მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.
წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე-კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმინდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მრევლი დაესწრო.
სიმონჯანაშიასსახელობისსაქართველოს მუზეუმშიაფხაზი მოდერნისტი მხატვრის სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაციაგაიმართა. პრეზენტაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და საქართველოსეროვნულიმუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2017 წლის 22 მაისს, 16 საათზე მართავს „ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაციას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ქ. თბილისი, ფურცელაძის ქუჩა, 3). ნიშანდობლივია, რომ კატალოგის პრეზენტაცია ემთხვევა ალექსანდრე შერვაშიძის საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 150 წლისთავს.
„ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ქვეპროგრამის „ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის გამოცემა“ ფარგლებში გამოსცა. კატალოგში აფხაზი მოდერნისტი მხატვრის, სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია შესული გრაფიკის, პორტრეტების, დეკორაციებისა და ესკიზების სახით. ეს ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებშია დაცული და მათი თავმოყრა სწორედ ამ მუზეუმთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა.
კატალოგი ფართო საზოგადოებას უკეთ გააცნობს აფხაზი, მრავალმხრივი ხელოვანის ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედებასა და მოღვაწეობას.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან - სამთავრობო და არასამთავრობო წრეები, ხელოვნების თემატიკაზე მომუშავე მკვლევარები, რომელთაც პრეზენტაციის ფარგლებში გადაეცემათ ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგი.
ზუგდიდში USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ქალაქ ზუგდიდში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის 2016-17 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, მათ შორის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის ეტაპს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე", რომელიც მცხეთაში 1 მაისს დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება. იმავე დღეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
18 მაისს ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მსვლელობის მონაწილეებს შეხვდნენ.
წმ. სვიმონ კანანელმა, წმ. ანდრია მოციქულთან ერთად, იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა აფხაზეთში, გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.
ზუგდიდში USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ქალაქ ზუგდიდში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის 2016-17 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, მათ შორის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის ეტაპს.
ქუთაისში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო"-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კლუბის წევრებმა გაიხსენეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ავთანდილ დეკანოიძის განვლილი ცხოვრება, წარმოადგინეს მისი ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა. შემდეგ კი მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კლუბის წევრებს წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადასცა, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებია შესული.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, პედაგოგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ცნობილ ქართველ იურისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს 75 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, ქართული უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში პროფესორ მინდია უგრეხელიძესთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პროფესორები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები უკვე მეორე წელია წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის სულიერ გზას ფეხით გადიან. ფეხით მსვლელობა 2017 წლის 1 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და 21 მაისს ენგურის ხიდზე დასრულდება. 23 მაისს კი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ფეხით მოსიარულე მღვდელმსახურები, ბერები, მორჩილები წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის და სხვა წმინდანთა ხატებს მოაბრძანებენ. იმერეთის რეგიონში ისინი ჭიათურიდან შემობრძანდნენ. 11 მაისს, 5 საათზე ჭიათურის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინეს, სადაც იმყოფებოდა ადგილობრივი და ჭიათურაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა. ასევე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რმთავრობის წარმომადგენლობის თანაშრომლები, რომლებიც სპეციალურად მათ დასახვედრად გაემართნენ ჭიათურაში. 14 მაისს, 5 საათზე, ქ. ქუთაისში, წმინდა სვიმონ კანანაელის სახელობის ტაძარში კვლავ გაიმართა ლოცვა. მომლოცველებს ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ სუბელიანმა უმასპინძლა. ლოცვას დაესწრო ქუთაისში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა და თანაშრომლები. 15 მაისს მათ გზა განაგრძეს სამტრედიის მიმართულებით და სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ აბაშაში გადაინაცვლეს.
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ბათუმელი პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, თითების თეატრი, ანსამბლები „ბერმუხა" და „ბათუმი", ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე, ზაზა მარჯანიშვილი და დავით ევგენიძე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.
თბილისის ყოფილი „სტუდქალაქის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ამ ტერიტორიაზე კავშირ-ასოციაცია „აგორა" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" მშენებლობას ახორციელებს.
ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს საერთაშორისო სკოლის" („New School") მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა.