აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

წლეულს აფხაზეთის სკოლები ოქროსა და ვერცხლის 14 მედალოსანმა დაამთავრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.

დევნილ ახალგაზრდებს მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა წარმატებულ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ასპარეზზე თვალსაჩინო მიღწევები უსურვეს. მათ ხაზგასმით გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს აფხაზეთში დაბრუნების და აფხაზ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვის გზების ძიება, აფხაზეთის აღმშენებლობისთვის ზრუნვა. მათ მიერ გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯი კი ამ უდიდეს მისიას უნდა ისახავდეს მიზნად.

წლეულს აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლები ოქროსა და ვერცხლის მედლებზე 14-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდანაა.

ვახტანგ ყოლბაიამ სოფელ ბადიაურში, ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ საქართველოში, დემურ კეკელიამ 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს პატივი მიაგეს.

მემორიალი და მიმდებარე ხეივანი ომში დაარგული მებრძოლის, კახა გიქორაშვილის დედის, ზინაიდა გიქოაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიხსნა.

ვახტანგ ყოლბაიამ მებრძოლთა ოჯახებს სიმბოლურ ხატი გადასცა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მეომართა კავშირის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 23 წელი გავიდა.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

ვახტანგ ყოლბაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრო

თბილისი, 1-5 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომლის თემაა: "25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით". ასევე, ყოველწლიური სესიის ფარგლებში, დებატების ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იქნება.

საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეუთოს თავმჯდომარემ ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და "თბილისის დეკლარაციის" მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული. დეკლარაცია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გაეგზავნება.

ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ვახტანგ ყოლბაია მწუხარებას გამოთქვამს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო და ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ სტამბულში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ტერორიზმი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევათაგანია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.

ბულაჩაურში დევნილი ახალგაზრდებისათვის ეკო-ბანაკი მოეწყო

ბულაჩაურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN-ის თანმშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ეკო-ბანაკი მოეწყო, რომელიც 27 ივნისიდან 6 ივლისამდე გაგრძელდება. ასევე, ეკო-ბანაკში  ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოზარდები დაისვენებენ.

საგანმანათლებლო ბანაკის პერიოდში მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში, ინტერაქტიულ სემინარებსა და საველე გასვლებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

ეკო-ბანაკის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და ბესიკ ოდიშარია, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გუთიაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში CENN-ის კოორდინატორი და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა

 

მიდმინარე წლის 28 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ".

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში

იმდინარე წლის 28 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.

შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამათავრობო ორგანიზაციებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

ზუგდიდსა და სენაკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს

 

ზუგდიდსა და სენაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Campus Lions Club Tbilisi"-ს თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

ამჯერად, ზუგდიდისა და სენაკის ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსტრი ქეთევან ბაკარაძე და „Campus Lions Club Tbilisi"-ს პრეზიდენტი რატი ქირია ესწრებოდნენ.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში 228 დევნილ ოჯახს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო თბილისის წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური ექიმებით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.

ასევე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.

სამედიცინო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტისა და რეგიონის გამგეობის წარმომადგენლები ღებულობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფოთში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრის მიზანი დევნილი ახალგაზრდებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრის აპარატის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

ასევე, რეგიონში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების განსასაზღვრად კვლევა ჩატარდა, სადაც გამოიკვეთა მოზარდების ინტერესების სფერო და შესაძლებლობები სამომავლო პროექტებში მათი ჩართულობის მიზნით.

ღონისძიებას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი უძღვებოდა.

შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, IPYG საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფის კოორდინატორი, ბიზნესმენი ვახტანგ ხორავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭოს, მეწარმე ქალთა ფონდისა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაცია ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭო იყო.

სენაკში საცხენოსნო შეჯიბრი „მარულა 2016“ გაიმართა

სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია,  საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა.

მწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, მწერლისა და პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, ვახტანგ ყოლბაიამ ციალა არდაშელიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.