- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა"-ს კონგრეს-ჰოლში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა კავშირის ანსამბლი „მშვიდობა", მომღერლები ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე, გიგი გეგელაშვილი და თაკო ოქროპირიძე.
ვეტერანებს მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქრისტინე ჩაჩუამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
„ვეტერანების დღე" 2014 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით დაწესდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების პანაშვიდსა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე მათ დაკრძალვას დაესწრნენ.
სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. პანაშვიდს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული 25 გმირიდან 20-ის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, მამია ალასანიას ნეშტი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენი ოთხი სხვადასხვა ადგილზე დაკრძალეს.
24 წლის წინ სოხუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ნეშტების იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.
დღესვე ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 გმირი:
1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/სოხუმის მერი;
2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონული კურატორი;
3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;
4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;
5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;
6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);
7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;
9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი;
11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);
13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;
14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი";
17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;
18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი;
22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;
23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;
24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი
25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში აფხაზეთის თასისა და გურამ გაბესკირიას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
აფხაზეთის თასის ფინალში „საბურთალო" და „ნორჩი დინამო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული საბურთალოს გუნდი გახდა.
გურამ გაბესკირიას ტურნირის ფინალში „საბურთალოსა" და „ლომებს" შორის გამართულ მატჩში გამარჯვება „საბურთალომ" მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ დააჯილდოვეს.
აფხაზეთის თასზე 2007 წელს დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო გურამ გაბესკირიას სახელობის ტურნირზე კი 2005 წელს დაბადებულთა 8 გუნდი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017" გაიმართა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოება.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიების პროდუქცია.
გამოფენა ბიზნეს-სექტორების ფართო სპექტრს მოიცავდა. წარმოდგენილი იყო მეღვინეობა, თაფლის წარმოება, ტურიზმი, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო კომპანიები, სამშენებლო სექტორი, ესთეტიური მედიცინა, სანიტარული მომსახურება და სხვა. მათ შორის მეღვინეობა „ხარება", „გაგრა +", CLEANTACH, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი", ტურისტული კომპანია „Georgian Wilderness Expedition", რესტორანი „თავადური", რესტორანი „მეგრული ოდა", შპს ლემონი და სხვა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი კომპანიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები არიან. კომპანიების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამირან დოლიძემ გააცნო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე პალატის წარმომადგენლობა განთავსებულია დედაქალაქში. ამ დროისთვის აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ათეულობით კომპანიას აერთიანებს, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნეს-სექტორებს.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში გმირულად დაღუპული თანამემამულეეების 17 ოქტომბერს დაკრძალვასთან და პატივმიგებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 17 ოქტომბერს „კონგრეს ჰოლში" დაგეგმილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 18 ოქტომბერს 18:00 საათზე (კონგრეს ჰოლი, დავით აღმაშენებლის გამზირი # 61).
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდზე მხარეები განიხილავენ აფხაზეთსა და ცხინვალში გახშირებული სამხედრო წვრთნების, მავთულხლართების, საზღვრის უკანონოდ გადმოწევის საკითხებს.
მხარეები იმსჯელებენ, ასევე, გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, როცა გალის ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებას, უზღუდავენ საკუთრების, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებებს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი 10-11 ოქტომბერს გაიმართება.
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება,1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიე-რო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან საგანგებოდ შექმნილ კომისიას.
სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების ზემოთ ხსენებულ კომისიასთან წარდგენის ვადააა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.
ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მედალოსნებთან შეხვედრა გამართეს.
ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა პროფესიული დღე მიულოცეს და საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები - მერი გეგეჭკორი, ლენა კიტია, ეთერი ხახუბია და გივი ჯომიდავა. ასევე აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თემაზე: „2016-2017 სასწავლო წლის შედეგები და მომავლის გამოწვევები".
სასტუმრო თბილისი მარიოტში წიგნის „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38 წწ" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით გამოიცა.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პროექტის განვითარების ქრონოლოგიის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გადაიხადეს, რუსთავის, ბორჯომის, გორის, გუჯაანის, ხონის, ქუთაისის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, ფოთისა და ჯვარის ეკლესიებში.
ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენო საამაყო, ნაამაგარნო, ცოდნის სადარაჯოზე მედგრად მდგარნო განათლების მუშაკნო. მსურს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და ქედი მოვიხარო თქვენი განუზომელი ღვაწლმოსილების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, კეთილდღეობის და წარმატების საფუძველია.
პედაგოგი - ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უალტერნატივო საძირკველია. მშვიდობის, ტოლერანტობის და ურთიერთგაგების პირველი მაცნეა ასიათასობით აღსაზრდელისათვის, რომელთა არსებაში მთელი ცხოვრების მანძილზე წარუშლელ კვალს ტოვებს.
ვულოცავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პედაგოგიურ კოლექტივებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებლებს, რომლებიც მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, მაინც მედგრად დგანან და ერთგულად ასრულებენ თავიანთ საპატიო მოვალეობას.
განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე მასწავლებლებს, რომლებიც ყოველღიური პირადი გმირობის ფასად, უამრავი შეზღუდვების და უსამართლობების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან მომავალი თაობების სამშვიდობო ხედვებით აღზრდას.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა პედაგოგს პროფესიულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ერთიან, ძლიერ და სტაბილურ ქვეყანაში თავიანთი ნაღვაწით დამსახურებულ დაფასებას.
ქალაქ ზესტაფონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი შემოქმედები, საღამოზე გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები, მათ შორის ზესტაფონის მკვიდრნი, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაიღუპნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold" გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი" წარსდგა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold"-ის მიზანია ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო მაკარაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მონო-სპექტაკლის „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა" პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას ხსოვნას ეძღვნება და მისი ავტორი და წამყვანი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძეა.