- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ექიმ-სპეციალისტების ჯგუფი: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი.
დევნილებს სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.
პროგრამის მიმდინარეობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი სულხან აბესაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა.
შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა სოციალური მდგომარეობა. იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, საცხოვრებელი სახლების გადახურვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის საკითხებზე, გაზის და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე და ინტერნეტით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ დამსწრეებს გააცნო ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილებს უფინანსებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების საკითხზე. სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც იმსჯელებენ დევნილთა წინაშე არსებული სხავადასხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ბორჯომის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.
დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი მონაწილეობდნენ.
ფესტივალზე საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად უცხოეთის გუნდებიც მონაწილეობენ. წელს ფესტივალი 28 პროფესიულ გუდს მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.
ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და საზეიმო დახურვა 12 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრა ხუთ სხვადასხვა ჩასახლებაში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოისმინა მათი სოციალური პრობლემები. შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამების ფარგლებში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით.
შეხვედრზე დევნილებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური და ფულადი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.
დევნილებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრებზე სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებმა გაწეულ საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებზე, სტრუქტურების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებლობის ფარგლებში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქმიანობის გააქტიურებას.
განიხილეს განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროექტები და ხაზი გაესვა მცენარეთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად აგროტექნიკური, შეწამვლითი და მეცხოველეობაში ინვაზიური სამუშაოების დროულად ჩატარებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისას უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობას.
შეხვედრებზე ისაუბრეს დევნილი და გამყოფ ხაზზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაზე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.
მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა (გოგოები) - I ადგილი - სალომე ინჯგია; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - საბა სოსელია; ბირთვის კვრა (გოგოები) - II ადგილი - სალომე ინჯგია; ბირთვის კვრა (ბიჭები) - III ადგილი - მიხეილ ცანავა; სირბილი 100 მ. (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სირბილი 100 მ. (გოგოები) - II ადგილი - სალომე ხაჟომია; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - I ადგილი - საბა კურდღელია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - ირაკლი გელანტია.
შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასპარეზობაზე 800 მეტრზე სირბილსა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა კონკურს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებისა და ასევე, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა რომელთაც სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. ასევე ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მედლითა და სპეციალური სიგელით საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურენოვანი „მთავარის“ რედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის - რადიო „ჰარა“-ს დირექტორი ესმა კოკოსკერია დაჯილდოვდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.
კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით, მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სასულიერო გიმნაზიისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ღონისძიების მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდნენ.
პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (52 მოსწავლე). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე გახდა.
ინტელექტუალურ ჩემპიონატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
ქრისტე აღდგა!
ვულოცავ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჭირ-ვარამ გამოვლილ დევნილ მოსახლეობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. სულიერი ამაღლების, საყოველთაო სიხარულის და სიყვარულის ზეიმს ყველანი იმედით ვეგებებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნებები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფით, მაგრამ ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მათ შორის, აფხაზ და ოს ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მადლიანი კალთა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს, ყოველ ჩვენგანს, დიდსა თუ პატარას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებული აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, უკიდურესად შეჭირვებულ ომის ვეტრანებისა და შშმ პირების ერთ ნაწილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა.
საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად, ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
სააღდგომო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვნებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებსა და შვილდაღუპულ დედებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი სანიკიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია „HALO Trust"-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით მათი საქმიანობის ამსახველი გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „HALO Trust"-ის ევროპის რეგიონალური დირექტორი ნიკ სმარტი, „HALO Trust"-ის პროგრამის მენეჯერი საქართველოში ირაკლი ჭითანავა, „HALO Trust"-ის აფხაზეთის პროგრამის მენეჯერის მოადგილე ბელინდა ვაუზი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
„HALO Trust" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 1997 წლიდან განაღმვით სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.