მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სკულპტურული მემორიალი - „საქართველოსთვის" გვირგვინით შეამკო და ამით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვით დაღუპული გმირების ხსოვნას.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 2014 წელს გაიხსნა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. 

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში აფხაზი მოდერნისტი მხატვრის სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ქალაქ ზუგდიდში არსებული  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის 2016-17 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, მათ შორის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის ეტაპს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე", რომელიც მცხეთაში 1 მაისს დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება. იმავე დღეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

18 მაისს ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მსვლელობის მონაწილეებს შეხვდნენ.

წმ. სვიმონ კანანელმა, წმ. ანდრია მოციქულთან ერთად,  იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა აფხაზეთში, გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.

ქუთაისში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო"-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კლუბის წევრებმა გაიხსენეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ავთანდილ დეკანოიძის განვლილი ცხოვრება, წარმოადგინეს მისი ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა. შემდეგ კი მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კლუბის წევრებს წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადასცა, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებია შესული.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, პედაგოგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ცნობილ ქართველ იურისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს 75 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, ქართული უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში პროფესორ მინდია უგრეხელიძესთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პროფესორები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ბათუმელი პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, თითების თეატრი, ანსამბლები „ბერმუხა" და „ბათუმი", ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე, ზაზა მარჯანიშვილი და დავით ევგენიძე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.

თბილისის ყოფილი „სტუდქალაქის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ამ ტერიტორიაზე კავშირ-ასოციაცია „აგორა" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" მშენებლობას ახორციელებს.

ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს საერთაშორისო სკოლის" („New School") მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანაიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერ ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობის ბენეფისი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ამჟამად უკვე დირექტორია. არის ღირსების ორდენის კავალერი და შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. 2017 წლის 14 იანვარს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის" გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორე თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და დევნილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების თანამშრომლები შემოწირულობის სახით პერმანენტულად რიცხავენ თანხას ეკლესიის მშნებლობისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.