მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილი, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მისი მამა, ბადრი გზირიშვილი კი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა მოეწყო. ხელოვანმა საზოგადოებას პორტრეტების სერია წარუდგინა, სადაც გადმოცემულია მრავალფეროვანი ადამიანური ემოციები. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება.

გამოფენა ფონდ „ევროარტის" და მისი პარტნიორი, ჰოლანდიური ფონდის „არტექოს" პროექტის  „პროფილის ძიებაში" ფარგლებში   გაიმართა.  ფონდის  ამავე პროექტის ფარგლებში   იანვარში დაგეგმილია ამავე ექსპოზიციის   გერმანიაში, ქალაქ მაკოვსკის გალერეაში გამოფენა.

გამოფენას არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. გამოფენაზე იმყოფებოდა ჰოლანდიურ ფონდ „არტექოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი დე გრააფი, რომელიც ჰოლანდიიდან სპეციალურად ამ  ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ჰოლანდიური ფონდი „არტექო" მრავალი წელია ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა ევროპის მასშტაბით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა  და „არტექოს"  ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის პრესტიჟულ გალერეებში.

„არტექოს" ორგანიზებით მოწყობილი თითოული გამოფენა  20 წლის წინ ომის იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის - აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა  ინსპირირებული და ემსახურება აფხაზური კულტურის ნიმუშების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.
ტერორიზმი 21-ე საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. გარკვეული ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ, რაც არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება, და უფრო მეტიც, შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საფინანსო-საბუღალტრო და შესყიდვების მიმართულების თანამშრომელთათვის  ტრენინგ-სემინარი თემაზე "სახელმწიფო შესყიდვები" და "საფინანსო საქმე და ბუღალტერია" ჩატარდა.

ტრენინგ-სემინარზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში განხორციელებული აუდიტის შედეგების შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციისა და შემდგომში დარღვევების პრევენციის საკითხები და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები განიხილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

ტრენინგ-სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები უძღვებოდნენ.

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს მხატვართა კავშირის, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებით გაერთიანების მხარდაჭერით აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თითოეული ავტორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამი ნამუშევარი.

ნომინანტების გამოსავლენად აფხაზეთის მხატვართა კავშირის გამგეობის მიერ სპეციალური კომისია შეიქმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზი მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

საღამოზე ათი "წლის საუკეთესო ნამუშევარი" გამოვლინდა. ასევე, მონაწილეებს სპეციალური დიპლომები და ფულადი პრემია გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამემამულეებს და სრულიად საქართველოს.

ენა - თვითგამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და მისი მოვლა პატრონობა ყველა ჩვენთაგანის ვალია. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო რანგში აყვანილი პოლიტიკის ფარგლებში იცავს და  ზრუნავს საქართველოში არსებული ნებისმიერი ენის განვითარებაზე, რითაც  კაცობრიობის ინტელექტუალურ საგანძურში  არც თუ ისე მოკრძალებული წვლილი შექვს.  

აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად აფხაზეთში სახელმწიფო ენას წარმოადგენს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილობაში დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევევ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება აფხაზური ენა და ფუნქციონირებს კათედრაც. არაერთი მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოები ითარგმნა აფხაზურ ენაზე და ამ მიმართულებით მუშაობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო, არის აფხაზური ენის განვითარების და მსოფლიო ენათა ოჯახში თავისი ადგილის დამკვიდრების გარანტორი.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას.

აფხაზური ენის დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

მემორანდუმს ხელი ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში, მხარეების მიზანია ერთიანი ძალისხმევით იზრუნონ აფხაზური ენის დაცვის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, ხელი შეუწყონ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობას და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.

ხელმოწერის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის წევრები, აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და  სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულო პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლასთან, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.

ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში  აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პროფესორი და აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძე და აფხაზი ჟურნალისტი ირმა ოსია ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და  პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

ღონისძიება აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების გამოფენა, ხოლო აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

დიმიტრი გულიას ძეგლთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ლექსები აფხაზურ ენაზე წაიკითხეს.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის  ცენტრის ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „ენა, მამული, სარწმუნოება" გაიმართა.

საღამოზე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თბილისის 2017 წლის საპატიო მოქალაქემ, ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ ისაუბრა.

ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიისა და პრემია "საგურამოს" ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას კრებულს „საგალობლები უფლისთვის" წარადგინა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი რევაზ თავაძე და პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი მონაწილეობდნენ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ზურაბ პაპასქირმა, მერაბ ნაჭყებიამ და დოქტორანტმა ნინო მაშიამ.

ღონისძიების ფარგლებში პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის საჯარო ლექცია - „აფხაზური ენა დღეს" გაიმართა, რომელიც  აფხაზური ენის მნიშვნელობას, მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ენაში არსებულ ცვლილებებს შეეხებოდა.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ შეაჯამა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენისა და ლიტერატურის კვლევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიორიტეტია.

 ამ დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში  XIX და XX საუკუნეებში ქართულ, ლათინურ და აფხაზურ ენებზე შექმნილი და თარგმნილი უიშვიათესი გამოცემების  გამოფენა მოეწყო. ასევე,  სტუდენტურ ანსამბლ "სნოს" აფხაზური სიმღერის პრემიერა შედგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია „გენი ქართულისა" და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ორგანიზებით კლინიკაში „ბაზი" აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია  „ყველა ბავშვს სრულფასოვანი კვება" გაიმართა.

საქველმოქმედო აქციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი იმყოფებოდნენ.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სრულფასოვანი კვება და მოვლის საშუალებები გადაეცათ. ბავშვების მშობლებმა, ასევე,  ექიმ პედიატრ-ნუტრიციოლოგისაგან უფასო კონსულტაციები მიიღეს.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კონკურსები კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში, გამოფენები.

  • თბილისში, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში, გაიმართა დისკუსია თემაზე „ქართული და აფხაზური ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი ანალიზი". ქართული და აფხაზური ენის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას პოეზიის აფხაზური თარგმანები, ისაუბრეს ქართველ მწერლებზე, რომელთა ნაწარმოებებში აღწერილია ქართულ-აფხაზური ტრადიციები (აკ. წერეთლის „გამზრდელი; ლ. ქიაჩელის „ჰაკი-აძბა"; კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება", შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა"). დისკუსიის დროს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ნაწარმოებებში სხვადასხვა თემის მსგავსება-განსხვავებაზე, სხვადასხვა ენობრივ საკითხზე.
  • სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში, აფხაზური ენის კვირეული აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. აღნიშნულ სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები აფხაზურ ენას ეუფლებიან. მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ერთად ჟღერდეს ჩონგური და აფხიარცა". კომპოზიცია მოიცავდა ქართველი პოეტების აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით შესრულებულ აფხაზურ და ქართულ ცეკვებს.
  • აფხაზური ენის კვირეული 27 ოქტომბერს დასრულდება. მოსწავლეები დიმიტრი გულიას ძეგლთან ლექსებს აფხაზურ ენაზე წაიკითხავენ. იმავე დღეს, 14:00 საათზე ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში (უზნაძის ქ. 68) გაიმართება აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი, ასევე,  აფხაზურ ენაზე გამოცემული  წიგნების გამოფენა,  აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის  მოსწავლეები  კი წარმოადგენენ მუსიკალურ კომპოზიციას.

 „სხივური მედიცინის ცენტრში"  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „სხივური მედიცინის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „სხივური მედიცინის ცენტრის" დირექტორმა ბესიკ სურგულაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონ გოგუა, კლინიკის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნანა უბილავა და კლინიკის თანამშრომლები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს 2018 წლის 30 დეკემბრამდე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ამბულატორიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მოქალაქეებს დაურიგდებათ სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლის საფუძველზეც კლინიკა აფხაზეთიდან დევნილებს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს.

ცენტრში არსებული აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა. ამბულატორიულ მკურნალობასთან ერთად, ასევე, კლინიკა პაციენტებს ბირთვული მედიცინის კუთხით სტაციონარულ მკურნალობასაც სთავაზობს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერია ბასარია ესწრებოდა.

თავმჯდომარემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში აზიური ფაროსანას მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შედეგებზე. ისაუბრეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებსა და შესაძლო ერთობლივი პროექტებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აგრეთვე ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებისთვის სლოვაკეთის რესპუბლიკაში ტრეინინგების ჩატარების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ სლოვაკეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.