ქ. ლუტრაკაში ანსამბლ „კიდევაც დაიზრდებიან" წამყვანი სოლისტი ანასტასია აქუბარდია მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ცეკვების ფესტივალზე |
აგვისტო |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
50 |
ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში სტუდია „შავნაბადა" ქ. სტამბულში, კულტურის სახლ „ჩვენებურების" მიწვევით, გამართავს ქართულ-აფხაზური მუსიკის კვირეულს |
სექტემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
51 |
აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში |
სექტემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო |
52 |
2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან საკავშირებით სამუშაო შეხვედრები გალის რაიონის სკოლის დირექტორებთან |
აგვისტო სექტემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი |
53 |
ქ. თბილისში განსახლებული პენსიონერი დევნილებისათვის თვალის კლინიკა „მედისონში" უფასო გამოკვლევების ჩატარების ორგანიზება |
აგვისტო სექტემბერი |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
54 |
ქ თბილისის ვაკისა და დიდუბის რაიონების გამგეობებთან კოორდინაციით ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებში გამგზავრების ორგანიზება |
აგვისტო |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
55 |
ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის ბინათმესაკუთრეების ამხანაგობების შექმნის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა |
აგვისტო სექტემბერი |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები |
56 |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2018 წლის 9 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ კრებსითი ანგარიშის მომზადება |
სექტემბერი |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
57 |
წვევამდელი ასაკის იგპ-თა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გასვლები რეგიონის მუნიციპალიტეტებში |
აგვისტო სექტემბერი |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
58 |
მცირე და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფორმატში წარმომადგენლობაში შემოსულ განცხადებებზე რეაგირების მიზნით გასვლა რეგიონებში
იგიპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით გასვლა ცაგერის მუნიციპალიტეტში |
აგვისტო |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა |
59 |
შეხვედრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან
|
აგვისტო |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
60 |
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული არაქართველი ეროვნების პირების მიერ სტატუსის მინიჭებასტან დაკავშირებით შემოტანილი განცხადებების განხილვა შესაბამისი კომისიის მიერ |
აგვისტო |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, წარმომადგენლობების შესაბამისი კომისია |
61 |
შეხვედრები დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში
|
აგვისტო |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
62 |
2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წარმომადგენლობები თავიანთ რეგიონში მოქმედ საჯარო სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებსა და მოსწავლეებთან გამართავენ შეხვედრებს |
15 სექტემბერი |
აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, მთავრობის წარმომადგენლობები |
63 |
ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული აგრო-ქიმიური ღონისძიების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრა |
აგვისტო |
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
64 |
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველებისა და ფუტკრის ოჯახთა გეგმიური და არაგეგმიური დამუშავება გარე პარაზიტებზე |
აგვისტო სექტემბერი |
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
65 |
კომპანია „გემუანის" მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში კოოპერატივი „კოდორი 2015-ის" მონაწილეობის უზრუველყოფა |
აგვისტო |
აფხაზეთის სოფლის მეურნე-ობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
66 |
საგანმანათლებლო აქციის ჩატარება ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით |
სექტემბერი |
აფხაზეთის სოფლის მეურნე-ობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
67 |
ასოციაცია „აგორას" მიერ ორგანიზებულ „გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდების ჩართულობა ქართულ-აფხაზური დიალოგის ფორმატში" სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა |
სექტემბერი |
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი |
68 |
შეხვედრა იმერეთში განსახლებულ დევნილებთან დასაქმებისა და დევნილების მიერ ინიცირებული პროექტ-იდეების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით |
სექტემბერი |
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი |
69 |
შეხვედრა ზუგდიდში განსახლებულ დევნილებთან უფასო სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის მიზნით |
აგვისტო |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი |
70 |
დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარე-ობის გასაუმჯობესებლად სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა |
აგვისტო |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი |
71 |
აფხაზეთის ა/რ ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დევნილობაში მიღებული ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ბეჭდური გამოცემის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა |
სექტემბერი |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი |
72 |
აფხაზეთის დამსახურებული სპორტის ოსტატების ფოტომასალის გამოფენა |
|
აფხაზეთის მთავრობის აპარატი კავშირ „ერთობა"-სთან ერთად |
73 |
წიგნის „მამულისათვის მარადისობაში" გამოცემა |
სექტემბერი |
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი" |
74 |
მთავრობის აპარატი
2018-07-27
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესა და კომისიის წევრ გიორგი მოსიძეს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს გააცნო საპარლამენტო კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები. „ეს იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გამართული შემაჯამებელი შეხვედრა. ივლისის თვეში ჩვენ პარლამენტის თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდით და გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთსულოვნება დავინახე. დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობა დადებით შედეგს მოიტანს როგორც ქვეყნისათვის, ისე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სახოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მნიშვნელობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას, რათა მეტი გაკეთდეს, როგორც დევნილი ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.
