აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში კონფერენცია „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში“ გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სახვა სახელმწიფო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სამეცნიერო კონფერენცია „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანია მეცნიერულად გაანალიზოს საქართველოს უახლოესი წარსულის პოლიტიკური მოვლენები, აგრეთვე ხელშეწყობა ახალი სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, განსაზღვროს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტული ვექტორები.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა პროფკავშირებთან

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონ თამარ ვეფხვაძის მონაწილეობით იუსტიციის დეპარტამენტის პროფკავშირის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო საჯარო  სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და საქართველოს შრომის კოდექში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე შეეხნენ იუსტიციის დეპარტამენტის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებსა და მოვალეობებს. შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის პირველადი პროფგაერთიანების ორგანოს წევრებს აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონმა თამარ ვეფხვაძემ პროფგაერთიანების უნივერსალური საწევრო ბარათები გადასცა. აღნიშნული ბარათი არის ააიპ “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/მულტიფუნქციური საწევრო ბარათი, რომლის გამოყენების საშუალებითაც ბარათის მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლებას მერჩანტ(ებ)ის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს თავის წევრებზე და მისი წევრებისათვის შეიქმნა პროფკავშირების უნივერსალური საწევრო ბარათი, რომელიც გაერთიანებულია www.BARATI.GE-ს ფასდაკლებით სისტემაში.  მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საიტ www.BARATI.GE–ზე.

აფხაზეთის მთავრობასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ. ხელმოწერის ცერემონია აფხაზეთის მთავრობაში გაიმართა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის საგანმანათლებლო პროცესში თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარებას, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის უცხო ენათა (ინგლისური,რუსული, გერმანული, ესპანური, თურქული) კურსების უფასოდ შეთავაზებას IBSU -ს ენათა სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებას.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთათავის უცხო ენების სწავლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დევნილი მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების კურსდამთავრებულებს შეხვდა, დღევანდელი დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აღნიშნული ახალგაზრდები მიმდინარე წელს ჩაირიცხნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას სამძიმარი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამძიმარს უცხადებს, მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს.  

მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო საფრანგეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ამავდროულად 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევაც, ყველა სახელმწიფოსთვის და ერისთვის, რათა გაერთიანებული ძალებით მოხდეს ტერორიზმის დამარცხება. 

კიდევ ერთხელ ვუსამძირებ სრულიად საფრანგეთს და გამოვხატავ თანადგომას დაღუპულთა ოჯახებისადმი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის აუდიტორია გაიხსნა

9 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის აუდიტორია გაიხსნა. აუდიტორიის მიზანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება, უნივერსიტეტის თანამშრობლებსა და სტუდენტებში ლატვიური კულტურის პოპულარიზაცია და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, საპატიო სტუმრები ლატვიიდან და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ალბომი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მასში  თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლისა (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი  და სხვ.) უახლესი ფოტომასალა, ასევე ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და  ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა. ალბომი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა.  

ალბომს „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ თან ერთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ერთიანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მითითებით. ალბომის გამოცემა ემსახურება აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

ნოდარ დარახველიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნორჩ კალათბურთელთა ტურნირი გაიმართა

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკადემიაში აფხაზეთის სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საკავშირო კატეგორიის მსაჯის, წარსულში აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ დარახველიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნორჩ კალათბურთელთა ტურნირი ჩატარდა.

ტურნირის ფინალური შეხვედრები 6 ნოემბერს გაიმართა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - „სოხუმი“, II ადგილი - „ჩაუქი“, III ადგილი - შევარდენი.

დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის  ნოდარ დარახველიძის სახელის უკვდავყოფას, ნორჩ კალათბურთელთა შორის კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ნორჩი ტალანტების გამოვლენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცეს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

ტაზარში ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ.

ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთში 23 წლის წინ განვიტარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველტათვის დაიწერა.

ვახტანგ ყოლბაია ემზარ ცირდავას შემოქმედებით საღამოს დაესწრო

 

კლუბ „ქალაქურში" აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის ემზარ ცირდავას შემოქმედებითი საღამო მოეწყო, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა და მამის ხსოვნას მიეძღვნა.

მოეწყო ემზარ ცირდავას ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ემზარ ცირდავას ნამუშევრებს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ. მათი ნაწილი დაცულია ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში და ამერიკაში კერძო კოლექციებში.

აფხაზეთის მთავრობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა ვტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Lions Interantional" დანიის ოფისის პრეზიდენტს იორინ ანდერსონსა და „Campus Lions Club Tbilisi" პრეზიდენტს საქართველოში რატი ქირიას შეხვდნენ. ,,Campus Lions Club Tbilisi" გაეროს ანსამბლეის სრულ უფლებიანი წევრია და ,,Lions Interantional" სათავო ოფისთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, ახორცილებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტებს.

ვახტანგ ყოლბაია და იორინ ანდერსონი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს. ეტლები ეტაპობრივად 10 ბენეფიციარს დაურიგდება.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში წიგნის, „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდი დარბაზში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის, „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ეძღვნება აფხაზეთში ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. მასში მოცემულია აფხაზეთის ყველა დასახლებული პუნქტისა და იქ დაღუპული ადამიანების სია, ასევე თუ რა გარემოებაში გარდაიცვალნენ ისინი. ამ სიების დაზუსტება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც შემდეგ ამ გამოცემაში იქნა ასახული. მოცემულ სიას თან ახლავს ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.

ქორთიარდ მარიოტში საქართველოს სახალხო დამცველმა გალის რაიონში განათლების უფლების შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა

დღეს, ქორთიარდ მარიოტში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გალის რაიონში განათლების უფლების შესახებ  სპეციალური ანგარიში წარადგინა თემაზე „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები".

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპეციალურ ანგარიშში საუბარია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაზე მიმდინარე სასწავლო წელს დაწყებით კლასებში რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლასა და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების შემოღებაზე. 

ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

სახალხო დამცველი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობის გაზრდასა და გალის სკოლაში მომუშავე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას.

ასევე, სპეციალურ ანგარიშში საუბარია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ, სამართლებრივ და დიპლომატიურ ძალისხმევაზე გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას.

აღსანიშნავია, აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების აღდგენის მნიშვნელობა და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული აფხაზეთში განათლების უფლების დაცვაზე.

საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წწ.) დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.

აფხაზეთის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ფილმის ავტორმა ნინო ხოფერიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.

პრემიერას აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის შთამომავლები დაესწრნენ.

დოკუმენტური ფილმი ნათელს ფენს ქართულ-აფხაზურ ნათესაურ კავშირებსა და მწვავე კონფლიქტების ისტორიულ პერიპეტიებს, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მოძიებულ და გადაღებულ იქნა უნიკალური დოკუმენტები, ვიდეომასალა, ჩაწერილია საუბრები საქართველოში, თურქეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში.

ფილმი მოამზადა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ არსებულმა სტუდია „ავტოგრაფმა“. ფილმის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი - ზვიად მიქელაძე. იდეის ავტორი - ნატო მარშანია.

ფილმი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა.

პაატა ბურჭულაძე „არტ გალერეაში“ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

ფონდი „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ გალერეაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტან ყოლბაია და  მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს, ასევე აშენდება მუზეუმიც.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდ „ივერიის“ საქველმოქმედო აქციას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მასში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად იყვენენ ჩართულები და მომავალშიც ჩაერთვებიან ტაძრის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში.