ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით ვაზიანში არსებული ერთ-ერთი მიტოვებული, ნაწილობრივ დანგრეული ფართის კაპიტალური რემონტი და ფეხსაცმლისა და სამკერვალო მინი-ფაბრიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვა განახორციელა.

„TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა პროექტის ფარგლებში მინი-ფაბრიკას გადასცა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები, ფრიზერის, პრესისა და საშრობი აპარატები, ქსოვილები და ნაჭრების კომპლექტები. საწარმოში ამჟამად 10 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა.

სამკერვალო მინი-ფაბრიკა დღეს გარდაბანის რაიონ სოფელ ვაზიანში გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თავმჯდომარემ სერდარ ჩამ, თურქეთის პარლამენტის (მეჯლისი) დეპუტატმა ლუთფიე სელვა ჩამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა კორკმაზმა გახსნეს.

გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA" სამომავლო ურთერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თავმჯდომარის, მისი აღმატებულება სერდარ ჩამის განცხადებით, მინი-ფაბრიკის ფინანსური დახმარების მიზნით, „TIKA" შეისყიდის აღნიშნული სამკერვალოს მიერ 1 თვის მანძილზე წარმოებულ 300-350 წყვილ ფეხსაცმელს და მას გადასცემს დევნილებს საჩუქრად.

უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.

გვწამს, რომ დიდი წინასწარმეტყველი წმიდა ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის მადლით შეიწყნარებს უფალი თქვენს მოუკლებლივ ლოცვებს აფხაზეთის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისა და საქართველოს გამთლიანებისათვის.

 

პატივისცემით, ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, „რუმს თბილისში" ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, მათ შორის ბოლო რაუნდის საკითხები და შედეგები განიხილეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების თავისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის მეტ ჩართულობაზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, განიხილეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პერსპექტივები.

შეხვედრის მონაწილეებმა ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან თემებზე რეკომენდაციები შეიმუშავეს. კონფლიქტებისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ქართველი მონაწილეების შეხვედრა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოსალოცად ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოსალოცად დაბრძანდა ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში. (29 ივლისი -2 აგვისტო).

აფხაზეთის მთავრობის განცხადება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ საქართველოს ეკლესიის ეპარქიებში მოძრაობის განრიგის შესახებ

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიებში მოსალოცად დაბრძანდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული".

აღსანისნავია, რომ დასრულდა ღვთისმშობლის ხატის დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა და 29 ივლისიდან ხატი გადმობრძანდება აღმოსავლეთ საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა  აცნობებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლს ხატის მოგზაურობის მარშრუტს და განრიგს:

  • ურბნისისა და რუისის ეპარქია --- 29 ივლისი - 2 აგვისტო.

ხატი დაბრძანდება -  ქარელის  ყოვლადწმინდა სამების  სახელობის საკათედრო ტაძარში და ურბნისში წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში. 

  • ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია --- 3 აგვისტო - 8 აგვისტო.

ხატი დაბრძანდება - ბორჯომის  წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, ბორჯომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში და სოფელ ტიმოთესუბნის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.

  • სამთავისისა და გორის ეპარქია --- 9 აგვისტო - 14 აგვისტო.

ხატი დაბრძანდება - გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.

  • ბოლნისის ეპარქია --- 15 აგვისტო - 20 აგვისტო.

ხატი  დაბრძანდება - ბოლნისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში და ბოლნისის ცენტრში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

  • ალავერდის ეპარქია --- 21 აგვისტო - 27 აგვისტო.

ხატი  დაბრძანდება - ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში.

  • მცხეთა-თბილისის ეპარქია - 27 აგვისტო.

ხატი  დაბრძანდება - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტაძარი).

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა

 

დღეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ  და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ახალსოფელში შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 141 დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 42 ოჯახი შეირჩა. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 - ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი. თანამედროვე სტანდარტის შენობის თითოეულ ბინაში დამონტაჟდა წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის.

ბინების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალ საცხოვრებელ ადგილას შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილი ოჯახებს მცირე გრანტები გადასცა. ახალ ბინებში გადასულ ყველა დევნილ ოჯახს, მათი სურვილის შესაბამისად, გადაეცათ საბრუნავი კაპიტალი ან ხელსაწყოები და დანადგარები მცირე ბიზნესისათვის.

დღესვე ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 28 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელი ფართი 2016 დევნილ ოჯახს გადაეცემა. საწყის ეტაპზე ორი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინაროებს, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი გაიხსნა

27 ივლისს, ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სახლი საპორტო ქალაქში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

ფოთში იუსტიციის სახლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათელბისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის სახალხო ზეიმის ფორმატში წარიმართა. ფოთის მოსახლეობას, შემოგარენი სოფლებიდან და დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა მოუწყეს.

მოსახლეობას საშუალება ექნება მომსახურეობის 400-მდე სერვისი უმაღლესი სტანდარტებით, უმოკლეს დროში მიიღოს. იუსტიციის სახლის გახსნას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, პარლამენტისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მცხეთაში ცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

25 ივლისს მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს საოჯახო მედიცინის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია ორგანიზებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აფხაზეთიდან იგპ-თა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი.