მთავრობის აპარატი
2018-07-27
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს სახლში ესტუმრა, 80 წლის იუბილე მიულოცა და ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სიგელით დააჯილდოვა. რამინ აფაქიძეს იუბილე მიულოცა და საქართველოს მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ. იუბილის მისალოცად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები იმყოფებოდნენ. ლენინგრადის პედაგოგიური უნივერსიტეტის, გრაფიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბატონი რამინი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია თბილისში აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბატონი რამინი არის სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი, „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ (1997) პრემიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმისა და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეებში, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.
მთავრობის აპარატი
2018-07-26
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე დადებითად შეაფასა ის ყურადღება და მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო იჩენს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. „მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წარმოდგენილნი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც, რაც მათი ინტერესების მეტად დაცვას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კომისიებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართვას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაზე. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.
მთავრობის აპარატი
2018-07-25
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხერხდება ხანძრის კერების ლიკვიდაცია და საფრთხე არ შეექმნება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ბერძენ ხალხს და საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას.
მთავრობის აპარატი
2018-07-23
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ გალის რაიონში ქართველებისთვის არ არსებობს არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ბავშვები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ. ხაზი გაესვა გალის რაიონში არსებულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურობის იძულებით შეცვლის ფაქტები და პასპორტიზაცია, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იძულებულ გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების საკითხს. შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები. „მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ქართველი მოსახლეობისათვის რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან საკუთარი უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, რომ ყველა უწყების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა გარდატეხას შეიტანს არსებული პრობლემების დაძლევაში.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.
მთავრობის აპარატი
2018-07-20
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის გუნდი „აფხაზეთის მთავრობა", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „დიოსკურია", სარაგბო გუნდი „ტაო", აფხაზეთის რაგბის ფედერაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გუნდი, ძალისმიერი სამჭიდის ფედერაცია, ძალისმიერი კლუბი „სტრონგერ", ზემო აფხაზეთის სპორტული სკოლა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „გაბი", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „ცხუმი", თბილისის ზღვა „ტოჩინოშინი", ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია, მედია გუნდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტი, ცხინვალის ადმინისტრაცია და მორაგბეებისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „ინტერნაციონალი". აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო" გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა. ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით. ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
მთავრობის აპარატი
2018-07-20
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, რომელმაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდში მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა 44-ე რაუნდის პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების მუშაობაზე და ჟენევის მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მთავრობის აპარატი
2018-07-18
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული აქტიური მუშაობისათვის და ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებისათვის, რაც საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში აისახა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ავტონომიურ რესპუბლიკაში გარემოს დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობაზე. „ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად გააქტიურება და ამ საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევა. აფხაზეთის გარემოზე ზრუნვა, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების საერთო ამოცანა. ვფიქრობ ეს ის საკითხებია სადაც შევძლებთ თანამშრომლობას და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე აღინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებული პოზიტიური როლი შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში.
მთავრობის აპარატი
2018-07-17
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადის დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანით გარემოზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის შედგებზე. ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე. „გარემოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია, რადგან ეს ჩვენი საერთო საგანძურია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა, რათა წინდაუხედავმა ნაბიჯებმა გამოუსწორებელი შედეგები არ გამოიღოს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის კუთხით ყველა იმ სტანდარტის ამოქმედების აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედებს. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ქართველი სპეციალისტების მხრიდან აფხაზებისათვის გამოცდილების გაზიარების შესახებ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი, სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორი მინდია სილოგავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
მთავრობის აპარატი
2018-07-17
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემები და სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა ენგურის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობას. ვახტანგ ყოლბაიამ კმაყოფილება გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპორტის დადებით როლს შერიგების და ნდობის აღდგენის საკითხში. „ეს არის უდიდესი პოტენციალის მქონე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საკითხში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროექტის განხილვაში და ამ საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
მთავრობის აპარატი
2018-07-17
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდნენ. შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც იქ დარჩენილი მოსახლეობა დგას. აღინიშნა ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ტრადიციულად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, ამიტომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის დაავადებებისა და მავნებელი მწერების გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზიანდა თხილისა და ციტრუსის ნარგავები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა. ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწეული პროდუქციის საერთშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აგრარულ პროექტებში უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
მთავრობის აპარატი
2018-07-16
ქალაქ ბათუმში „მეტრო სითი ფორუმის" საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების ორი პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა" და „ბარათი აფხაზ მეგობარს" პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა. გამოფენის მახსნამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნას. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, პოეტი ბელა ქებურია, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, მხატვარი ზურაბ ჭედია, მოქანდაკე ნერსე ბაწაში. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ბათუმში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
მთავრობის აპარატი
2018-07-14
სიღნაღის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოში სიმღერის და ლექსის ავტორების გარდა კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები თემურ ჩალაბაშვილი, ქეთევან შენგელია, ვასილ ბოსტაშვილი, ანზორ სიფრაშვილი, თამაზ ხმალაძე, ივანე ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. სიღნაღის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე დევნილმა კომპოზიტორმა საკუთარი ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. ასევე სიღნაღის მკვიდრის, პოეტ თამარ შაიშმელაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის „შემოვევლე კახელებს" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. |