- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.
"აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისის ივენთ-ჰოლში" გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად" გამართა.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა.
კონცერტზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ახალგაზრდულ კონფერენცია თემაზე - „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა" გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარებულ პროექტში: „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ" მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანგებოდ შერჩეულ რამდენიმე საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე.
პროექტის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენციის მონაწილე მოსწავლეების სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილ პროექტში „საგანმანათლებლო-საველე ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის" ჩართვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეროვნულ არქივში გამართულ ფოტოგამოფენაზე „აქ ერთად ვართ..." უმასპინძლეს.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.
პარლამენტის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მუჰაჯირობასთან დაკავშირებული თემატური ფოტოგამოფენა, ხოლო კინოდარბაზში გაიმართა ფილმის „მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზები აჭარაში" ჩვენება, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
„ფოტო-გამოფენა ერთის მხრივ ისტორიულ ქრონიკას, ხოლო, მეორეს მხრივ, 150 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და ქართველების გენეტიკაში დაბუდებული ტკივილის ამოძახილს წარმოადგენს. მივმართავ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს, რომ ჩვენ ერთი ბედის და ერთი სატკივარის მატარებელნი ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს შეგნებაშია" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა შეასრულა ქართული და აფხაზური სიმღერები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ..." გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.
გამოფენა გახსნა და საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეთნიკური აფხაზები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. ფოტოგამოფენა არის ერთგვარი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო პრობლემაზე - ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მდგომარეობის სტაბილურობისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე.
ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა 2014 წელს განვითარებულ მოვლენებსა და მის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
ვახტანგ ყოლბაიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის პროექტები და ღონისძიებები რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში ახორციელებს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები, ლტოლვილთა დანიის საბჭოს უკრაინის ოფისის პროექტების მენეჯერი ეკა გვალია და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში პროექტ „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა"-ს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული პროექტის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ჟანრობრივად და ტექნიკური შესრულებითაც განსხვავებული. მხატვრების მიერ დახატული გზა არის გზა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიაროს, ეს თანაცხოვრებისა და ერთიანობის გზაა. საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო.
გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, მხატვრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
„მინდა გითხრათ, რომ თემა არის ტკივილის და მოლოდინის თემა. „გზა" როგორც თემა მოტანილია მხატვრების მიერ თავის ნამუშევრებში და ეს გზა არის მეგობრობისკენ, დავიწყებული ურთიერთობებისკენ, ამ გზის მოლოდინში ვართ ყველა. ამ გზის მოლდინში არიან სოხუმშიც", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
პროექტი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები" გაიმართა.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკონომიკის დოქტორმა, თემურ გოგოხიამ წარადგინა.
შეხვედრაზე განიხილეს, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ,ოკუპირებული აფხაზეთში 2012-2017 წწ. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებზე და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე .
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის დოქტორები - ექსპერტები: მიხეილ ჯიბუტი, პაატა კაკაბაძე, იოსებ არჩვაძე, ვეფხვია გიორგაძე, ვახტაგ ჭარაია , იური პაპასქუა, დავით ჯალაღონია, გიორგი ბერულავა, ავთანდილ ხაზალია და დანიელ გახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, მურმან კვარაცხელია, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ხუფენია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო უფროსი გურამ მისაბიშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდენენ მომავალშიც გაარძელონ ერთობლივი მუშაობა ამ პრობლემატიკის ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა"-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს „ჭი-ტა"-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასაქმების ხელშეწყობას.
ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბულისკერია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. მინდა გამარჯვების დღე მივულოცო და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს. სამარადისო ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა მშვიდობისა და მომავლისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ვაკის პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შოთა გვილავას და არტიომ კოპალიანს ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. სასაჩუქრე კალათა თბილისის მასშტაბით მცხოვრებმა ყველა დევნილმა ვეტერანმა მიიღო.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველო სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვით პროექტებზე, ისაუბრეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
სამდღიანი პაექრობის შედეგად ორთაბრძოლებში აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ: ალექსანდრე თავართქილაძე, ხმალი - ბიჭები (2006-2008 წ.წ.) - I ადგილი;; ლუკა ლომინაძე, ხმალი - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) - II ადგილი; ლუკა კაჭარავა, დაშნა - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) - II ადგილი; ნატალია ხარაიშვილი, რაპირა - გოგონები (2003-2005 წ.წ.) - III ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ტურნირზე დაწესებული იყო წარსულში წარმატებული მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები. ტურნირის გამარჯვებულებს თამაზ კაკულიას მეუღლემ ოჯახის სახელით საჩუქრები გადასცა.
ტურნირი 3-6 მაისს, თბილისში, სფფ -ის სპორტდარბაზში გაიმართა და მიზნად ისახავდა ფარიკაობის პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.