აქციის ფარგლებში დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლები ჩაუტარდათ და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები.

მცხეთაში სამედიცინო აქციის მიმდინარეობას მონიტორინგი აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ გაუწია.

ფესტივალმა „არტ-გენმა“ აფხაზეთის დღეს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის დღე გაიმართა.

აფხაზეთის დღის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი“ და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლები. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.

ქართულ-აფხაზური ეროვნულ-კულტურული ფასეულობების წარმოსაჩენად, მუზეუმის ტერიტორიაზე გამოიფინა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალა.

ოლიმპიურ ფესტივალში „თბილისი 2015“ მონაწილე დევნილ სპორტსმენებთან შეხვედრა მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დევნილ სპორტსმენებს შეხვდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

დევნილი ახალგაზრდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში იასპარეზებენ, კერძოდ, დიანა ზოლოტუხინა, საბა სოსელია, მარი ჩაკაბერია, დათო ლუკავა  მძლეოსნობაში, თათია გადელია - ხელბურთში, ოთარ პერტაია - კალათბურთში, ანა მაქაცარია - ჩოგბურთში.

„დღევანდელი შეხვედრა იმ ქართველ სპორტსმენებს გავუმართეთ, რომლებიც აფხაზეთიდან არიან დევნილები. ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან კარგი სპორტული ტრადიციები მოსდგამთ აფხაზეთიდან, რომელთაც არაერთხელ უსახელებიათ თავიანთი სამშობლო. დღეს ჩვენთან თავი მოიყარეს გამორჩეულმა სპორტსმენებმა, რომლებიც 50 ქვეყნის 6 ათას საუკეთესო სპორტსმენთა რიგებში მოხვდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბავშვებს ძალიან სერიოზული მომავალი ელით წინ. ეს ხომ მათი პირველი ნაბიჯია დიდ საერთაშორისო სპორტულ ფორუმებში ასპარეზობის გზაზე. მათ შორის ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მომავალ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოზარ სუბარს ჩვენი ერთობლივი ღონისძიებისთვის. ვუსურვებ საინტერესო, წარმატებულ სპორტულ ასპარეზობას ქართველ სპორტსმენებს, რომელთაც ამ ოლიმპიურ ფესტივალზე მთელი საქართველო გულშემატკივრობს," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი მსოფლიო ჩემპიონები გოგიტა არქანია, სვეტლანა ფრუიძე, ირაკლი ცხოვრებაშვილი, აფხაზეთის სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტული მწვრთნელები ესწრებოდნენ.

2015 წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე საქართველოს დედაქალაქი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას - ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით თბილისს 50 ქვეყნის 6 ათასი ახალგაზრდა სპორტსმენი ესტუმრება.

ვახტანგ ყოლბაიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სტრუქტურების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დეპარტამენტებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

აფხაზეთის დღე ფესტივალზე „არტ-გენი“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2015 წლის 22 ივლისს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის დღე გაიმართება.

აფხაზეთის დღის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი" და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ქართულ-აფხაზური ეროვნულ-კულტურული ფასეულობების წარმოსაჩენად, მუზეუმის ტერიტორიაზე გამოიფინება აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალა.

მისამართი: კუს ტბის ასახვევი, ეთნოგრაფიული მუზეუმი.

თბილისის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლები ზეხმელი ხეების მონიშვნაზე მუშაობენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ქ.თბილისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო სამმართველოს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი სახეობების მასიური ხმობისა და ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ზეხმელი ხეების მონიშვნაზე. დღეის მდგომარეობით მონიშნული აქვთ 3450 ძირი. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძლედება.

ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ცანავა და იმერეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა. აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის დასაქმება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საყოფაცხოვრებო ფართით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება. ვახტანგ ყოლბაიას და მთავრობის წევრების განმარტებით, ისინი დევნილების მიერ დასახელებულ პრობლემებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს აუცილებლად მიაწვდიან და მათ გადაჭრის გზებზე ერთბლივად იმსჯელებენ.

შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან ბათუმის შოთა რუთაველი სახელობი სახელმწიფო უნივერსიტეტში იმერეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

ვაშლიჯვრის დასახლებაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა

ვაშლიჯვრის დასახლებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩას და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა. წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის 135 წლის იუბილე აღინიშნება.  

კომპოზიცია ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გახსნეს.

ვახტანგ ყოლბაიამ არზაყან ემუხვარის მოღვაწეობასა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მის დიდ ღვაწლზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დავით ნარმანიამ და გიორგი ალიბეგაშვილმა. 

,,დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მონაწილება მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან არზაყან ემუხვარს ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. მე ვამყობ, რომ მისი შთამომავალი ვარ“,- განაცხადა არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ. 

ღონისძიებას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, არზაყან ემუხვარის შთამომავლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები.  

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩის და მემორიალური კომპოზიციის გახსნის ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის და  საქართველოს მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს  ხელშეწყობით განხორციელდა. 

კომპოზიციის ავტორია  აფხაზეთიდანდ დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაია.