- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ოთარ ბენიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწერებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინა შენგელია ესწრებოდნენ.
ქალაქ ჰააგაში გამართულ ჩემპიონატში 46 ქვეყნის 64 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი მწვრთნელითა (პროფესორი ვეფხია გვარამია) და სამი სტუდენტით (ოთარ უბილავა, თინათინ სხირტლაძე, მიხეილ ლაზგინიანი) იყო წარმოდგენილი. სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა 6 პროცესში მიიღო მონაწილეობა და მათმა გამოსვლამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის და სრულიად ამერიკელ ხალხს ულოცავს 4 ივლისს - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს!
ვუსურვებთ რა მათ ქვეყანას მშვიდობას, წარმატებებს და შემდგომ განვითარებას, მადლიერების გრძნობით ავღნიშნავთ ამერიკელი ხალხის თანადგომას საქართველოსადმი და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და დიდად ვაფასებთ მის ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საკითხში.
გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფონდ „არტ-ექო"-ს ხელმძღვანელი დალი დე-გრაფი ნიდერლანდების გამოფენაში მონაწილე მხატვრებს შეხვდა. მან აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს გამოფენაში მონაწილობისათვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატები და ლეიდენის გამოფენის ამსახველი ბროშურები გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი მხატვრები ესწრებოდნენ.
ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში მდებარე გალერეა „ზონე"-ში, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „როდის? ჩემი ოცნება - აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 22 მხატვარი მონაწილეობდა. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმოდგენილი ნამუშევრების 1/3 გაიყიდა.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კოტე სურგულაძე, ლეიდენის ვიცე-მერი მონიკ ვან სანდიკი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ფრიც დაიკსი ამნესტი ინტერნეიშენელის ნიდერლანდების წარმომადგენელი. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კონსული ნიდერლანდებში თამარ ღვინაძე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლოტე ჰაიემა, ავსტრიის ელჩი ნიდერლანდებში ჰეიდიმარია გურერი, ესტონეთის კონსული ნიდერლანდებში მუტი მურდი, ნიდერლანდებში ქუვეითის ელჩის პირველი მოადგილე ისტიაქ აჰმედი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა კობალაძე.
მოგვიანებით უწყებების ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს დიღმის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 24 წელი გავიდა.
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთებისნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომპოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველიდარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლისშედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციებიშეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL"-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 15 ბავშვი გაემგზავრა.
მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL"-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა. საქართველოში აღნიშნული პროგრამის 20 წლისთავის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „FINSOL"-ის პრეზიდენტს, ხულიო გარსიას მადლობის წერილი და საპატიო სიგელი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.
კონფერენციაზე განიხილეს თემები რომელიც ეხება აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, სამეცნიერო წრეების, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის" დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სოფელ რუხში მდებარე კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ.
სასათბურე მეურნეობაში განხორციელდა დაფესვიანებული კოლხური ბზის ნერგების გამოტანა და ღია სივრცეში განთავსება, რითაც დასრულდა სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა" პირველი ეტაპი. პროექტი ხორციელდება კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გულისხმობს „წითელ წიგნში" შეტანილი ამ უნიკალური სახეობის ნერგების გამოყვანას თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.
ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა" და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალუ გამახარიამ და ჯუმბერ ბოიკომ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას და მათი განსახლებისა და საქმიანობის ადგილებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა „ბიზნესინკუბატორის" ტერიტორიაზე განლაგებული და მოქმედი საწარმოები დაათვალიერეს.
მემორანდუმის ხელმოწერა „ბიზნესინკუბატორის" ახალგახსნილ პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრები გაიმართა ბათუმში (აფხაზეთის ქუჩა, „ბენზე"), ფოთსა (ახალი რაიონი) და ზუგდიდში (ლაღიძის ქუჩა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნენ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს და მათი პრობლემები მოისმინეს.
სამივე კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილებთან საუბარი შეეხო მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და კომუნიკაციებს, აგრევე ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებს.
აფხაზეთის მთავრობა დევნილებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას და მათ მოგვარებას დაპირდა.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრებზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოს ტურნეს დასკვნითი კონცერტი ზუგდიდში გამართა. წარმოდგენილი იყო უძველესი და თანამედროვე ქართულ-აფხაზური ფოლკლორისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები. სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. ტურნეს ფარგლებში, ანსამბლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა.
გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქალაქ ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაბა წყნეთში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით, „ვიკი-ბანაკი" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემებზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს" და „აფხაზური დამწერლობის განვითარების ეტაპები".
ლექციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი თეა ქართველიშვილი კითხულობდნენ. მსმენელებმა მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ელექტრონული ფორმით მიაწოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაცია აფხაზურ ენაზე.
ვიკი-ბანაკის ფარგლებში ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ბავშვებმა აფხაზურ ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ 18 სტატია, ხოლო ქართულ ვიკიპედიაში კი აფხაზეთის ხელნაწერების შესახებ 11 სტატია შექმნეს. ქართულ და აფხაზურ ვიკიპედიებში სტატიების დაწერას სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვიკიპედიის რედაქტორი ჯაბა ლაბაძე და ვიკიპედიის რედაქტორი მიხეილ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.
ვიკი-ბანაკის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიება წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის №2 საჯარო სკოლაშიც განხორციელდა, რომლის დროსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთა.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი ორდღიანია და 20-21 ივნისს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 450-მდე დევნილს გაეწია მომსახურება.
გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენი“-ს, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, კლინიკა „ენმედიცი“-ს, თვალის კლინიკა შ.პ.ს. „ახალი მზერას“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ბავშვთა ნერვოლოგის, ონკოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება და 150 ბენეფიციარს ჩაუტარდა სკრინინგული ტესტები C-ჰეპატიტზე. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2017 წლის 18 ივნისს აფხაზი მწერალი აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება ალექსეი თარია ბათუმში დაკრძალეს.
მწერალთან გამოსამშვიდობებლად და უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი რევაზ გერგედავა, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი სანდრო ბერიძე, მწერლები ვახტანგ ღლონტი და ანზორ კუდბა, ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ზაურ კალანდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მანონ ბულისკერია და მწერლის მეგობრები იმყოფებოდნენ.
ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ასევ საუბარი შეეხო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით გაიმართება.